ორის თვალით დანახული ამბავი ესე

ერთი საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე, უფრო სწორად მეგობარმა აღმომაჩენინა, სადაც ვიღაც ბიჭი, თავის ყოფილზე წერს. პოსტი ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე ისტორიიდან ერთი საინტერესო ამბავი ამომექექა და ბლოგზე გადმომეტანა. მოკლედ, იხილეთ :

რაც კაცობრიობა არსებობს, მუდმივი აზრთა დაპირისპირებაა ქალებსა და კაცებს შორის, იმაზე, რომ კაცები ყველაზე გულქვა, გულცივი არსებები არიან დედამიწაზე. ამას როგორც წესი კაცების დიდი ნაწილიც ეთანხმება, ალბათ იმიტომ, რომ მათ ეს აწყობთ, მაგრამ რამდენიმე ფაქტმა და აღიარებამ დამარწმუნა, რომ ნებისმიერი კაცი მილიონჯერ უფრო სუსტი, სულმოკლე და საცოდავია, ვიდრე ყველაზე უთავმოყვარეო და საბრალო დედაკაცი.  მეგობარი ბიჭებისგან ხშირად მსმენოდა, რომ ის მითი, თითქოს კაცებს არ სტკივათ, მართლაც მითია და მეტი არაფერი, რომ ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ქალების ზაიობებს და გულისტკენებს, უბრალოდ არ გამოხატავენ. მხოლოდ ქალს შესწევს ძალა, იტიროს, დაიცალოს და შვება იგრძნოს. კაცები კი თვეობით უსხედან თავიანთ ტკივილს და ბოღმა ბოღმას მთიდან დაგორებული თოვლის გუნდასავით ემატება.

გულახდილი მეგობრები მყოლია, როგორც ჩანს. ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით და ამაში ახლავე დარწმუნდებით თქვენც:

დიდი ხნის წინ, ბიჭი გავიცანი, საერთო მეგობრები გვყავდა და ხშირად გვიწევდა ერთმანეთთან კონტაქტი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ ერთად აღმოვჩნდით, ნასვამები და გადაყწვიტეთ რომ ერთად ვყოფილიყავით. თუმცა როგორც თავიდან ხდება ხოლმე, ურთიერთობის დასერიოზულება ჩვენს გეგმებში არ შედიოდა და ორივე მსუბუქად ვერთობოდით ერთმანეთთან ყოფნით. ერთ მშვენიერ დღეს, მორიგი შეხვედრისას ჩვენი რამდენიმე მეგობრიც იყო ჩვენთან ერთად. მოკლედ, ამ მომენტს შეძლებისდაგვარად გამოვტოვებ, უბრალოდ ერთ განმარტებას დავდებ: ჩემს ბიჭს საშინელება გავუკეთე და ფაქტიურად სხვაში “გავცვალე”. ეს მოხდა მაშინ, როცა ნასვამები ვიყავით და არავინ აზრზე არ იყო რას სჩადიოდა. მოკლედ, გამოფხიზლების მერე ძალიან ვინანე რაც ჩავიდინე და მანაც დიდსულოვნად მომიტევა ეს თავხედური საქციელი. ამის მერე გადის დრო და მე თანდათან მიყვარდება “ის”. იმას ურთიერთობის დასასერიოზულებლად ნაბიჯის გადადგმა არ უნდა და ამის ნიადაგზე ჩვენ ვშორდებით. გადის ერთი კვირა და ჩვენ მისი ინიციატივით ვრიგდებით. თუმცა, მალევე ვხვდები რომ რისთვის შემირგდა , მხოლოდ ეშმაკმა უწყის და რომ სულ ცალ ფეხზე ვკიდივარ და ისევ ვშორდებით.

ასე კატათაგვობანას თამაშში გადის რამდენიმე კვირა, რომელმაც აგერ უკვე ორ თვეს მიაჭირა და დადგა ჟამი, ყველაფერი გარკვეულიყო. როგორც იქნა მოიკრიბა ძალ-ღონე და მთელი თავისი უცნაური საქციელების ახსნა-განმარტება დამიდო ვრცელ წერილად 🙂

სიტყვა-სიტყვით ცოტა ძნელი გადმოსატანია და არც ვისურვებდი აქ გადმომეტანა ის ყველაფერი, რაც წავიკითხე, მაგრამ დასკვნა ასეთი გამოვიტანე: მოკლედ, მაშინ, როცა ჯერ კიდევ გვეკიდა ერთმანეთი, თურმე არ უნდა გვკიდებოდა, იმიტომ რომ ის აპირებდა ნორმალური ურთიერთობა აეწყო ჩემთან. მე რატომღაც არაფერი ვიცოდი ამის შესახებ და არც ერთი იმპულსი მისგან არ მოდიოდა. ჯანდაბას ყველაფერი, გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე:  ცხოვრებაში მქონია რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანი სიგიჟემდე შემძულებია. არსებობს გამოთქმა, სიგიჟემდე სიყვარული, მეკიდევ ვიტყვი რომ სიგიჟემდე სიძულვილი გამომიცდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავში აზრად არ მომსვლია, ბოღმა ჩამედო გულში, თვეები ვმჯდარიყავი, თითები მეკვნიტა და მეთვითგვემა , აქაოდა ეს რა გამიკეთეს-მეთქი.

