მომბეზრდა?

ნეტავ თუ არსებობს რამე , რაც დროთა განმავლობაში არ გვბეზრდება და მისი ახლით შეცვლის სურვილი არ გვიჩნდება? მგონი არა, ან ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს მსგავსი “შეუცვლელი” საგნების არსებობა. ყოველშემთხვევაში მე არაფრისთვის მიერთგულია. ვინ იცის, იქნებ ბუნებით ორგული ვარ, ან უბრალოდ შეუქცევადი მოვლენაა და არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა და საკუთარ თავს ცილს ტყუილუბრალოდ ვწამებ..

მოკლედ, ასეა თუ ისეა, ფაქტი ფაქტად რჩება: მაშინ, როცა თბილისის კინოთეატრებში წეწვა-გლეჯვა მიდიოდა ჰარი პოტერის მეშვიდე ნაწილის პრემიერაზე დასასწრები ბილეთების მოსაპოვებლად, მე უსინდისოს დამეზარა 12 ლარის გამეტება და არც პრემიერამდე გამართული ივენთზე დასასწრებად მოვიცვალე ფეხი.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემი , როგორც პოტერომანის მხრიდან? მგონი გეთ ოვერ ვარ? რადგან დამეზარა და არ წავედი ეს უკვე კარგია, პირველი ნაბიჯია იმისკენ რომ ჰარის სიყვარული და ფანატიზმისკენ მიდრეკილება მოვიშორე !

მაგრამ გულის სიღრმეში, როცა მე ახლა ამ პოსტს ვწერ და კინოთეატრებში ფილმის პრემიერაა, გულში რაღაც გამკენწლავს ხოლმე. მგონი კი არ მომბეზრდა, სირაქლემას პოზაში ყოფნა ვარჩიე და ცრემლების ღვრა და საყვარელი ფილმის და წიგნის გმირების ამბის დასასრულს მოვერიდე…

ახლა იმასღა ვნატრობ ჩაიაროს ფილმის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა, ყველა ჩაწყნარდეს, ავატარებად დაყენებული ფოტოები მოძველდეს და ხმარებიდან გავიდეს , მერე კი თავს უფლებას მივცემ ისევ გადავიკითხო შვიდივე ნაწილი, ჩემთვის ჩუმად, მონატრებულზე.

დასკვნა: არაფერიც არ მომბეზრებია და გულის სიღრმეში ისევ ძალიან მიყვარს წიგნი, რომელიც ალბათ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ჩამომაბრუნებს ბავშვობაში, უბრალოდ , როგორც ჩანს, ზომაზე მეტად გულჩვილი და მგრძნობიარე შევიქენი ასაკის მატებასთან ერთად და მტკივნეულ მოვლენებთან პირისპირ შეჯახება მიჭირს😦 მოკლედ, ისღა დამრჩენია, მოთქმა-გოდება შევწყვიტო და გულში ჩავიკლა მოწოლილი სევდა …

მშვიდობით ჰარი !

3 thoughts on “მომბეზრდა?

  1. mariko oqropiridze says:

    vaime ;( ;( ;( seriozulad avtirdi..

    “მოკლედ, ისღა დამრჩენია, მოთქმა-გოდება შევწყვიტო და გულში ჩავიკლა მოწოლილი სევდა “

  2. სიყვარულოვნა says:

    პრემიერაზე ნანახ ფილმს სლ სხვა მუღამი აქვს, ისიც იმიტომ რომ ფილმი არასდროს ვარგა! შენ სირაქლემა უფრო ხარ ვიდრე პოტერომანი! დამპალო მოღალატევ :დ
    აბა მეთქვა ტორტი იქნება ივენტზეთქო როგორ არ წამოხვიდოდი:/

Comments are closed.