სიღნაღი, პოკერ-რინგი და ბლოგერების ლაისვტრიმი

მაშინ, როცა მშვიდად ვაპირებდი შაბათი დღე უსაქმურობისთვის განკუთვნილად გამომეცხადებინა, ფეისბუქიზე ნოტიფიკაცია აენთო წითლად და მამცნეს რომ მე და კიდევ რამდენიმე, უფრო სწორად, 10 ბლოგერი სიღნაში ვიყავით გამწესებული პოკერ-რინგის ჩაწერაზე დასასწრებად და შესაძლებლობა გვქონდა გვესწავლა, ვინც უკვე იცოდა, გვეთამაშა პოკერი. ამ წინადადებამ ძალიან მომხიბლა, ადრეც ვახსენე, როგორ მინდოდა პოკერის სწავლა და წუთიც არ მიყოყმანია, თანხმობა განვაცხადე წასვლაზე.

შუადღის 4 საათისთვის რედისონთან შევიკრიბეთ მე, ადო, კიკი, სვითი, პაპუნა, კონსტანტინე, ქილიფა, ბლანკი, კნუტი, ნინო, გაბო  და წუთიც არ დაგვიგვიანია, ისე გავეშურეთ სიყვარულის ქალაქისკენ. 2საათიანი მგზავრობის შემდეგ, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილზე, ანუ ქალაქის ცენტრში არსებულ (მგონი) ერთადერთ სამორინეში. აქ გაგვიმასპინძლდნენ შესაშურად გემრიელი კატლეტებით, რომელთა უკმარისობა მაგიდაზე ჩემი დაუოკებელი მადით იყო გამოწვეული და ცხელი, მაგრამ მაინც ცივი ყავით. ცოტა დავწვრილმანდები და ავხსნი რას ნიშნავს ეს : შეკითხვაზე, ცივი ყავა გაქვთ? მივიღეთ პასუხი: კი, ოღონდ ცხელია! ამას რა თქმა უნდა ჩუმი თავშეკავებული ხარხარი მოყვა.

მე და მარიამი ადრე ავდექით მაგიდიდან და დავიწყეთ ვაიფაის ძებნა. ვიდრე ჩვენ სასურველ ტერიტორიას მივაგენით და დავბანაკდით, დანარჩენი იღბლიანი ბლოგერები განთავსდნენ ზემოთხსენებულ სამორინე europe-ში და ითამაშეს პოკერი ! ყველა აღფრთოვანებული დაბრუნდა, ვინც იცოდა, შეძახილებით, რა კარგი იყო, კიდევ მინდა, ვინც არ იცოდა და ისწავლა, რა იოლი ყოფილა, კიდევ მინდა ! ერთადერთი დაბოღმილი დავრჩი მე, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად უნდოდა თამაშის სწავლა …

ამასობაში დაიგო წითელი ხალიჩა და ფოტოგრაფების წინაშე პოზირების შემდეგ შევგოგმანდით საგანგებოდ გაშლილ მაგიდებთან, რომელთა შორის საუკეთესო გხვდა წილად, პირდაპირ მოთამაშეთა წინ განთავსებული , მოხერხებული ეკრანითურთ, ასე რომ ისღა დაგვრჩენოდა თეფშები აგვევსო სასურველი საჭმელით და გვექცირა პოკერ-რინგისთვის. სიმართლე გითხრათ, გულდაწყვეტილი იმით, რომ პოკერის სწავლა “გავმაზე” საჭმელ-სასმელს მივეძალე და სულ არ გამხსენებია ესოდენ მნიშვნელოვანი თამაში, რომელსაც მთელი დარბაზი თუ არა , ნახევარი მაინც სულგანაბული უყურებდა.

შიგადაშიგ ქართული ესტრადის ვარსკვლავები გვახსენებდნენ თავს მივიწყებული ჰიტებით და იყო სრული იდილია- მოდერნიზებული ქართული სმა-ჭამა და ქეიფი, ლეღვის წვენითურთ. 

დანაყრების შემდეგ, გაგვახსენდა რომ ბლოგერები ვართ და ღმერთი შეგვაჩვენებდა თუ ერთ ლაივსტრიმს არ მოვაწყობდით სიღნაღსმიღმა დარჩენილი დაინტერესებული პირთათვის, ამიტომ ხელთ ვიგდეთ ჩემი ლეპტოპი და პირდაპირი ჩართვა მოვაწყვეთ ტურნირიდან და ვერც მოგვაგლეჯდნენ ალბათ ლაივს, რომ არა დამჯდარი ბატარეები და ბატარეებზე არანაკლებ “დამჯდარი” და დაქანცული რამდენიმე ჩვენგანი. მოკლედ, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა რომ უნდა წამოვსულიყავით, რადგან თამაშის დასრულებას პირი არ უჩანდა და არც after party-ს იმედი გვქონდა, ამიტომ როგორც იქნა, ღამის 4 საათზე ჩამოვაღწიეთ თბილისში.

მივდიოდი სახლში დაღლილი და მოსალოდნელი დაძინებით გაბედნიერებული და ვფიქრობდი: ოდესმე მაინც ვისწავლი პოკერს…

 

6 thoughts on “სიღნაღი, პოკერ-რინგი და ბლოგერების ლაისვტრიმი

  1. გიორგი გიორგაშვილი says:

    ჩემს მიწა-წყალზე გაინავარდე ან ნა?🙂 ))))

    პ.ს. კახელები, ისტორიულად, პოკერის მოყვარული ხალხი ვართ. ბაბუაჩემი მანდ წაგებული თანხის დარდმა მოკლა :დ

    • An Na says:

      ჩემი მიწაწყალიცაა ეგ გიო , დაგავიწყდა?:დ
      მე იმედია იმის დარდი არ მომკლავს, პოკერი რომ ვერვისწავლე😐

  2. ნიკო–ნიკო says:

    რავა ტყვილა დაწანწალებთ… ამ სამინისტროსაც მოვუტყან ყველაფერი რაში ხარჯავს კიდევ ფულსსსსსს

    • anna says:

      აუ ვერ დაგიძახებ კოტეს, კონსტანტინე რა, კონსტანტინე :დ

Comments are closed.