უფრთხილდით ქალიშვილ ცოლებს

ჩემს რძალზე ადრეც მიწუწუნია ერთი-ორ პოსტში, მაგრამ გაკვრით და ალაგ-ალაგ, რას ვერჩი, რით ვარ უკმაყოფილო და საერთოდაც, როგორ აღმოვჩნდი ორ ცეცხლს შუა, ამაზე დაწვრილებით არასდროს მისაუბრია და მემგონი დროა, ნიღაბი ჩამოვგლიოჯო ელენეს და ყველამ გაიგოს ჯერ კიდევ როგორ ბნელა…

მოკლედ, ჩემმა უსახლკაროდ დარჩენილმა და წყალწაღებულმა ბიძაშვილმა, თბილისელ “ნაშებს” რომ ვერ გააწვდინა ფული, დაბალ საფეხურზე ჩაიწია და სოფელში ჩასახლდა, იქ მაინც რომ ეგრძნო თავი პრინცად და რამდენიმე თვე უკანასკნელი გროშებით კარგად გაერთო კიდევაც. ამასობაში უკვე მერამდენედ, მას სიყვარული ეწვია და შეუყვარდა სოფლელი პრინცესა და ტროას დამღუპველის და “დამაქცევარის” სეხნია, ელენე. როგორც სოფლად ჩვევიათ, რძლის ოჯახმა, აქაოდა მშვენიერი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავლის რა მოგახსენოთ, მაგრამ დოლარმრავალი ბიჭი ჩავიგდეთ ხელშიო, არც აციეს არც აცხელეს და სამიოდე კვირაში სასურველ სტუმრად აღიარეს თავიანთ სახლში ახლადჩამოსული “უცხოელი”

ამასობაში ელენე დათოს არ აძლევდა , დათოს კი ვნებები ეძალებოდა და ეძალებოდა, ჰოდა , ერთ-ერთი ქეიფისა და დროსტარების დროს, უფრო ზუსტად მომავალი მულის დაბადების დღიდან , ელენეს სიძის თანხმობით და თანხლებით, ჩემმა ძვირფასმა დეიდაშვილმა , ქალი წამოიყვანა!

ამ დროს თბილისში მე არაფრის აზრზე არ ვარ და სახლში, კომპიუტერთან, მშვიდად ვზივარ. ღამის 2 საათზე კარზე ზარია. ვაღებ შეშინებული, რადგან დათოს ხმა მეცნო და ვხედავ, როგორ შემოაცილა ეზოში ზემოთხსენებულმა სიძემ ახალგაბედნიერებული წყვილი და მომახარა, ცოლ-ქმრად ვაცხადებო. დათომ წამიერად სიმთვრალეს სძლია და უჩუმრად თვალის ჩაკვრა მოახერხა, რაც იმას ნიშნავდა რომ ხმა მინიმუმ მანამ არ უნდა ამომეღო და ინტრიგნული კითხვები არ უნდა დამესვა, სანამ გაბედნიერებული ვაჟბატონი არ გამოფხიზლდებოდა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ ღამით მშვენიერმა ელენემ ქალიშვილობა ქმარს ჩააბარა და დილით ბედნიერმა და უკვე ხალათში გახვეულმა, სამზარეულოში შერგო თავი, ანუ როგორც იქნა დათოს კისრიდან მოწყდა და ცოტა ხნით შანსი მომეცა დათოს მარტო დავლაპარაკებოდი :

-შენ ნუ ნერვიულობ, ერთი ორი თვე მაცადე, მერე ვეტყვი რომ სახლი აღარ მაქვს; – მიპასუხა.

-მერე რას აპირებ? – ეგ მე ვიცი- ისეთი თავდაჯერებული ტონით ამბობდა, ლამის მეც ვირწმუნე, ალბათ მილიონებს მალავს ეს ბიჭი და სადმე ვილა შეისყიდა, რომელსაც ცოტა ხელის შევლება სჭირდება, რემონტს მორჩებიან და გადავლენ-მეთქი, ჰოდა ხელი ჩავიქნიე, რა ვიცოდი მე უბედურმა, როგორ იყრებოდა ჩემს თავზე საავდრო ღრუბლები…

ელენემ ყველას დაურეკა და ამცნო რომ მის განუმეორებელ ქმარს იიიმხელა სახლი აქვს, ჯერ დალაგებას ვერ მორჩა და რა უყოს ამდენ ოთახს აღარ იცის… პარალელურად რჩევებს იღებდა სად როგორ გაეტიხრა და რომელ ოთახში რა ფერის “შპალერი” გაეკრა , მე კიდევ პირველად აღმოვაჩინე , რა ბოღმა ვყოფილვარ და ჩემთვის, ჩუმად და მოთმინებით ველოდი მომენტს, როდის გაირკვეოდა ყველაფერი და ელენე გაიგებდა რომ სახლი კიარა, მის ქმარს ორი გროში აღარ გააჩნია.

