მკერდი, თხილი და სექსი

დღეს კიდევ ერთკვირიანი განტვირთვა მოვიწყვე და სოფელში ჩამოვედი . აქ გრილა და ნაკლები კოღო ნთქავს ჩემს სისხლს, ასე რომ ერთი კვირით შევეფარები და ბოლოს ისევ რაღაც საქმეს მოვიმიზეზებ და წამოვალ, რომ ჩემი დასვენება და ნეტარება მოწყენილობაში არ გადაიზარდოს.

ბოლოსდაბოლოს ჩემი საყვარელი თხილი შემწიფებული და გაგემრიელებული დამხვდა და დახუნძლული ბუჩქები რომ დავინახე, ჩანთები დავყარე და საჭმელად გავიქეცი. ბავშვობაში უზომოდ მიყვარდა თხილი და ყოველთვის მიშლიდნენ ჭამას : ალერგია, ალერგია, ალერგია! მოკლედ, ველოდებოდი როდის გავიზრდებოდი, როდის მექნებოდა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება და როდის შევჭამდი უზომოდ ბევრ თხილს ყოველგვარი აკრძალვების გარეშე:

დღეს, როცა გულაფართხალებულმა ჩავირბინე კიბეები და პირველი თხილი დავაგემოვნე, მივხვდი, ამ თხილს ის გემო აღარ ქონდა, რაც ჩემს ბავშვობაში: აკრძალული ხილის…

მერე გამახსენდა კიდევ ერთი : თხილის ჭამაზე არანაკლებ მიყვარდა ცივ იატაკზე და მიწაზე ჯდომა და დღემდე მახსოვს, რა სიმწრით ვტიროდი, როცა სადმე მიწაზე გართხმულს და საგულდაგულოდ დამალულს დედაჩემი ამაგლეჯდა ხოლმე და საწოლზე მიმიჩენდა ადგილს. მაშინაც, გავიფიქრებდი ხოლმე, ეჰ ნეტავ მალე გავიზარდო და როგორც მინდა ისე დავჯდე-მეთქი … გავიზარდე და რბილ სკამზე გემრიელად მოკალათებას არაფერი მირჩევნია, იშვიათადღა თუ გამიწევს გული ბალახზე კოტრიალისკენ, ისიც მაშინ, თუ სხვა მოსასვენებელი ადგილი არსადაა .

კიდევ უამრავი რაღაც მომაგონდა: მკერდი მინდოდა გამზრდოდა ძალიან… დედაჩემის ლიფი მეცვა ხოლმე და მოუთმენლად ველოდი როდის შევავსებდი ლიფს დედასავით. გამეზარდა და საშინლად არ მომწონს ჩემი მკერდი🙂

სექსის დროსაც ასეა : იოცნებებ, ათას ვნებიან სურათს დახატავ შენს წარმოსახვაში, წარმოიდგენ პირველ კოცნას, პირველ შეხებას, მუცელში პეპლებს და დიდი შანსია ვიღაცის უგემური და სველი ტუჩები შეგრჩეს ვნებიანი ამბორის სანაცვლოდ …

ჰო, ჩემი თხილები მაინც გემრიელი იყო, თანაც ბალახზე ფეხმორთხმული გეახელით .

5 thoughts on “მკერდი, თხილი და სექსი

  1. Mari says:

    აი, ამ წუთას ვიწექი იატაკზე. ისეთი გრილი იყო… მერე დამინახა დედაჩემმა და მოვიმიზეზე, საყურე დამივარდა და ვეძებ-მეთქი.
    მომინდა ახლა ბალახზე გაწოლა… ოღონდ კალიები არ შემაღოღდნენ..

  2. unaamarga says:

    ჰო, კაკ რაზ ეგეთი იყო ჩემი პირველი კოცნა, Once upon a time – სველი და საერთოდ არავნებიანი!🙂

  3. Giorgi says:

    მკერდი, თხილი და სექსი

    სამივე ძძალიან მიყვარს..😀

    ისე მკერდს რაც შეეხება, მართლა საზიზღარია ძალიან დიდი😀

  4. Taa says:

    ბავშვობა, თხილები და ყანებში გადაპარვა ახალდამწიფებული სიმინდების მოსაპარად
    რა მაგარიააააა

Comments are closed.