მიწისძვრა , მდინარის აბაზანები და განცხრომა

ზუსტად ერთი საათია ვლამობ პოსტი დავწერო, მაგრამ ათჯერ ჩავკეცე გახსნილი ფანჯარა და ათჯერ დავხურე , რამდენი დავიწყე წერა, იმდენჯერ ვიღაცას რაღაცის ნახვა მოუნდა და დავრჩი გაღიმებული :

ესეიგი, ამდენი ხანი იმის თქმას ვლამობ, რომ დილით 12 საათზე მიწისძვრა იყო : ეპიცენტრი თურმე თეთრიწყაროს რაიონი ყოფილა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ჰოდა საკმაოდ ძლიერი ბიძგები იყო, ორჯერ .. პირველმა ბიძგმა გამაღვიძა და მეგონა მომეჩვენა. დავხუჭე თვალები და უცებ უარესად შეზანზარდა სახლი და ლამის საწოლიდან ადგომაც გადავწყვიტე, ემანდ მესამედაც არ დაიწყოს და სახლი თავზე არ ჩამოგვენგრესთქო, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა და გავბრაზდი კიდეც, რა ტყუილად გამაღვიძა ამ ოხერმა ბიძგებმა 😐  საბოლოოდ ყველამ დავიკიდეთ მიწისძვრა და დამშეულები გავცვივდით საჭმელად, მაგრამ ვიდრე დავიკიდებდი და შიმშილი შემაწუხებდა, რა თქმა უნდა მოვასწარი წაფილოსოფოსება, მთელი ცხოვრების თვალწინ გაელვება და იაპონიასა და იაპონიაზე დარდი. წარმოვიდგინე რა მოხდებოდა ბიძგების გაგრძელების შემთხვევაში და დავიზაფრე. მადლობა ღმერთო რომ გადაგვარჩინე !

მერე მდინარეზე წავედით, ისევ ვიბანავეთ და მოვწესრიგდით, ქეითმა და ნათიამ “ნაყინები” შენიშნეს და წყლიდან ვერ ამომყავდა , წრეებს ურტყამდნენ ტერიტორიას 🙂 ამას რომ წაიკითხავენ ალბათ დამხოცავენ 🙂 ამ მდინარის წყალი მაოცებს, ალაგ ალაგ პატარა ჩაღრმავებებია, ქვებით გაკეთებული, სადაც გაჭირვებით შეგიძლია ჩაეკვეხო და მხრებზე ჩანჩქერი გადმოგევლოს. ტანის მასაჟისთვის გენიალურია, თან თბილია და საერთოდ არ გცივა, რამდენ ხანსაც არ უნდა იყო. ერთადერთი პრობლემა წყლის დინებაა, რომელსაც მე პირადად ვერ გავუმკლავდი და აქეთ-იქეთ დავქონდი წყალს. დღეს ადრე ამოვედით, ისიც იმიტომ რომ გვიან წავედით, ამიტომ დაწვას გადავურჩით და ისევ ძველ ჭრილობებს ვიშუშებთ 🙂

აი ის მოჩანჩქერო ელემენტი, თქვენი მონა მორჩილი რომ განისვენებს ახლა შიგ :დ

აესეთი ინტელექტუალური დასვენება გვაქვს :დ

აესეთი ინტელექტუალური დასვენება გვაქვს :დ

ქეითი ისევ წუწუნებს , წუწუნებს და წუწუნებს ❤ ლამისაა წუწუნის საერთაშორისო დღე დავთქვათ, ქეითის საპატივცემულოდ. არადა ჩემი თავი მე მეგონა პრობლემური და ნაზი და სასაცილო. გუშინ ტყეში, სადაც რამე ეკალი მოიპოვებოდა, ყველა ფეხში შეესო და წივილ კივილით მოიკვლევდა გზას ბალახებში 🙂

ესეც ტყეში , ქეითის ნამოქმედარი ^^

ესეც ტყეში , ქეითის ნამოქმედარი ^^

აქ რაღაც პრობლემის გადაჭრას ვლამობდი, ძალიან სერიოზულად და შემართებით, სადღაც ახლოს კი ფეხებ დაგლეჯილი ქეითი მდებარებობს ❤