ამასობაში თაფლობისთვე გავიდა და ორივე საჩხერეში დაბრუნდა, ცოლის ოჯახის მოსანახულებლად, სადაც კარგა ხანს დარჩნენ და ცოტა ამოვისუნთქე, მეგონა თავიდან მოვიშორე. მერე მეც ჩასული ვიყავი და მივედი ბედნიერი წყვილის სანახვად. დათო საშინელ ხასიათზე დამხვდა და მივხვდი რაღაც ხდებოდა. ელენე როგორღაც ისევ მოვაშთეთ ოთახიდან და ვაჟბატონი მეუბნება, მიშველეთ, აღარ მიყვარს, რა ვქნა და როგორ მოვიშორო აღარ ვიციო…  აღმოჩნდა რომ იმ დილითვე, როცა ერთ საწოლში თვალი გაახილეს, სანუკვარ ცოლზე გული ერეოდა და ფეხებზე ეკიდა, რაც მთავარია ხომ მოსტყნა და გაბედნიერდა ?   ეს ყველაფერი დიდად არ გამკვირვებია და არც ელენე შემცოდებია, უბრალოდ მივხვდი რომ მეც, დათოც დედაჩემიც და საერთოდ ყველა, ძალიან დიდ გასაჭირში ჩავცვივდით: უმალ სიზიფეს ლოდს გაუმკლავდება კაცი, ვიდრე სოფლელ ქალს, რომელმაც ქალიშვილობა შენ მოგაბარა და “შენს იქით გზა აღარ აქვს”.

ასეც მოხდა: უამრავ დრამას და ტანჯვა ვაებას გამოვტოვებ , ბოლო, მე8 თვიდან შევუდგები მემატიანობას ისევ:

ელენემ იცის რომ დათო არარაობა და არაფრისმქონეა, არ გააჩნია აღარაფერი, მანქანის გარდა, მაგრამ მაინც “უყვარს”

ელენემ იცის რომ დათოს არ უყვარს, ფეხებზე კიდია და ერთი სული აქვს როდის მოიშორებს, მაგრამ მაინც “უყვარს”

ელენე ყოველდღე ითმენს ლანძღვა-გინებას, დამცირებას, გამეორებას რომ ეზიზღებათ, მაგრამ მაინც “უყვარს”

ელენე ითმენს ქმრისგან ზურგშექცევით წოლას და თვეების მანძილზე უსექსობას, იმიტომ რომ “უყვარს”

უყვარს მხოლოდ იმიტომ რომ გონებაში ღრმად აქვს ჩაბეჭდილი: ქალი ერთხელ უნდა გათხოვდეს და ოჯახის ტვირთი ბოლომდე ზიდოს! ამასაც იმედი აქვს რომ ეს ყეყეჩი ბიჭი ჭკუას ისწავლის და თავიდან შეუყვარდება ცოლი.

სულ რამდენიმე დღე დარჩათ და ორივემ უნდა დატოვოს სახლი და ეშმაკმა უწყის სად წავიდნენ. სიმართლე გითხრათ, არც ერთის ბედი არ მადარდებს და მიხარია რომ აქედან მოშორდებიან და მეც მშვიდად ვიცხოვრებ და არასდროს აღარ დავიწუწუნებ, რომ მარტო ყოფნა მოსაბეზრებელია.  დღეებს ითვლიან და დღეებს ვითვლი, მაგრამ უკვე აუტანელია ეს ბოლო დღეებიც და ელენეს პანიკების მოსმენა მიწევს ყოველ წამში: რომ ის სულ მარტოა, ვინღა შეხედავს, ყველა ბოზად შერაცხავს, ბინას ვერ იქირავებს იმიტომ რომ უქმრო ქალებს ცუდად უყურებენ, საჩხერეშიც ვერ დაბრუნდება იმიტომ რომ ყველა გარიყავს და მეზობელიც კი აღარ შევა მასთან სახლში, რომ დათომ პასუხი უნდა აგოს იმაზე რაც ქნა, ქალიშვილი გოგო გააუბედურეს, აქამდე პატიოსნად უცხოვრია და ახლა რა დააშავა და ბლა ბლა!

