გწერთ სამოთხიდან

მესამე დღეა მე ქეითი და ნათია დვალთაში ვართ-ნათიას სოფელში, მანგლისში თუ მანგლისთან და როგორც იქნა მოვიცალე პოსტის დასაწერად. ღმერთო ჩემო, ცხონებაა, ცხონება: მახურავს სქელი, ზამთრის საბანი და ისე მძინავს, მაშინ როცა თბილისში ლამისაა კანი გაიძროს ხალხმა ^^

მოკლედ, ჩამოსვლისას ამოვბარგდით, დავალაგეთ ჩვენი ნივთები და დავისვენეთ. აქ ორი სახლია, ერთში მხოლოდ ჩვენ გვძინავს, მეორეში ნათიას მშობლებს, ანუ ჩვენ მარტოები ვართ და ძალგვიძს მოვწიოთ/მოწიონ, დავლიოთ, ნაშები ავყაროთ და ა.შ🙂

პირველად რაც ვქენი, ლეპტოპს მივუჩინე ადგილი და ინტერნეტი ჩავრთე ^^

პირველად რაც ვქენი, ლეპტოპს მივუჩინე ადგილი და ინტერნეტი ჩავრთე ^^

საღამოს მეზობლებთან ცოტა დავლიეთ, ჩვენი ჩამობრძანება აღვნიშნეთ და 6-6 ჭიქა არაყდალეულები წამოვედით სახლში. მოვაწყვეთ გულახდილობის საღამო, სიყვარულის ახსნები, წუწუნი, ბუზღუნი, მოკლედ, როგორც სამ ნასვამ გოგოს შეეფერებოდა, ისე ვიქცეოდით🙂 ღამით ქეითი ჩემს გვერდით იწვა და ბოდავდა რაღაცებს: ძალიან კარგად მახსოვს მთელი ტექსტი, მაგრამ ნიღაბს არ ჩამოვგლეჯ, დაე ვიყო კეთილი😀

სიგარეტს როგორც წესი ნასვამი ვეწევი :დ

სიგარეტს როგორც წესი ნასვამი ვეწევი :დ

მეორე დილით მოგვაკითხეს, ჩაგვაბარგეს და წავედით მდინარე ალგეთზე, სადაც თავიდან ფეხით გვინდოდა ხოლმე ჩასვლა, მაგრამ გზა არის უშორესი და უჩრდილო, ანუ გზაში ლეღვის ფოთოლი არ დაგჭირდება, ისე შეიბრაწები. ჩავედით და ლამის ზღვისადმი ჩემს სიყვარულს რწმენა შეერყა, ისეთი გემრიელი საბანაოა, თბილი წყალი, ჩრდილიც, მზეც, შეგიძლია დაიწვა, შეგიძლია ჩრდილს შეეფარო . მე პირველი გზა ავირჩიე😀 წყალში ვიყავით თითქმის 6 საათი და ამ დროის განმავლობაში მოვასწარით  ორჯერ გვეჭამა, გვებანავა, გვეცურავა, გადაგვეღო ნუდები, გადაგვეღო ნორმალური ფოტოები, და კიდევ გვებანავა: ანუ, ბოლოს მოვიმარჯვეთ შამპუნები, საპარსები და ა.შ, მოვძებნეთ წყნარი ადგილი და გავსუფთავდით😀

ქეითს წყალში ნაყინი აჭამეს ;დ

ქეითს წყალში ნაყინი აჭამეს ;დ

ნათიას და-ძმა, ჩემი ღიპი და კოღოსგან დაკბენილი ფეხები

ნათიას და-ძმა, ჩემი ღიპი და კოღოსგან დაკბენილი ფეხები

ნუდებამდე რამდენიმე წამით ადრე :)

ნუდებამდე რამდენიმე წამით ადრე🙂

ნათიას მკერდს მეც კი ვერ ვაშორებ თვალს :))

ნათიას მკერდს მეც კი ვერ ვაშორებ თვალს :))

ბოლოს, როგორც იქნა, სახლში წამოგვიყვანეს, დაღლილები, დამწვრები და კმაყოფილები. ამოსულებმა კიდევ ვჭამეთ, არადა მე აქ გახდომას ვაპირებ, ფოტოებში ჩემმა ღიპმა წამიერად დეპრესიაში ჩამაგდო, რა არის ეს, რა? სირცხვილი მე! მოკლედ, მოდი დიეტას მერე მივხედავ, აქ შევჭამ ხოლმე და ვიქნები ბედნიერი და მსუქანი😀 საღამოს დომინოს თამაში მინდოდა, შაგრენის ტყავის გაგრძელებაც მინდოდა, რომელიც დიდი ამბით წამოვაღებინე ნათიას, აქაოდა გადავიკითხავთქო, მაგრამ ჰა, დავწექი საღამოს 7 საათზე და მთელი 13 საათი მეძინა, ქეითის წუწუნის და კვნესის თანხლებით, რომელიც დაიწვა და ვიდრე მაწონში არ ჩაალბეს , გამწარებული მოთქვამდა .

მოკლედ, მესამე დღეა აქ ვარ და განცხომაში ვარ. საერთოდ აღარ მინდა არც თბილისი და არც არაფერი, რაც იქ დავტოვე. პრინციპში რატომ უნდა მენატრებოდეს, აუტანელი სიცხის და კოღოების მეტი იქ არაფერი მელოდება, ასე რომ ნო ნო ნო, არ წამიყვანოთ აქედან რა😦 აქამდე ხომ ჩავდიოდი ჩემს სოფელში, მაგრამ არ მცოდნია რა იყო გართობა, სიცილი, დაღლა, თამაში, დასვენება : იქ მოწყენილობისგან ლამისაა სული გამძვრეს ხოლმე, აქ კიდევ ვნატრობ 48 საათი იყოს დღე-ღამეში რომ ყველაფერი მოვასწრო, მათ შორის შაგრენის ტყავის გადაკითხვა, რომელიც ჯერ კიდევ მე5 ფურცელზეა გაყინული და წინ ვერა და ვერ მიიწევს.

