შვილო პატრონი არ გყავს? ნაწილი პირველი

როცა სასურველ გარემოს შეიქმნი ირგვლივ, თვალებს მაგრად დახუჭავ და ყურს დაიყრუებ, რა თქმა უნდა, იფიქრებ რომ ქვეყნის მასშტაბითაა ყველაფერი რიგზე და აღარ ბნელა. საკმარისია თვალები გაახილო და ირგვლივ მიმოიხედო, სასოწარკვეთა შეგიპყრობს.

მოგესალმებით, ერთ-ერთი სასოწარკვეთილთაგანი.

ჩემი ამბავი ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე რომ ჩემს ირგვლივ უამრავი დაბდური და განუვითარებელი სუფევდა და ხელი ჩავიქნიე მათთან ურთიერთობაზე, შესაბამისად დღესდღეობით ბავშვობის მეგობარი არ მყავს. სკოლის ასაკში, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და ჩემს გულჩათხრობილობასაც მოეღო ბოლო ორიოდე თანამოაზრის გამოჩენით, თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი ადამიანი განვითარებას წყვეტს, ამიტომ მეგობრის ყოლას ისევ მარტოდმარტო ყოფნა და გაზრდა ვამჯობინე და ასე მოვედი 18 წლამდე.

უნივერსიტეტშიც გამოჩნდა ორიოდე ნათელი წერტილი, ერთ სკამზე სხდომის თუ ერთ ჯგუფში ყოფნის წყალობით, რამდენიმე თვით კვლავ შევიძინე მეგობრები. უფრო იმიტომ რომ იმ გარემოში, სადაც ყველაზე ხშირად გიწევს ყოფნა, აუცილებლად გჭირდება მხარდამჭერი.. ადამიანები ან ადამიანი , შეარისთვის. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს კამათისას არ აღმოვაჩინე, რომ თურმე ერთ-ერთი მათგანისთვის კაფეში მარტო მსხდომი გოგონები მეძავებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ… მეორე მეგობრის სახით ჯერ კიდევ ღვიოდა იმედის ნაპერწკალი და ამჯერად მხოლოდ ნახევრად ჩავიქნიე ხელი და რამდენიმე თვით გავწელე ჩვენი მეგობრობის დიადი ცერემონიალი.

ამასობაში, ჩემს თავს ისეთი რაღაცები ხდებოდა, ვგრძნობდი, გაზიარების შემთხვევაში მეგობრებს კიარა, მტრებს აღმოვაჩენდი ჩემს ირგვლივ და ვჩუმდებოდი, თანაც ვხვდებოდი მე ისინი უკვე არაფერში აღარ გამომადგებოდნენ. მე მჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც არ შეიცხადებდნენ ელემენტარულ ფაქტს : როგორ ვაკოცე შეყვარებულს და როგორ ჩამოვეკიდე გეი მეგობარს კისერზე: მოკლედ ამ უკანასკნელმა მოვლენამ განაპირობა ჩვენი განშორება და ფეხებზე დავიკიდე ორივე.

ერთ ჯგუფში ყოფნა და მათგან გამოცალკევება არც ისე სასიამოვნო ფაქტი იყო, მით უმეტეს, დანარჩენი ჯგუფელები აზროვნების თუ ვერაზროვნების კოეფიციენტით არ ჩამოუვარდებოდნენ მათ, ამიტომ გადავწყვიტე თავისთვის კიდევ ერთხელ მეშველა და იმ გარემოში აღმოვჩენილიყავი, რის შესახებაც თავიდან ვსაუბრობდი.

საერთოდაც, ადამიანები სულ წყალწაღებულები არ არიან, თუ კარგად მოათვალიერებ , ნებისმიერ სიბნელით სავსე კუთხეში აღმოაჩენ ვინმე ისეთს, ვისაც მოეჭიდები და თავს ერთადერთ გადარეულად აღარ იგრძნობ და მეც არ გამჭირვებია თანამოაზრეების პოვნა, მაგრამ იმდენად გაიზარდა მათი რიცხვი და იმდენად მოვწყდი  ძველ ნაცნობებს , რომ ზოგჯერ მგონია, ყველაფერი თუ არა, რაღაც მაინც გამოსწორდა მათშიც.

ნურას უკაცრავად: ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე მეგონა:

გაგრძელება იქნება…

4 thoughts on “შვილო პატრონი არ გყავს? ნაწილი პირველი

  1. knuti says:

    ა, მაშინ გადაწვიტე ბლოგერები გაცნობა? :დ
    ნათიასთვი მიწერა და მერე ცემი გაცნობაც, ხო? :დ

  2. lina says:

    “ადამიანები სულ წყალწაღებულები არ არიან, თუ კარგად მოათვალიერებ , ნებისმიერ სიბნელით სავსე კუთხეში აღმოაჩენ ვინმე ისეთს, ვისაც მოეჭიდები და თავს ერთადერთ გადარეულად აღარ იგრძნობ და მეც არ გამჭირვებია თანამოაზრეების პოვნა” გეთანხმები სრულიად.თუმცა,რომ გავიხსენებ სკოლას,ინსტიტუტს,ძირიათადად გონებადახშული,ჰომოფობი,ბოღმიანი და”გოგო,რომ კაფეში დაჯდება,ის მეძავია”ტიპის ხალხი ტრიალებდა ჩემს ირგვლივ,ეგ ძალიან მთრგუნავდა და ოველთვის მინდოდა რაგაც შემეცვალა.

Comments are closed.