ამ დროს მინდა ხოლმე ვკითხო, რატომ გამოეკიდა ქალიშვილი და ესოდენ ჭკვიანი გოგო გალეშილ კაცს და ჩაუგორდა ლოგინში გაცნობიდან ორი თვის თავზე? პასუხი ერთია: დახამდა არარსებულ ფულს და ქონებას. რა თქმა უნდა მანამდე თვალით უნახავ და საოცნებო *ლესაც და ასე აღმოჩნდა მეოცნებე და ხარბი გოგონა ყელამდე ნაგავში.

ჰო, ჰო, სულ არ მეცოდება: ერთი სული მაქვს დავრჩე მარტო, ვიცხოვრო ჩემთვის და აღარასდროს ღამის ორ საათზე კარი აღარ გავაღო🙂

49 thoughts on “უფრთხილდით ქალიშვილ ცოლებს

    • anna says:

      კი სრულიად რეალური, არაფერი დამიმატებია, რამე თუ არ გამოვტოვე კიდე ….

  1. Taa says:

    რამდენი კრეტინი ამძიმებს დედამიწას – მაპატიე მაგრამ შენი დეიდაშვილის ჩათვლით
    და რამდენი დაობებული ქალიშვილი დარბის და ეგრე დურაკულად ვითომ თხოვდება

    • anna says:

      ჩემი დეიდაშვილის კრეტინობა აღიარებული ფაქტია თაა :შ

    • MrsMarch says:

      მართლაც დაობებული ქალიშვილები:( რატომ უნდა გეცოდებოდეს? ზიზღის ღირსია და იმისა არა.😐 მდა… “მაინც უყვარს” : ))) ანნა კარგი იყო))) მომეწონა პოსტი

  2. Jessie says:

    ხამობა არ ასწორებს ….. მასეთებიც ყოფილან კიდე.. მეცოდება გოგო..აგრამ არა ისე აი რა ცოდოა და ეშველება. ცუდ პონტში მეცოდება….. არაფერი უნახავს ცხოვრებაში და ვერც ნახავს მგონი… დაენგრა ცხოვრება მაგრამ ნამდივლად მისი უჭკუობის ბრალია..და მასე თუ გაზარდეს მისი მშობლები სად იყურებდნენ….. ეჰ….. მაინცარფერი გვეშველება🙂

    • anna says:

      არ ვიცი რა ეშველება, ან რას იზამს, ორიოდე კვირა დარჩა და მერე მართლა რა მოხდება არმოდგენა არ მაქვს, მაგრამ იმ პონტში რომ უი საწყალი, რა დაემართა, აღარ მეცოდება იმდენად დებილი და იდიოტია :@

  3. LuX says:

    დარწმუნებული ვარ, ყოველდღე ხდება ეგეთები, N რაოდენობით.

  4. vekoo says:

    იდიოტები.

    ქალი თუ უნდოდა ქალის მეტი რა იყო და ის გოგო კიდე მეცოდება. მასეთებს საერთოდ გათხოვებაზე მეტად არაფერი უნდათ და გათხოვებაც მათთვის პირდაპირკავშირშია სლესთან😀

    ხოდა, ორივემ მიიღო რაც უნდოდა, მაგრამ ბოლოა ცუდი😦

    ვაფშემ, რა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური იცი? შენ დეიდაშვილს ვინმე ისეთი ენახა, ვინც “პირველივე ღამის” მერე ბეჭედს არ მოთხოვდა და ეს ელენეც იპოვიდა ბოლოს ვინმე ღიპიან სოფლელ ბიძას და კვირაში 1-2ჯერ კაცის სანუკვარ ატრიბუტსაც გამოკრავდა პირს😀
    ეხლა კი მარტო იმიტომ, რომ კაცმა არაფერი არ გათვალა, ზღოს დანაშაული😀

  5. salolas says:

    აუ, ანა ვეკო ვარ და ეს კომენტარი შეცვალე რა ჩემზე სახელი, მეილი და ბლოგის მისამართი😛 :*

  6. dreamar says:

    ჩემი დაქალი განქორწინდა თავის ქმართან და მას მერე მის ტელეფონზე ზარები და სმს-ები არ წყდება სექსის შეთავაზებებით :დ სამწუხაროდ განათხოვარ ქალს მართლა უარყოფითად აღიქვამს საზოგადოება. მითუმეტეს საჩხერეში ამის მერე ნამდვილად გაუჭირდება შენს რძალს ყოფნა:/

  7. komisia says:

    არ მევასება პირადი ისტორიების კითხვა, მარა ეს პოსტი გამონაკლისი აღმოჩნდა :დ

  8. Mari says:

    ეგ ელენე მგონი მოგზავნილია ვიღაცა😀😀 ან მაზოხისტია ან კიდევ თავის მშობლების სახლში აქვს ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, რომ ისევ ურჩევნია დათომ გაამწაროს.

