როგორ მოვიხმაროთ google+ ტუტორიალი #2

გუგლ + ის ძირითადი ფუნქციები უკვე გაგაცანით წინა პოსტში, ახლა კი ვეცდები პასუხი გავცე კითხვებს, როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი პირადი ინფორმაცია, არის თუ არა პროფილი დახურული, როგორ  შევძინოთ ტექსტს მრავალფეროვნება წერისას, არის თუ არა ტეგები გუგლ+ზე და ა.შ

პირველ რიგში, ალბათ გაინტერესებთ, როგორ გავხადოთ სრულყოფილი ჩვენი პროფილი, როგორ ჩავამატოთ საკონტაქტო თუ სხვა სახის ინფორმაცია და ინტერესები. კვლავაც მარჯვენა ზედა კუთხეთი ვსარგებლობთ, ვაწკაპუნებთ მონიშნულ სამკუთხედზე და შევდივართ პროფილში.

შემდეგ ვაკლიკებთ edit your profile და გვიხსნის ველს, საიდანაც შეგვიძლია ჩვენი პროფილის მართვა:

თითოეულ მათგანში ვწერთ სასურველ ინფორმაციას, გატაცებას, სქესს და ა.შ . ამ ყველაფრის შევსების, ან გამოტოვების შემდგომ მინდა გაგაცნოთ +1 ღილაკი : ეს ღილაკი უკვე ყველანაირ ინფორმაციასა და ლინკზეა განთავსებული გუგლში სერჩვისას, მასზე დაწკაპუნებისას კი სასურველი ინფორმაციის ლინკი ფიქსირდება თქვენს wall-ზე გუგლ+ში.

შემდგომი ნაბიჯი უკვე account settingია, სადაც თავმოყრილია ისეთი წვრილმანები, როგორიცაა იმეილის დამატება, შეცვლა, პროფილის გაუქმება, დახურვა, სასურველი ენის შეცვლა. მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს data libertion-რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვმართოთ და კომპიუტერში შევინახოთ პლიუსში განთავსებული ყველა ინფორმაცია ფოტოების კონტაქტების ლინკების და ა.შ შესახებ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამატებაა connected accounts რომლის მეშვეობითაც გუგლ+სთან შეგიძლიათ დააკავშიროთ ფეისბუქის, იაჰუს, ტვიტერის და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური ქსელების პროფილები.

ჯერჯერობით ესაა ის , რაც შევისწავლე google+ში და წარმატებით დავტესტე კიდეც.

რაც შეეხება დასაწყისში დასმულ კითხვას, აქვს თუ არა პლიუსს ტეგები, აქვს, @ და +  ღილაკების მეშვეობით. სხვაობა ფეისბუქის ტეგსა და მას შორის ისაა, რომ იტაგება სრული ნიკნეიმი და არა სასურველი ნაწილი, როგორც ეს ფეისბუქს აქვს.

ასევე საინტერესოა ნაწერის შეცვლა, მისი გადახაზვა, გამსხვილება. სურათზე პირველივე ცისფრად მონიშნულ არეში მითითებულია ის სიმბოლოები რაც სიტყვის დასაწყისსა და დასასრულში უნდა მივუთითოთ, რათა ნაწერის სტილი შესაბამისად შეიცვალოს.

 გასარკვევი დამრჩა მხოლოდ ერთი და ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: აქვს თუ არა პლიუსს გამართული pm სისტემა? ამ ფუნქციას ვერსად წავაწყდი: ზოგიერთის პროფილში ჩანს პატარა ფანჯარა, საიდანაც შეგიძლია წერილის გაგზავნა, რომელიც მისდით იმეილზე, ზოგიერთის პროფილში ეს ღილაკი არ ჩანს. თუ ვინმე ფლობს ამაზე ინფორმაციას, გამიზიაროს, ნუ დაეზარება 🙂

9 thoughts on “როგორ მოვიხმაროთ google+ ტუტორიალი #2

  1. alexx ამბობს:

    mec gavagzavni txovna da rom chavrtavto mogiwvevto, jer ar mosula anu unda davelodo tu agar gamoagzavnian? shen rodis gaagzavne txovna?

    • An Na ამბობს:

      თხოვნა არ გამიგზავნია, მეგობარმა მომიწვია. მითხარი მეილი და გამოგიგზვნი მოწვევას

  2. Dv0rsky ამბობს:

    PM სისტემა არაა, ვინაიდან პირდაპირ მეილის გაგზავნაა შესაძლებელი – უბრალოდ, ყველა მომხმარებელმა პროფილში უნდა მიუთითოს ოფცია, რომ მეილის გაგზავნა შეიძლებოდეს

დისკუსია დახურულია.