დალახვროს ეშმაკმა, ერთადერთი აქ რაც მაწუხებს, მაღაზიაში მონოების არქონაა და ყოველდღე მჭირდება დედაჩემთან აჯა , გადმომირიცხოს 😐 შაგრენის ტყავი ისევ ვერ დავამთავრე, მხოლოდ მესამედი თუ მეოთხედი მოვაშთე და ვფიქრობ გავაგრძელო თუ არა…

დღეს საღამოს ნათიას სადღაც მივყავართ, რაღაც თვითმფრინავის მოტეხილი ფრთა უნდა ვნახოთ და სოფელში არსებული ბიჭების საოცარი იუმორით დავტკბეთ. მეშინია წამოსვლამდე საერთოდ არ დავკარგო ჩემი გენიალური იუმორი ამათ ხელში 😀 ჯერჯერობით გმირულად ვუძლებთ… აგერ უკვე მეოთხე დღეა თვალს მოვკრავ ხოლმე გორაზე მობალახე თეთრ ცხენს და ნერვები მეშლება, ან უნაგირი დაადგას ვინმემ, ან მოაშთონ იმ გორიდან რომ შურით არ გავსკდე : ჯერ ისეც არ გამიფრენია რომ ე.წ უბელო ცხენს მოვახტე და სავარაუდოდ ძირს გადმოვებერტყო 😀

ესეც ჩვენი დაისი

ჰო, ჯერჯერობით სულ ესაა: რაც მთავარია ისევ გრილა და ისევ საბნებში გვძინავს . გაგრძელება ისევ იქნება ^^

16 thoughts on “მიწისძვრა , მდინარის აბაზანები და განცხრომა

  1. Zurriuss.Ge ამბობს:

    :დდდდდდდდდ
    როგორც იტყვიან, გესვათ, გეჭამოთ, ალუკარდი არ შეგეჭამოთ :დდდ

    • anna ამბობს:

      ვცდილობთ ალუკარდის ბეჭი მაინც ჩამოვიტანოთ უვნებელი და შეუჭმელი :))

  2. shashvi ამბობს:

    მდინარე… ბუნდოვნად მახსოვს მტკნარი წლის სიამე !!! კარგია

    • anna ამბობს:

      მტკნარი წყლის სიამე ? ჰმ სულ დამავიწყდა მეთქვა : მტკნარ წყალში დახრჩობა ორმაგად საშინელებაა, მძიმეა და საძაგლობა, ყლაპვისას :დ
      ვიღაცამ ჩამაყვინთინა და კინაღამ მოვკვდი :((( ზღვის წყალი იოლად გეყლაპება და ამან კინაღამ მომკლა !

      • shashvi ამბობს:

        + ყვინთვისას უმალ ცხვირში შედის და სულ სხვა შეგრძნებაა. დახრჩობას რაც შეეხება… არც იქ მიცდია და არც აქ. ყლაპვით იცოცხლე. შარშან ზღვის წყალი იმდენი ვსვი სარფში – გამოვძეხი.

    • anna ამბობს:

      არც მე მიცდია, განმაცდევინეს და ორმაგი საშინელებაა 🙂 სამაგიეროდ ზღვას მირჩევნია მდინარე, ყოველშემთხვევაში ეს, არც სიბინძურეა , ბევრად თბილია …

      • shashvi ამბობს:

        სუფთა არის კი. გრილიც და სარელაქსაციოდ (სამასაჟედ) კარგი.. სიბინძურეს რაც შეეხება – გააჩნია სად ბანაობ 🙂 სარფი-კვარიათი იფ… მართლა დალევ ისეთი წყალია

    • anna ამბობს:

      არადა წელს კვარიათში რომ ვიყავი დიდად სუფთა წყალი არ იყო 😐 სარფი შარშანწინ მოვინახულე და იქ მართლა მაგარი წყალია!

  3. gigoli ამბობს:

    და აი მეგობრებო თეთრი წყაროდან კვლავ არ წყდება “ბულგარული” ვიმეორებ “ბულგარული” ფოტოებით გაჟღენთილი პოსტები, რაც თავისთავად დიდ ვნებასა აღტაცებას იწვევს უბრალო მოკვდავთათვის! :))

    • anna ამბობს:

      გიგოლის ჩემი რჩევაგაუთვალისწინებია და კვლავ წვევია ბლოგს ;დ

Comments are closed.