  9. netochka3 says:

    -იცი,როგორი პოსტია?-წაიკითხავ და უსიამოვნო გრძნობა გაგყვება,რას ერჩოდა შენი “ბიძაშვილი” თუ “დეიდაშვილი” ელენეს?-თუ მაინც და მაინც “სექსი”უნდოდა ვფიქრობ არ გაუჭირდებოდა …რატომ ჩადგა იმ გოგოს ცოდვაში?-მართალია თვითონ ელენეც და მისი მშობლებიც ძალიან სულელურად მოიქცნენ,მაგრამ ეს არ ამართლებს იმ დანაშაულს რაც დათომ ჩაიდინა…მხოლოდ ეს ისეთი ცოდვაა,რაც არ ეპატიება…(ბევრს აღარ გავაგრძელებ,ძალიან შემებრალა ის “სულელი” გოგო)

    • anina says:

      ცოდვაში ჩადგა რა გამონათქვამია? მართლა გჯერათ, რომ ქალიშვილობის დაკარგვის მერე ცხოვრება მთავრდება? :დ

  10. The Bad Guy says:

    ძალიან საინტერესოა შენ რომ საჩხერეში დაბადებულიყავი და იქვე გაზრდილიყავი როგორი შეხედულებები გექნებოდა ქალის და კაცის ურთიერთობებზე. ან რატომ ხარ ასე დარწმუნებული რომ ქონებას დახარბდა ?🙂 არ ვიცი პირველი შთაბეჭდილება რაც დამრჩა ისაა რომ რბილად რომ ვთქვათ შენი ბიძაშვილი ძალიან უპასუხისმგებლო ეგოისტი პიროვნებაა და ეგ გოგო კი გარემოების სულელი მსხვერპლია. ხო რა რაც არასდროს არავის უსწავლებია იმას ვერ ისწავლიდა თავისით, როცა ყველა მის გარშემო ეგრე ცხოვრობს მშობლების ჩათვლით როგორ ფიქრობ ადვილია მიხვდეს რომ ცხოვრების ეს წესი არასწორია ? რავიცი.

    • anna says:

      ზუსტადაც საჩხერეში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ სრულიად განსხვავებული და საღი აზროვნება მაქვს და იქ ცხოვრებას და სხვების იდიოტურ აზროვნებას ჩემს ჩამოყალიბებაში ხელი არ შეუშლია :)))))))))))))))))

  11. netochka3 says:

    “ცოდვაში ჩადგა რა გამონათქვამია? მართლა გჯერათ, რომ ქალიშვილობის დაკარგვის მერე ცხოვრება მთავრდება?(anina)”-თქვენ,როგორ ფიქრობთ,რაც ელენეს დაემართა,იქონიებს თუ არა გავლენას მის შემდგომ ცხოვრებაზე,შესძლებს ტკივილზე გამარჯვებას?-ყველაფერი ინდივიდულურიაა,ზოგისთვის ქალიშვილობა კი არა ადამიანობის დაკარგვაც არაფერს ნიშნავს…
    (anna)
    იქ ცხოვრებას და სხვების იდიოტურ აზროვნებას ჩემს ჩამოყალიბებაში ხელი არ შეუშლია🙂 ))))))))))))))))-რადგანაც განსხვავებული აზრი გაქვთ,ეს იმას არ ნიშნავს,რომ ისინი იდიოტები არიან!

