სექსი თუ სიყვარული? თუ გაუპატიურებული ქათამი?

არასდროს არ მესმოდა სოფელში ე.წ “ბირჟის ინსტიტუტის”. არადა უამრავი ადამიანი მეუბნება, შენ რა გესმის , მაგაშია მუღამი და ბლა ბლა , ჰოდა ამ დღეებში მომიწია ბავშვებთან ერთად ამ ბირჟაზე გასვლა.(საჩხერეში რომ ჩავდივარ, გარეთ არ გავდივარ, სახლში ვზივარ ხოლმე და ბავშვებთან ერთად სოფელში სულ რამდენჯერმე გავსულვარ სასეირნოდ 😀 )

თურმე სოფელში ბირჟაზე უამრავ უცნაურ  და სასაცილო ფრაზას და მოვლენას წააწყდე . სოფლის ღირსშესანიშნაობაა ის, რომ იუმორი , საკაიფო თემა არ ძველდება და არ იცვლება: აქაც აგერ უკვე მეათე წელია კაიფობენ ვიღაც ტიპზე, რომელმაც ქათამი გააუპატიურა და კიდევ რამდენ ხანს ილაპარაკებენ, ვინ იცის 🙂

წეღან, ფიჭვებში, ერთმა ბიჭმა ფრიად ბრძნული შეკითხვა დაგვისვა მე და ნათიას : მხოლოდ ერთის არჩევის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი, სექსს თუ სიყვარულსო. მეთქი სიყვარულს.. და ეგ როგორ, სექსი არ გექნებოდაო? ჰო კარგი სექსი მომეცით მეთქი : ).. მოკლედ, არჩევანი არ დამიტოვეს, ან ყველაფერი ან არაფერი 😀 ამ დროს ვფიქრობ, რამდენი ადამიანი დაეხეტება ამქვეყნად, რომლისთვისაც ეს ლოგიკა სრულიად ბუნებრივია და სექსის ქონა ქალთან მის სიყვარულს გამორიცხავს.. რავიცი რავიცი, მარტო წეღან სამი ეგზემპლარი მეჯდა წინ და სამივე ერთ აზრზე იყო;

ისე, მართლა არ შეიძლება სიყვარულით გქონდეს ადამიანთან სექსი? ნათია ზის ახლა და მამშვიდებს, არა იხუმრესო, მეკიდევ ურყევი არგუმენტი მაქვს : ვაბშე რატომ უნდა მოგივიდეს ეგ აზრი თავში, თუ არ ფიქრობ, რომ ზემოთნახსენები ერთი მეორეს გამორიცხავს :O ხანდახან ქართველი კაცები მეც მაშინებენ, ქეითის არ იყოს… წეღან ამბობდა, ეგ ის პონტი იყო, ქართველი კაცები ბოზებში იმიტომ დადიან, ცოლებს მაგას როგორ ვაკადრებთო  🙂

რავიცი, იქნებ მე ვცდები, ჯერ კიდევ დასაწყისში არ ვთქვი სოფელში სხვანაირი იუმორი აქვთთქო? ჰმ, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, ნათიას პირს შაქარი, მეკი წავალ, პოსტის დასააფდეითებლად მასალები მაქვს შესაგროვებელი.

39 thoughts on “სექსი თუ სიყვარული? თუ გაუპატიურებული ქათამი?

  1. ქრცვინი ამბობს:

    ქართველი კაცები ბოზებში იმიტომ დადიან, ცოლებს მაგას როგორ ვაკადრებთო 😆

    arada martalia! 🙂 chemma nacnobma mitxra cota xnis win_qmari rom geyoleba, icode, uechveli gigalatebso… ratom-metqi rom vkitxe ra mipasuxa? ra da qartveli kacebi bozebshi imitom dadian, rasac imat uketeben imeebs cols ver akadrebeno! 😀

  2. Hesse ამბობს:

    ალბათ მართლა იხუმრეს, ან კიდევ მართლა სხვანაირი იუმორი აქვთ, თორე სექსი სიყვარულის გარეშე ჰა, ჯანდაბას მოსულა, მაგრამ სიყვარული სექსის გარეშე მაგარი ტასკააა :))))

  3. Geoaria ამბობს:

    რა ბედნიერი ვარ რომ არ გამივლია ეგ ,,ინსტიტუტი”.
    კიარა არ ვყოფილვარ არასდრო. ❤
    დაჟე უბნის ბირჟაზეც 15წთ.ზე მეტს არ გავჩერებულვარ. სადამაქ მაგათი ნერვები :დ

  4. エカ (aka Katiee) ამბობს:

    რაღაც ვერ გავიგე კავშირი კითხვა პასუხსა და უსიყვარულო სექსს შორის. თუ ორივე ერთად მექნა რა, უარს ვიტყვიო? თუ არჩევანი აუცილებელიაო?

