როგორ მოვიხმაროთ google+ ტუტორიალი # 1

გუგლ+ ახალი სოციალური ქსელის ბეტა ვერსია უკვე საკმაოდ პოპულარულია საქართველოში და უამრავი ადამიანი ცდილობს მასში შეღწევას, თუმცა არის პატარ-პატარა დაბრკოლებები, ჯერ შეუსწავლელი ნიადაგი და ახალი გარემო. ვეცდები დავწერო პატარა ტუტორიალი და გაგარკვიოთ გუგლ+ის დადებით თუ უარყოფით მხარეებში.

როგორ აღმოვჩნდეთ ახალ სოციალურ ქსელში? – მოგეხსენებათ, პლიუსი ჯერ კიდევ ბეტა ვერსიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა.. ანუ როდესაც აკლიკებ plus.google.com-ს თუ უკვე არ ხარ მიწვეული, საკუთარი ძალებით ვერაფერს გახდები. თავდაპირველად ქსელში შეღწევის “ნებართვა” მიიღეს კომპანიებმა და მათმა თანამშრომლებმა, ანუ იდეაში ხალხმა და დაწესებულებებმა, რომლებსაც ეს სიახლე სჭირდებოდათ და უნდა გამოეცადათ. აქედან დაიწყო მოსაწვევების გზავნა სხვადასხვა მიმართულებით და ალბათ ნებისმიერ თქვენგანს აღმოაჩნდება მეგობარი, რომელიც პლიუსში გაგაწევრიანებთ. მოსაწვევი იგზავნება ასე:

თქვენი პროფილის მარჯვენა ზედა კუთხეში წააწყდებით ამგვარ ფანჯარას, სადაც დაინახავთ view and edit ღილაკს, რომლის დაწკაპუნების შემდეგ გადადიხართ აქ:

ირჩევთ add new person და წერთ სასურველ იმეილს . დაწკაპუნების შემდეგ საჭიროა სახელის დარქმევა ახალი მეგობრისთვის და მისი სასურველ circle-ში განთავსება. ინსტრუქციების სწორად მიყოლის შემთხვევაში ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან იოლია.  მოსაწვევი შესაძლოა გაიგზავნოს რამდენიმე წუთში, საათში, ან ერთ-ორ დღეში. ეს დრო უფრო და უფრო შემცირდება ვფიქრობ, პლიუსის გასოციალურებასთან ერთად.

რაც შეეხება უკვე ქსელში მოხვედრილი ადამიანების პროფილებს, პირველი შთაბეჭდილება რა თქმა უნდა , დამაბნეველია და არ ვიცით საიდან დავიწყოთ გარკვევა. პირველ რიგში ვუყურებთ ჩვენს წინ მდებარე სივრცეს, ანუ google+ის wall-ს

ე.წ stream-ის მეშვეობით შეგიძლიათ განახორციელოთ ფოტოების ვიდეოების, ლინკების ატვირთვა. მათი გაზიარება სასურველი ჯგუფებისთვის, ადამიანებისთვის. ჯგუფების არჩევა შეგიძლიათ დაშეარების დროს, პლუს ღილაკი თავად გამოგიტანთ მათ. შესაძლებელია ინფორმაციის გადაშეარების აკრძალვა, სტატუსის ჩასწორება მისი წაშლის და თავიდან დაწერის გარეშე და კომენტარების გამორთვა. ეს ყველაფერი შეგიძლიათ დაშეარების შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში Xღილაკის დაწკაპუნების შემდეგ განახორციელოთ .

განახლებების, ე.წ ნოტიფიკაციებს ნახავთ ასევე მარჯვნივ, ოღონდ ამჯერად პროფილის ზედა კუთხეში:

აქ პირდაპირ შეგიძლიათ გადახვიდეთ სასურველ შეტყობინებაზე newer/older ღილაკების მეშვეობით, განსხვავებით ფეისბუქისგან, სადაც ახალი ტაბების გახსნა გვიწევდა საქმის გასაიოლებლად. ასევე შეგიძლიათ პირდაპირ გასცეთ პასუხი კომენტარებში ლინკზე გადაუსვლელად.

ძალიან საინტერესო და გამოსადეგი სიახლე შემოგვთავაზა გუგლმა sparks-ის მეშვეობით, რომელსაც წააწყდებით ამჯერად მარცხნივ, პროფილის ფოტოს დაბლა, მეგობრების დაჯგუფებების ქვემოთ. დაკლიკების შემდეგ გადახვალთ სრულიად ახალ ინფორმაციით სავსე სივრცეში, სადაც კლიკით ირჩევთ თქვენთვის საინტერესო სფეროს , მაგალითად fashion, ან sport და იღებთ განახლებებს მათ შესახებ.

და ბოლოს, hangout ანუ ვიდეოჩათი, რომლითაც გუგლმა ფეისუქს მთავარი დარტყმა მიაყენა. მისი საშუალებით შეგიძლიათ ესაუბროთ მეგობრებს, მაგრამ არაუმეტეს ათი ადამიანისა. მწვანედ შეფერილი ღილაკზე  კლიკით ჯერ ვაინსტალირებთ google voice and viceo setup-ს , შემდგომ უკვე ერთი მარტივი კლიკით იხსნება ის ფანჯარა, სადაც ამჟამად მოვჩანვარ მე  და სასურველ მეგობრებთან ვიწყებთ ჰენგაუთს. დანარჩენ დეტალებზე იხილეთ შემდეგი პოსტი.

37 thoughts on “როგორ მოვიხმაროთ google+ ტუტორიალი # 1

    • An Na says:

      ევა plus.google.com ზე შედი და თუ მოწვევა მოგივა, მიხვდები, მხოლოდ სქესის შესწორება დაგჭირდება და შეგიშვებს🙂

  1. Moony says:

    b.gotua@gmail.com
    გამომიგზავნე შენაც რა მოწვევა. დოდკას და ნათიას გამოგზავნილი არ მოდის :)))

    • An Na says:

      მეც გამოგიგზავნი ბექა, მაგრამ დაელოდე, ზოგჯერ დიდი ხანი სჭირდება რომ აღგიქვას სისტემამ ^^

  2. An Na says:

    ნათია, აგვიანდება, ბეტა ვერსიაა ჯერ და არ აღიქვამს უცებ ..

    • anna says:

      ვეღარ ვგზავნი ხალხნო, ამომეწურალიმიტი თუ რაღაც , არ ვიიცი :შ

      • gianebieridze says:

        ვისაც გაუგზავნე, ახლა იმათ გამომიგზავნონ რა😀 ჰა ხალხო მაინტერესებს როგორია გამომიგზავნეთ ვინმემ

        gia.nebieridze@gmail.com

    • anna says:

      ჰო აქაც გვაქვს :დ მაგრამ რა თქმა უნდა ეს დაჯგუფებები ფეისბუქის გრუფებიდან ძალიან განსხვავდება და ფაქტიურად აზრი არ აქვს😐 მაგათთვის ცალკე ვოლზე პოსტვა დებილობაა :დ

  3. Giorgi says:

    ეჰჰ.. მე საერთოდ არ დამარეგისტრირა, 18 წლის არ ხარო.. :((

Comments are closed.