    • anna says:

      netochka3- ზუსტად მაგას ნიშნავს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი სად გავიზარდე და რა ტიპის ხალხთან მქონდა ურთიერთობა, ამიტომ ჩემი განსხვავებული აზრის ქონა სწორედაც რომ მათ იდიოტობას და გონებაშეზღუდულობას ნიშნავს . რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ თბილისში დაბადებულები ბრწყინავენ, მაგრამ პროცენტულად დაუნიზმის ზემოთაღწერილი სინდრომი პროვინციებში მეტია, თანაც ბევრად🙂

  12. ლაშა says:

    ცოტა სიმართლე ურევია ანა მარა მაინც ცოდოა ის გოგო :დ :დ :დ :დ :
    მარა ის გოგოც ცოტა უჭკუა რა თუ ხვდებოდა რო ეკიდა ფეხზე რაღას უგორდებოდა ???!!! ხამი ეგ :დ

  13. ani says:

    ესეთი კრეტინიზმი ჯერ არ წამიკითხავს. ჯერ ერთი რამდენადაც სულელი არ უნდა ყოფილიყო ის ელენე, შენ არ გაქვს უფლება ვინმეზე ესე ცინიკურად ილაპარაკო , მითუმეტეს შენი ბიძაშვილისვე ბრალია მისი ოჯახის დანგრევა🙂 და საერთოდაც ყველამ თქვენ ცხოვრებას მიხედეთრა🙂 შენ რა იცი წინ ცხოვრებაში რა გელის , ღმერთმა დაგიფაროს და იქნებ შენ შეცდე ერთხელ იქნებ შენც დაახლოებით მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდე🙂 გულწრფელად იდიოტური სტატიაა

    • Sabazius says:

      სტატია კი არაა იდიოტური, ქვეყანაა იდიოტური და ამ ქვეყნის მოსახლეობის 95%. ერთერთი ქვეყანაა იმ მცირეთაგან, სადაც ადამიანის აზროვნება ევოლუციის ჯერ კიდევ საწყის საფეხურებზე დგას. ეს სტატია კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას.

      • ani says:

        ქვეყანაა იდიოტური /? ხო არ დაგავიწყდა რო შენც ამ ქვეყნის შვილი ხარ … ეს საქართველოა და ვერსად გაექცევი რაღაც წესებს და ტრადიციებს , ევოლუცია საბოლოოოდ განიცადა ევროპამ როცა ესე გაირყვნა და სულ გადაჯიშებული ხალხი ცხოვრობს? მე არ ვამართლებ იმ ფაქტს რომ საქალწულე აბკს შეიძლებაშეწირო მთელი შენი მომავალი რა თქმა უნდა ,მაგრამ ესეთი ცინიკური პოსტები თუნდაც ვიღაცის უგუნურებით გამოწვეულ უბედურებაზე კრეტინიზმია.. შენ ვინ ხარ ვიღაცის ქცევას რო აკრიტიკებ და მიწასთან ასწორებ , ყველამ თავის ერთ ადგილს და ცხოვრებას უნდა მიხედოს .

      • anna says:

        აე ფშიუ, შვილოო :))) მოდი ბლოგების დანიშნულებას და სპეციფიკას გაეცანი ჯერ და მერე მიკითხე მორალი, შენ ვინ ხარ ჩემს კრიტიკას რომ ბედავ ?:დ დაახვიე ჩემი ბლოგიდან თუ ასე არ მოგწონს და ერთ ადგილს მიხედე🙂

  14. დათო says:

    პასუხი, თუ რატომ არ არის არც ერთი და განსაკუთრებით ზრდასრული, სრულწლოვანი ადამიანი შესაცოდი არის აქ: ?ამ დროს მინდა ხოლმე ვკითხო, რატომ გამოეკიდა ქალიშვილი და ესოდენ ჭკვიანი გოგო გალეშილ კაცს და ჩაუგორდა ლოგინში გაცნობიდან ორი თვის თავზე? პასუხი ერთია: დახამდა არარსებულ ფულს და ქონებას. რა თქმა უნდა მანამდე თვალით უნახავ და საოცნებო *ლესაც და ასე აღმოჩნდა მეოცნებე და ხარბი გოგონა ყელამდე ნაგავში.”

    • anna says:

      ჰო, განსაკუთრებით ჩამოთვლილთაგან ახალგაზრდად ყოფნაზე ვოცნებობ ეკა :)))

  15. ekusia says:

    arasode ilaparako sxvis warsulze imito ro shen ar ici ra gelis momavalshi ase ro elenes bevrii dacinviit rames ar gamokra xeliii:))))

  16. ia chkhaidze says:

    ანა , გენაცვალე, შენთვის არც ქალიშვილობის დაკარგვა იქნება ტრაგედია და არც ქმრის, წახვალ და მეორეს ან თუნდაც მესამეს მონახავ, მაგრამ ყველა ადამიანი ხომ მასე არ არის? შენმა უპასუხისმგებლო და გადაგვარებულმა დეიდაშვილმა მართლაც გააუბედურა ის გოგო თავისი ქცევით.ეტყობა გარყვნილი ბიჭია,გაასულელა სოფლელი გოგო,. ერთს კი არა 10 ცოლს გამოიცვლის და თუ გაუჭირდა , სხვა რაღაცეებზეც არ იტყვის ასეთები უარს.სამწუხარო ის არის , რომ შენ და შენი დეიდაშვილი ძალიან პრიმიტიულად უდგებით დაქორწინება-განქორწინების საქმეს., ოჯახის შექმნა სერიოზული საკითხია,თუმცა თქვენნაირები ადვილად მოერგებით დღევანდელ ცხოვრებას.სანამ სხვას გალანძღავ, დაუკვირდი, რომ განსხვავებული აზრის ბევრნი ვართ.

    • anna says:

      ია გენაცვალე, ჯერ ერთი, ოჯახის შექმნა მართლა ძალიან საპასუხისმგებლოა და ფეხები ასე სწრაფად არ უნდა გადაუშალო დამპალ და გათახსირებულ კაცებს, როცა უმანკო და პატიოსანი გოგო ხარ და არა ჩემნაირი , მერე მეორეც , ქალიშვილობის დაკარგვა ტრაგედია თუ იყო არ ვიცოდი, მადლოობ რომ განმანათლე🙂
      ჰო, მესამეც, დაუკვირდი სანამ სხვას გალანძღავ, ჩვენნაირებიც ბევრნი არიან🙂

  17. geoskeptic says:

    ქალიშვილობა არის დაბადებიდან გამოყოლილი დეფექტი, რომელიც ყოველმა სრულწლოვანმა ადამიანმა უნდა მოიშოროს რაც შეიძლება მალე! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დეფექტი სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდება ადრე თუ გვიან!

    პ.ს.: ზოგჯერ მიხარია ხოლმე რომ საქართველოში არ ვცხოვრობ და იმ საზოგადოებას არ ვუყურებ ყოველ დღე, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი და რომელსაც “ჩიპების” ეშინია და აპკებს და მამაოებს სცემს თაყვანს. საღად მოაზროვნე უმცირესობავ – მიყვარხარ და გაძლებას გისურვებ!!! : )

    • dreamar says:

      ელენეზე მეტად მისი ქმარია გასაკიცხი: რაც არ უნდა არასაღად აზროვნებდეს, ამაზე ბევრად უფრო პროვინციული ქცევააა ოჯახის შექმნა მხოლოდ სექსის მიზნით. მითუმეტეს ელენეს საქციელს, გარდა საკუთარი თავისა, არავისთვის ვნება არ მიუყენებია. პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, უმეტესობა ამ გოგოს რომ დასცინით და სიტყვას არ ამბობთ, რა ყლეურად მოიქცა მისი ქმარი.

      • geoskeptic says:

        ორივეს ქცევა ქართული საზოგადოების მენტალიტეტის ბუნებრივი შედეგია.
        ბიჭებს არ უნდათ არაქალიშვილი გოგოები ცოლად, გოგოებს ეშინიათ ქალიშვილობის დაკარგვა იმიტომ რომ ზემოთხსენებული მიზეზის გამო ვერ გათხოვდებიან და იკვრება წრე.
        ჩემი აზრით გოგოები რომ ელოდონ როდის შეიცვლება ბიჭების მენტალიტეტი ძალიან დიდი ხანი მოუწევთ ცდა. გამოსავალი ჩემი აზრით არის გოგოების მხრიდან მამაკაცების აზიატური მენტალიტეტის ფეხებზე დაკიდება და იმის კეთება რაც სწორია😉 სხვა ალტერნატივა რომ აღარ იქნება მიხვდებიან რომ სხვა გზა არ აქვთ და 20 წლის არაქალიშვილი აღარ იქნება ანომალია…

        ამის მისაღწევად კი სამი რამ არის საჭირო:
        1. განათლება
        2. ფინანსური დამოუკიდებლობა მშობლებისგან და მამაკაცისგან
        3. ცოტა გამბედაობა და პრინციპულობა!

  18. anna says:

    მის ქმარს 20 წელია ვუყურებ და ნაცნობი ყლეა უკვე, ელენეს იმიტომ ვკიცხავ რომ ჯერ შეუჩვეველი ვარ და არ მომბეზრებია მისი გაკიცხვა :))

Comments are closed.