    და ისე, სოფელი რა შუაშია, გოროდში არ გსმენია ეგ, რომ ღალატი must-ია? კაკრაზ სოფელში ყველაზე ერთგულები არიან, წააჭრის თავს ქალის მამა-ბიძა, ქალაქივით სიძე-ცოლიძმა ერთად არ წავა საღალატოდ 😉

    ისე სოფლის ბირჟა მართლა კაი რამეა, თუ კაი სასტავი შეიკრიბე, აბა ისე სოფელში რა გინდა, სხვა გასართობი იქ არაა.

    • anna ამბობს:

      არჩევანი რატომღაც აუცილებელი იყო და რავიცი :დ
      მადლობა ღმერთს ნათიასთან და ქეითთან ერთად ვარ და მშვენიერია აქ , სულ არ მაწუხებს მოწყენილობა, ჩემს სოფელში მარტო რომ ვარ ვაფრენ ხოლმე თუ ინტერნეტი არ წავათრიე :)))))))))))

  5. Zurriuss.Ge ამბობს:

    მე კი მაინც მგონია, რომ ერთ-ერთს ჩესნად დაბაზრებოდი: მოგცემ და თუ ბოზს არ დამიძახებ, კიდე მოგცემ-თქო, და თუ დამიძახებ, მთელს სოფელს მოვდებ, რომ პატარა გაქვს და მალე ათავებ-თქო.
    ასე დაესმებოდა წერტილი ქათმის გაუპატიურების დონის იუმორს მაგ სოფელში :დ

    • anna ამბობს:

      აუ ზურა რა მაგარი რამე შთამაგონე, აეგრე ვიზამ შემდეგზე :დ ახლა უნდა გავიდეთ გარეთ და ვინმემ რამე თუ შემაპარა, მაგას ვეტყვი და თავად გადაწყვიტონ მერე ^^

    • エカ (aka Katiee) ამბობს:

      სოფელია ბიჯო, და ყველა ყველას ნათესავია სავარაუდოდ 😀 და თუ არაა ნათესავი, აბა სოფელიც არ ყოფილა 😀

  6. siyvarulovna ამბობს:

    როგორც ყოველთვის არასწორად გაიგე “|

    1. მხოლოდ ამ ორს შორის რომ გქონდეს არჩევანი სექსი თუ სიყვარულიო რომელს აირჩევდიო. აქ არ იყო ნაგულისხმები ის რომ სექსი სიყვარულის გარეშე ნწუ ან პირიქით და
    2. არ მითქვამს მე გეხუმრნენ-მეთქი, არასწორად გაიგე-თქო :დ ვაახ :დ ვინახარ შენ :დ

    • anna ამბობს:

      ნუ ამართლებ ტყუპებს ნათია :დ
      ეგეთი კითხვა რომ მოგდის თავში, მხოლოდ ამ ორს შორის და ბლა ბლა, ესეიგი საქმე ცუდად გაქვს :პ

      • Mari ამბობს:

        რა არის საოცარი? ანუ ადამიანი ცდილობს გაარკვიოს, რომელი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის და ამიტომაც სვამს მაგ კითხვას.

    • anna ამბობს:

      მარი რა რომელი, შენც მაგათ მხარეს ხარ?:დ რომელიმე მათგანი უერთმანეთოდ წარმოგიდგენია/? შენ შიგ ხომ არ გაქვს?;დ

      • Mari ამბობს:

        ვაჰ, იქნებ წარმოუდგენია ვინმეს? ზოგს ქათამი ურჩევნია, ზოგს – კვერცხი 😛

    • anna ამბობს:

      ჰაჰა , კი, როგორ არა :დ არის ერთი ორი ყმაწვილი, რომლითაც გაერთობი :დდ

  7. Mr. Nomad ამბობს:

    სექსი არ არის ცოლ–ქმრის საქმე. ეგღა მაკლია “იმის” მერე ცოლს ტუჩებში ვაკოცო :დ:დ:დ

    შეეგუები ასეთებს, ნუ გეშინია. სამწუხაროდ არც ისე მალე “გადაშენდება” მათი მსგავსი რასა დედამიწიდან 😦

დისკუსია დახურულია.