georgian blogging days 2011

დამთავრდა GBD-2011, უფრო სწორად დროზე ადრე მოვამთავრე და ბათუმში, ლიტერატურულიდან, როგორც იქნა მიმდინარე დღეებზე პოსტს ვწერ. ბლოგზე აქამდე არაფერი მითქვამს, და მოკლედ, ე.წ კონკურსის გზით შეირჩა დაახლოებით 30 ბლოგერი, რომლებმაც წარადგინეს პროექტები სხვადასხვა თემატიკაზე(ჩემს შემთხვევაში, როგორ ვიშოვნოთ ფული სოციალური მედიით) და ასე აღმოვჩნდით კვარიათში.

იუსტიციის სახლის ვერანდაზე

იუსტიციის სახლის ვერანდაზე

პირველი დღე, ანუ პარასკევი დაეთმო ერთმანეთის გაცნობა-შეჩვევას. მანამდე როგორც ზღვას დახამებულები, სასწრაფოდ ჩავცვივდით წყალში და აღმოჩნდა რომ ბლოგერების უმეტესობამ ცურვა არ იცის! უკვე შემდგომ, წარვსდექით ლაივჟურნალის ბლოგერების და რამდენიმე საქნავიგაციის თანამშრომლის წინაშე და შემდეგ უკვე გავეშურეთ განახლებული სარფის საბაჟოს დასათვალიერებლად.  დაბრუნების შემდეგ , როგორც იქნა თავისუფალი დრო მოგვეცა, რომელიც ყველამ ჩვენს ნებაზე განვკარგეთ, ანუ დავლიეთ და ვეცადეთ გაგვეთენებინა, რაც მე პირადად არ გამომივიდა😐

შაბათ დილით, ღამის 4 საათზე დაძინებულს მაღვიძებს ნათია და ნერვული კანკალი მეწყება სიმწრით, ვარ სრულიად გამოუძინებელი და განადგურებული, 10 საათზე კი იწყება პროექტების პრეზენტაცია. ამ დროში მე უნდა მოვასწრო პახმელიიდან გამოსვლა, თავის მოწესრიგება, ოდნავ მაინც წაძინება, ან სხვა ხერხებით გამოფხიზლება და ძალების აღდგენა. ამ ყველაფერს როგორღაც ვახერხებ და ვიკრიბებით საკონფერენციოში. განსახილველი არის უამრავი პროექტი და სამწუხაროდ ერთ-ერთი ბოლო ვარ. როგორც იქნა, ჩემი ჯერიც დადგა და ყველაფერი დამთავრდა. სასწრაფოდ ავდექი და როგორც იქნა დავიძინე🙂

შესვენება რამდენიმე საათი გვქონდა, შემდეგ წავედით ბათუმში, მიგვიღეს იუსტიციის სახლში, გაგვიწიეს გიდობა და პატარ-პატარა ნაკლოვანებების მიუხედავად შენობა მომეწონა. შიდა მოწყობა კარგია, განსხვავებით ფორმისგან.  ბოლოს გავემართეთ ვახშამზე , სადღაც რესტორანში, რომლის სახელიც არ მახსოვს. სწორედ ამ რესტორანში გადაწყდა დღევანდელი ჩემი სვითის და პაპუნას “დატყდომის” გეგმა და დღეს დილით, იმის მაგივრად რომ უკვე მთიანი აჭარა მოგვენახულებინა, გამოვწიეთ ბათუმში. აქ საშინლად წვიმს, მთების ხსენებამ ჩემი ქუსლების გადამკიდე დამაფრთხო და ასე აღმოვჩნდით ლიტერატურულში.

ასე გამოვიყურები ამჟამად , გამოუძინებელი, მაგრამ სიამაყით აღსავსე:დ

ასე გამოვიყურები ამჟამად , გამოუძინებელი, მაგრამ სიამაყით აღსავსე:დ

სარფის საბაჟოსთან

სარფის საბაჟოსთან

რას შვრებიან დანარჩენები , ძალიან მაინტერესებს და ველოდები საღამოს და მათ შთაბეჭდილებებს. ვინ იცის, იქნებ ვინანო კიდეც რომ არ წავედი🙂

რაც შეეხება ზოგადად შთაბეჭდილებებს. ძალიან მომეწონა, ეს 2 დღე,  მიუხედავად იმისა რომ ძილის პრობლემა იყო ძალიან რთულად გადასატანი და გამოშტერებული და წაშლილი სახით ვმოძრაობდი. ჰო კიდევ , უნოს თამაში ვისწავლე🙂

მოკლედ,  ასე დამთარდა ქართული ბლოგინგის დღეები კვარიათში ჩემთვის. ჭირი იქა, ლხინი აქა და ველოდები GBD 2012-ს:)

ესეც ჩემი პრეზენტაცია🙂

14 thoughts on “georgian blogging days 2011

  1. Lord Vader says:

    ბლოგერების უმეტესობამ ცურვა არ იცის

    ეგ იმ ანეკდოტს გავს – ინგლისურის სწავლას ცურვა გესწავლათო.🙂

  2. Jessie says:

    უმაგრესი დრო ვატარეთ, ან შენ ბევრი გამოტოვე უკანასკნელი 14 საათი სასტიკად გავატარეთ…. გზა იყო კოშმარიიი…მაგრამ მაინც საინტერესო🙂
    მომენატრება ეს დღეები

      • anna says:

        გულს იკეთებენ ახლა ესენი, აქაოდა ძალიან ცუდი დროც არ გვიტარებია და გმირაულად ვუძლებდით გზაში ჩარჩენასო :დ

  3. siyvarulovna says:

    6–საათძე გაგაღვძეთ ჯერ ერთი და მეორე ჩემთან ერთად ლაშა, პიკო და ლანდიშა იყვნენ :დ

    • anna says:

      მეზიზღებით ოთხივენი :დ ჯასთ მეზიზღებოდით :დ

  4. siyvarulovna says:

    მესამე, გზაში ჩარცენა ერთ–ერთი ყველაზე მაგარი იყო იმ 14 საათიდან :დ

    • anna says:

      ლაშა გყავდათქო გითხარი მაგაზე შენ უკვე და ნუ მეპასუხები :დ

      • siyvarulovna says:

        ლოლ:დ ეხლა გაამხსენდა რომ სვითის ოთახსი გენიალურიდ ასკვნა დამიდეთ ლაშასთან დაკავშირებით დ

  5. avto says:

    კარგია ანა, მაგრამ შენი პროექტის შინაარს რომ გაგვიმხელდე უფრო უკეთესი იქნებოდა😉

Comments are closed.