ტუტორიალი: როგორ დავიცვათ ურთიერთობა მოწყენილობისგან

გუშინ მე და ჩემი მეგობარი რილეიშენშიფებზე და მათ ავკარგიანობაზე ვლაპარაკობდით. მითხრა რომ რამდენიმე ხნის წინ დაასრულა ხანგრძლივი ურთიერთობა და დაისვენა. როცა ვკითხე, რისგან დაისვენე, ჩხუბისგან? მიპასუხა-მომაბეზრებელი ერთფეროვნებისგან.

რაღაცები გამოვკითხე და მივხვდი- მის ადგილზე მსგავსი ურთიერთობისგან თავს არც კი შევიწუხებდი, არათუ დავიღლებოდი. ადამიანებს ჩვენ თვითონ მიგვყავს ყველაფერი მონოტონურობისა და ერთფეროვნებისკენ. წარმოიდგინეთ, გყავთ შეყვარებული, ბოიფრენდი, გერფლრენდი, რაც გინდათ ის დაარქვით: ხვდებით მას კვირაში რამდენჯერმე, მერე ყოველდღე . თავიდან ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ამაღელვებელი, ვფიქრობთ რა კარგია მასთან გატარებული ყოველი საღამო და სახლში ცეკვა-ცეკვით ვბრუნდებით.

რამდენიმე ხანში, აღარ ვიცით რა მოვიმიზეზოთ, საღამოს ჩასაგდებად და უკვე მოვალეობად ქცეული ყოველდღიური შეხვედრის თავიდან ასაცილებლად : ძალიან კარგი თუ ამ დროს რამე საქმე გამოგვიჩნდება, სასურველია ყოველდღიური, რაც ცოტა შეამცირებს შეყვარებულთან ვიზიტების რაოდენობას, თუარადა გვიწევს ბუზღუნის, საყვედურების და უკმაყოფილო წამოძახებების ატანა/მოსმენა.

ამ ყველაფერს მივყავართ დასასრულისკენ და ერთ მშვენიერ დღეს, თავგაბეზრებული და ნერვებმოშლილი რომელიმე მხარე თავქუდმოგლეჯილი ტოვებს ბრძოლის ველს, ან უკეთეს შემთხვევაში მეგობრებთან თუ დაიწუწუნებენ, “აუ ახლა ამას რა ნახავს” და მსგავს პრობლემებზე.

მოკლედ, ყველაფერს თავის ზომა და წონა აქვს ბატონებო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისე გვემართება ე.წ “პერედოზიროვკა”, ვერც კი ვხვდებით. ამისგან თავდასაცავად დიდი ხანია მივიღე ზომები და მოგიწოდებთ თქვენც დანერგოთ პრაქტიკაში:

1) ურთიერთობას ვიწყებთ მეგობრული ფლირტით და მივყვებით დინებას, არ ვაჩქარებთ მოვლენებს და თვითონაც ვერ ვხვდებით როგორ ვეჩვევით “მას”

2) შეჩვევის შემდეგ ეტაპზე დიდად არ ვამძაფრებთ გრძნობებს და შესაბამისად ყოველდღიური შეხვედრებითაც არ ვიკლავთ თავს- კვირაში ერთჯერ შემთხვევით, ერთჯერ გამიზნულად ნახვა სრულიად საკმარისია ვნებების აღსაძვრელ-დასაცხრომად. მოკლედ, მონატრებას ვიკლავთ და შემდეგი დღეებს ხელახალი მონატრებისთვის ვიყენებთ.

3) რაც შეიძლება მეტი მეგობრული საუბრები , ნაკლები უწი-პუწობა და სიყვარულობანა იმ დღეების განმავლობაში, როცა ერთმანეთს არ ხვდებით: ამ ხერხით დაშორების შემთხვევაში შესაძლოა ხელთ კარგი მეგობარი თუ არა, სასიამოვნოდ საურთიერთო ყოფილი შეგრჩეთ, სასიყვარულო სიტყვებზე და სიყვარულო  სიხარულოზე დაფუძნებული ურთიერთობები დასრულებისთანავე საძაგელ, უსარჩულო მოგონებად გადაიქცევა ხოლმე.

4) ნუ მოაბეზრებთ თავს ერთმანეთს გაუთავებელი ეჭვიანობით და გულისხეთქვებით. გახსოვდეთ, ერთმანეთთან ხართ იმიტომ რომ ერთად ყოფნა გინდათ და ერთმანეთი შეარჩიეთ ამისთვის. ურთიერთობა არ არის ვალდებულება და აკრძალვების დაწესება უკუეფექტის მომტანია.

5)მიეცით ერთმანეთს ბევრი ბევრი თავისუფლება, თუნდაც ფლირტის საშუალება, რათა თქვენც და ისიც კიდევ უფრო დარწმუნდეთ, რა განუმეორებლები ხართ ერთმანეთისთვის და თქვენი შეხვედრები უფრო ვნებიანი და ძვირფასი გახდეს ორივესთვის.

6) და ბოლოს- ძალიან სერიოზულად და აღშფოთებითაც ნუ მოეკიდებით ამ ყველაფერს, ბოლოსდაბოლოს, საკუთარი თავისთვის სასურველ არჩევანს ხომ თავად ვაკეთებთ, ეს კი მხოლოდ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მოტუტორიალო ბოდვანია, ასე რომ იღბალს გისურვებთ მეგობრებო, ღმერთმა დაგლოცოთ 🙂

4 thoughts on “ტუტორიალი: როგორ დავიცვათ ურთიერთობა მოწყენილობისგან

  1. vekoo says:

    თავიდან კარგად დაიწყე, მაგრამ მერე სისულელეებიც გამოერია 😀 ჩვენ ორს შორის კი რომელია მართალი მხოლოდ ჩვენ თუ მივხვდებით ისევ და ისევ ჩვენი რეალობით 😀

  2. Taa says:

    რაღაცეებში გეთამხმები მაგრამ არა სრულად პოსტში 🙂

  3. egoisthedgehogtwo says:

    urtiertobebi mqonia ert kviriani ert tviani ert wliani magram msgavsi ram arasodes damartvia. mgoni es imis brali ar aris rom ertmaneti bezrdebat ubralod bevr rames araswored aketeben da urtiertoba mxolod imitom aqvt rom texavs marto yofna sheyvarebulis yola kidev modashia da imaze wuwunic modashia rogor mogbezrda is 😀

Comments are closed.