ახლა დილის 11 საათია და მზეა. მაგრამ არ გცხელა. ნათიას და ქეითს სძინავთ. მე და ნათიამ დილით გაღვიძება და ლაპარაკი მოვასწარით და ისევ ჩაეძინა. ნათიას და ზის და ქარგავს.  ჩიტები ჭყივიან, ჭიკჭიკებენ და მამლები ყივიან ჯერ ისევ. ეზოში ცაში ახედვისას მზეს ვერც დაინახავ იმდენი სიმწვანეა. ცოტა ხანში წავალ, ჰამაკში ჩავწვები, პლედს დავიფენ და კითხვას გავაგრძელებ, თქვენ კი მომავალ პოსტამდე დაგემშვიდობებით მეგობრებო .

26 thoughts on “გწერთ სამოთხიდან

  1. თაა says:

    შემშურდა – მიუხედავად იმისა რომ სოფელი არ მიყვარს და ვერსაოდეს კარგად ვერ ვგრძნობ თავს
    აქ ისე დავიტანჯე ამ სიცხით და კალიებით რომ მართლა მშურს თქვენი

  2. lasharela says:

    პლავკებს რო იკრავ, ეგ რო არ დაგედო ახლა ისე ვერ დაწერდი ხო მანგლისში რო ხარ?

    ოი, ოი რა ხარ შენე…

  3. Mari says:

    თუ ბი ქონთინიუდ უნდა მიგეწერა. უფრო შინაურილი ფოტოებიც დადეთ რაააააა. აუ, მომენატრეთ სასტიკად

    • anna says:

      მარი გაგრძელება იქნება კიდე, დღეს ვკაიფობდით, ნათიას სოფელი გავაპიარეთ ბლოგერებმათქო :დ

  4. gigoli says:

    და აი მეგობრებო კიდევ ერთი ვულგარული ფოტოებით გაჟღენთილი პოსტი!

    • Kate_AlukaЯD says:

      როცა რამე კარგის დაწერა არ გინდა მგონი საერთოდ არ უნდა დაწერო… სად ხედავ აქ ვულგარულობას… ვერ ვიტან ამ არამკითხე მოამბეებს… სულ ძველი ქართული ანდაზა მახსენდება მაგათ მიტყეპვაზე და მიგდებაზე!

    • anna says:

      გიგოლი ხშირად იკითხე ეს ბლოგი და კიდევ უფრო მეტ ვულგარულობებს ნახავ❤

    • anna says:

      საჩხერეში ახლა ძალიან ცხელა, აი ძალიან ;დ მტერს არ ვუსურვებ ახლა იქ ყოფნას მარი :დ

      • agata says:

        სამაგიროდ აუზია❤ მდინარე❤❤
        სამივეს პოსტები ძალიან საყვარლობა იყო სერიოზული პიარი აქვს ნათიას სოფელს :))

  5. ადო says:

    გამაგრილა წაკითხულმა. მეც მინდა სიგრილე, წყალი და თქვენთან ერთად😦

  6. tamari says:

    რა არის რაებს აკეთებთ არ გეშინიათ მერე დაუპატიჟებელი სტუმრების ???? (მეც მინდააა ) :((

  7. gigoli says:

    ამონარიდი 1986 წლის გაზეთ კოლმერნედან: საჩხერის გამგეობაში შევიდა 500 ადამიანის ხელმოწერიანი განაცხადი სათაურით: მიხურეთ მაღაროს კარები. მსგავსი სათაურის წერილის შინაარსით “კურორტ საჩხერის” ვიმეორებ “კურორტ საჩხერის” მოსახლებოდა იუწყებოდა საჩხერეში გაფანტული შავი მტვერის გამო.

    მზად ვარ კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვე.😀

  8. snake says:

    თქვენ არ გეიხარეთ მაგ სიგრილეში უჩემოდ!.. და ვაბშეეე…ეხლა ვინც სიგრილეში ხართ, არავინ არ გეიხარეეეთ!! :შავიშური:😀

  9. Zurriuss.Ge says:

    ეგ არის ჩემთვის იდეალური გარემო: უკიდეგანო ბუნება + ჭუჭრუტანა მთელი დანარჩენი მსოფლიოსკენ. აუ, პროსტო, რა უნდა ინატრო ამაზე მეტი!!!
    საღოლ!
    სამივეს პოსტი წავიკითხე და ერთიმეორეზე უკეთესებია, ფოტოებიანად, რა თქმა უნდა :დ

    • anna says:

      ზურა დღეს გნატრობდით :შ ალუკარდმა სტვენა დაიწყო და ჩვენ, ნეტა ზურიუსი იყოს აქ და დავღვარეთ ცრემლები :დდ

      • Zurriuss.Ge says:

        მეჟდუნამიძევაჩკამი, მერამდენედ ვკითხულობ სამივე თქვენგანის პოსტებს, აღარ ვიცი :დდ

      • anna says:

        კიდე დაწერს ახლა ალუკარდი და ეცი :დ
        მერე მეც დავწერ და იკითხე❤

Comments are closed.