როცა მის წერილს ვკითხულობდი, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი, საოცარი სიბრალული იყო. შემეცოდა, იმიტომ რომ თავის დროზე არ ეყო ვაჟკაცობა ყველაფერი გაერკვია. შემეცოდა იმიტომ , რომ მიუხედავად ჩემდამი ე.წ სიძულვილისა, გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მისთვის ძალიან ბევრს ვნიშნავდი. შემეცოდა იმიტომ რომ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ადამაინებზე ფიქრობენ ამდენს და გიჟივით უხარიათ მათთვის მიყენებული ტკივილი. ყველაზე მეტად რატომ შემეცოდა იცით? ეს თვეები მე ამ ყველაფრის აზრზე არ ვიყავი და უბრალოდ ვთვლიდი რომ ყლე იყო და არ უწყოდა რას სჩადიოდა. ჩვეულებრივად ვურთიერთობდით თავის დაშორება-შერიგებებით და თავის დროზე მშვენიერი ურთიერთობაც გვქონდა. მოკლედ, რომ არა ახლახანს მომხდარი ფაქტი და “აღიარებითი” ჩვენება, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს ტრაგიკომედია, რომლის შესახებაც მხოლოდ ავტორს და სულისჩამდგმელს ეცოდინებოდა, მეკიდევ ჩვეულებრივად , ისევ ისე ვიქნებოდი მისით გატაცებული, ზედმეტი ფიქრის გარეშე, რადგან თავში აზრად არ მომდიოდა, ასეთი ფაქტის წინაშე თუ დავდგებოდი.

ერთი სიტყვით, არასწორად დაგეგმილი კამპანიის შედეგად, შეიქმნა შემდეგი სიტუაცია: იმ ნაგავში , რაშიც წესით მე უნდა აღმოვჩენილიყავი ყელამდე ჩამჯდარი, თვითონ აღმოჩნდა. გამოვიდა, რომ თვეები მე კიარ მეშლებოდა ნერვები, არამედ მას.. თვეები მე კი არ ვიტანჯებოდი, არამედ ის. თავად ფიქრობდა ჩემზე უამრავს და მზაკვრულ გეგმებს აწყობდა, რომელთაგან არც ერთს ჩემამდე არ მოუღწევია. ერთადერთი , გამუდმებით ვფიქრობდი, რამ გამოაშტერა ეს ბიჭი, რისთვის იტანჯავს თავს, ნუთუ არ შეუძლია ამ ცხოვრებით ბედნიერი იყოს? საკუთარი თავისგან თვითონ შექმნა ტანჯულის ხატი, საშინელ დამნაშავედ და მისი ცხოვრების დამანგრევლად გამომიყვანა და მხოლოდ ამით ეცადა ჩემს განადგურებას.

ალბათ ისიც გაინტერესებთ, ამ ყველაფერზე მე რა რეაქცია მქონდა. ძალიან მშვიდად დავჯქი და ავუხსენი რომ საბრალოა, თუმცა აღმოჩნდა რომ ამ ყველაფერს თავადაც ხვდება. კიდევ ძალიან ბევრი რამე ვუთხარი, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და აქ არ დავწერ, თუმცა ერთი რამის თქმა თამამად შემიძლია: საკუთარი თავით იმაზე მეტად ვამაყობ, ვიდრე აქამდე და ვიცი, იმაზე მეტად აუღელვებელი და გამბედავი ვარ , ვიდრე მეგონა.

შეჯამება: ორი ამბავი დამთავრდა: ჩემი სიყვარული და მისი რამდენიმე თვიანი თვიანი ბოღმა და ბრაზი.

მეკიდევ ისევ ჩემი პირველი სიყვარული გამახსენდა რატომღაც. რომელსაც ზუსტად ასევე ვეჯავრებოდი და ზუსტად ასევე ცდილობდა თურმე გავემწარებინე. ის პროფესიონალი იყო. ახერხებდა. ეს დილეტანტი გამოდგა.

ოდესმე ალბათ დავწერ ტუტორიალს, როგორ მივაყენოთ ქალს ტკივილი , ისე რომ საკუთარ განავალში თავადვე არ აღმოვჩნდეთ ყელამდე ჩამჯდარი. მანამდე კი გემშვიდობებით, ფრიად კეთილი სურვილებით 🙂

4 thoughts on “ორის თვალით დანახული ამბავი ესე

  1. LiLaC says:

    ვერაფერი გავიგე. ამას შენ წერ თუ ვიღაც ბიჭი, რომლის ბლოგიც შენ აღმოაჩინე და მოგეწონა? 😕

    • anna says:

      არა, ამას მე ვწერ, უბრალოდ იმის ბლოგზე დაწსერილმა ამბავმა მომცა სტიმული მეც დამეწერა ჩემი ისტორია

    • anna says:

      სამწუხაროდ ვერ დავლინკავ, ისედაც ცოტამ იცის და სექრეთია ფაქტიურად :შ

Comments are closed.