ცხელი ზაფხულის აღმოჩენა- boombully hostel

გუშინ ვფიქრობდი, რამდენი ფილმი მაქვს ნანახი ერთი შეხედვით ბანალური სიუჟეტით, სადაც წყვილი, მეგობრები , ან თუნდაც ვინმე ეული მოხეტიალე ჩადის სადღაც უცხო ადგილას, უფულოდ, ფაქტიურად ჯიბეგაფხეკილი და ეძებს ადგილს, სადაც შეძლებს მოსვენებას და ორიოდე ყლუპი ლუდის დალევას…

ასეთ სიტუციაში აღმოჩენა ყოველთვის მინდოდა: ერთი ზურგჩანთით და ცოტაოდენი ფულით სიამოვნებით წავიდოდი სადმე მარტო, მეგობრების გარეშე, მოვძებნიდი უბრალო ჰოსტელს, დავბინავდებოდი და ვიქნებოდი სრულიად ბედნიერი :

დაფიქრებულხართ რამდენი თავგადასავალი შეიძლება გადაგხდეთ იქ დაბინავებულებს? ახლავე გაიგებთ:

თავგადასავლები რომ გვერდზე გადავდოთ, ვის უყვარს ზედმეტი ფულის ხარჯვა? ყოველშემთხვევაში მე ნამდვილად მენანება ხოლმე არაფერში და აუტანელ დისკომფორტში გადაყრილი ფულები, არადა ჰოსტელში ხომ ყველაფერი ბევრად იაფი და კომფორტულია?

ფულის პრობლემა რადგან მოვაგვარეთ, ახლა შემიძლია დანარჩენ სიკეთეებსაც მივუბრუნდე : მაგალითად, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინტერნეტის წყარო, რომელიც მე პირადად ისე მჭირდება, მოდემს დავათრევ ნებისმიერ თბილისიდან მოშორებულ ადგილზე, ჰოსტელებში კი ყველაფერი რიგზეა, შეუზღუდავი ინტერნეტი 🙂

ჰო, ბევრი ბევრი უცხო ადამიანი და თანაც სად? პირდპირ შენს ოთახში, შენს რუმმეითად! ერთი შეხედვით დისკომფორტის მომტანი უცხო ხალხი ასეთი დასვენებისას სასიამოვნო თანამეინახეებად გადაიქცევიან ხოლმე, გაიხსენეთ ბავშვობაში , ლაშქრობებში , კარვებში გატარებული ხმაურიანი და ხალისიანი ღამეები..

თუ სიწყნარე და განმარტოება მოგესურვება , ყოველთვის შეგიძლია იშოვნო ასეთი ადგილიც, წყნარად მოკალათდე და დაისვენო, წრუპო ვისკი, ლუდი, წვენი, გაზიანი სასმელი ჰოსტელის ბარიდან;

ფლირტი, გართობა, სასიამოვნო ადამიანი გინდა? ამისათვის არ მოგიწევს ღამის კლუბებში და კაფეებში თვალის ცეცება- ჰოსტელის ბარში უამრავ საინტერესო ადამიანს აღმოაჩენ, განურჩევლად ეროვნების და სქესისა… არადა როგორ მიყვარს ფლირტი 🙂

აი ამ გარემოში წარმოვდგინე ერთ საღამოსაც თავი, როცა წინ სიცხეში მოწყენილად ჯდომის პერსპექტივა მეგულებოდა და მერამდენედ დავარეფრეშე ფეისბუქი და:

აი რამ შეიძლება აგიხდინოთ ოცნება, თუ თქვენც ჩემნაირი თავგადასავლების და გართობის მოყვარული ადამიანი ხართ: თქვენს წინაშეა პირველი ჰოსტელი საქართველოში, კერძოდ ბათუმში: იქ იმაზე ბევრად მეტია ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდი და რაზეც აქ, ჩვენთან ვერც კი ვიოცნებებდი! -ისღა დამრჩენია გავიმარჯვო სწორედ რომ ფეისბუქის ვოლზე ნაპოვნ კონკურსში და ავისრულო ჩემი სურვილები!

ხომ ხედავთ, თურმე მოწყენილობას და სიცხესაც მოაქვს ზოგჯერ სარგებლობა… მისურვეთ გამარჯვება და კარგი დასვენება , მეგობრებო 🙂

3 thoughts on “ცხელი ზაფხულის აღმოჩენა- boombully hostel

  1. iri ამბობს:

    მანდ ისე რა ფასებია ვერ მივხვდი :უსერ: საიტზე რაც უწერიათ, ეგ ერთი ოთახის ფასია, თუ ერთი კაცის გადასახდელი ^^

დისკუსია დახურულია.