კარგი და ცუდი ამბავი

ორი ამბავი მაქვს : კარგი და ცუდი.

მოდი ცუდით დავიწყებ , თუმცა უჩემოდაც კარგად იცოდით რომ ჰარი პოტერი დამთავრდა და როგორც ალუკარდი იტყოდა, ბოლოჯერ გადარჩა… თავისთავად კარგია რომ გადარჩა, მაგრამ ჯერ ვერ შევეგუე იმ ფაქტს რომ პოტერიადა დამთავრდა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გეტყვით, რომ ვიყავი ფილმზე და ვნახე ქართულად გახმოვანებული ჰარი პოტერი.  არ მიყვარს ეს ფილმები და მომკალი, მით უმეტეს გენიალურად დაწერილი წიგნის დამახინჯებული და დაჯიჯგნილი შინაარსებზე აგებული , მაგრამ წიგნის ხათრით მაინც ვუყურე, ფიციც დავარღვიე , რომელიც სირაქლემას პოზაში პოტერიადის გამოგლოვებას გულისხმობდა და აცრემლებულმა გავაცილე ჰარი გაღმა 🙂

ეს იყო ცუდი ამბავი, გადავიდეთ კარგზე:

მე შეყვარებული ვარ და აბა თუ გამოიცნობთ ვისზე? თავად ჰარი პოტერზე! უფრო სწორად რედკლიფზე.  მე მესმის რომ ის ჩემი ღირსი არ არის, დაბალი და არცთუ ისე სიმპათიური მამაძაღლია, მაგრამ სიყვარულის წინაშე ყველა უძლურია , ასე რომ რჩევა-დარიგებებს აზრი არ აქვს,  მე ის მიყვარს!

არა, მართლა არ ვხუმრობ, დიდი-დიდი ვაზვიადებდე და მეც მიკვირს : რა დავინახე ბიჭში, რომელიც აქამდე ნერვებს მიშლიდა თავის ფიზიონომიიდ და ჰარის პერსონის შემბღალველად და წამბილწველად მყავდა შერაცხული 😐

დღეს აღმოვაჩინე რომ ჰარი-დენიელს ვაჟკცური ცხვირი, ლამაზი თვალები, საყვარლად გაბურძგნული წარბები და უშნო, მაგრამ სექსუალური ტანი აქვს, თან თეთრი კანი და გემრიელი ხორცები …

აი ასეთია ჩემი შეყვარებულის ფიზიკური მონაცემები, მეკი წავედი, რატომღაც მომშივდა:)

10 thoughts on “კარგი და ცუდი ამბავი

  1. სოფო ამბობს:

    ჰოდა რედკლიფზე ამბობენ გეიაო 🙂 ყოველდღე მხვდება სერჩ თერმები ამ თემასთან დაკავშირებით 🙂

  2. catherinemolko ამბობს:

    ეგ ბიჭი ბავშვოვიდან მევასებოდა :დდ ამ ახლა ახალ პოსტს მეც დავწერ სიყვარულებზე :დ

დისკუსია დახურულია.