ოფენეარი

სახლში დავბრუნდი რაღაცნაირი გულამღვრეული, აი ფიქრებით, უბედურო,შენ ჩემო თავო… მოკლედ, ძალიან გულმოკლული ვარ და თუ რატომ ამაზე ახლავე გიამბობთ:

გადავწყვიტე პირველად ჩემი არსებობის ისტორიაში წავსულიყავი ოფენეარზე და მესიამოვნა ლუდით, სუფთა ჰაერით, კარგი მუსიკით და მეგობრებითურთ. მივედი და დამხვდა ძალიან მოსაწყენი სიტუაცია, ფაქტიურად არაფერი. რამდენიმე მოდახლო ელემენტი, სადაც განლაგებულ ლუდს, ჩიფსებს, და ოფენეარის ლოგოიან მაისურებს ცეცხლის ფასი ეკიდა 🙂 (თუ ზოგჯერ სუბიექტური ვიქნები, ან სრულიადაც სუბიექტური და ვინმემ ისიამოვნა ივენთით, მომიტევეთ) .

მე და ჩემი სამი მეგობარი იქვე ბალახზე ჩამოვჯექით და დავიწყეთ ლოდინი, რომლის განმავლობაში საშინლად აცივდა და წვიმა დაიწყო. ასე ადვილად დამნებებლები ჩვენ არ ვიყავით და გადავწყვიტეთ დაგვეცადა , როდის გადაიღებდა წვიმა. ლოდინი საკმაოდ გაგვიგრძელდა და ერთი საათი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა რომ გავყინულიყავი და ცემინებით გავმსკდარიყავი. ერთადერთი დადებითი ის იყო რომ სანდროს შოკოლადი მოვუგე, ერთსაათიანი წვიმის წინასწარმეტყველებით. შოკოლადი მოვიგე თუარა, წვიმამ ხუთ წუთში გადაიღო და სცენასთან მივედით.

დაწყებამ, რასაკვირველია ცოტა ისედაც დაგვიანა და ის ის იყო ვიფიქრე, მეშველა და რამეს მაინც მოვუსმენ-მეთქი, სცენაზე გამოვიდა ვიღაც, სავარაუდოდ აჩიკო გულედანი და აუდიტორიას განგვიცხადა რომ კიდევ ნახევარი საათი უნდა მოგვეცადა , სცენისა და სახურავის აწევისდა გამო . ეს იყო ბოლო წვეთი ჩემს ისედაც პირთმდე ავსებულ მოთმინების ფიალაში და გამწარებულმა და იმედგაცრუებულმა დავტოვე ტერიტორია. ამას რას დავეძებ, წინა დღის გარეცხილი კედები რომ არ გამტალახიანებოდა და თავი არ დამლბობოდა კონცერტის ლოდინში?!

ვიდრე წამოვიდოდი, დამსწრე საზოგადოებისთვის თვალის შევლება კარგად მოვახერხე და თავი გადაღრძუებული ბებერი მეგონა ლურჯად , მწვანედ და ყვითლად თავშეღებილ 15-16 წლის ბავშვებში. უმეტესობა მართლაც თინეიჯერი იყო და რაღაც ისე ვიგრძენი თავი, გარიყულად. ჰო, ამ სილურჯეებმა და სიმწვანეებმაც არ მომხიბლა დიდად, ეტყობა საუკუნის მეხუთედმა თავისი ქნა და ჩემი გონება ჩამორჩა ეპოქალურ წინსვლებს. ჰო რავიცი, მე მაინც მგონია ხოლმე ესთეტიკის შენარჩუნება უპრიან არს , ახალგაზრდებო…

ასე წამოვედი გაჯავრებული და მარტოსული ოფენეარიდან და ჯაშუშებად ჩემი მეგობრები დავტოვე. გზაში გამეხარდა, ცას რომ ავხედე , მივხვდი მალე უარესი ქარიშხალი დატრიალდებოდა და მოვუწონე ჩემს თავს გადაწყვეტილება. ახლა ისღა დამრჩენია, თბილ ლოგინში შევწვე, ყურსასმენები გავუკეთო და არანაკლებ მშვენიერ მუსიკას მოვუსმინო, საყვარელი შოკოლადის და რაც მთავარია სითბოს თანხლებით ^^

5 thoughts on “ოფენეარი

  1. ირმისა ამბობს:

    სულ მინდიდა თავი ლურჯად გადამეღება 😉 მართლა, მართლა! ისე, არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები.. ეჰ, ჩვენი კაშე ;დ

  2. Konstantine Mushegiani ამბობს:

    ანუ კარგი ვქენი რომ არ წავედი? სახლიდან გავდიოდი რომ გაწვიმდა 😦 არადა მეგობრები მთელი დღე იქ არიან მგონი 😦

  3. 13th ამბობს:

    mindoda wasvla, ramodenime jgufi unda gamosuliyo, romelic momwons. Mainteresebda mokled, magram sheni ar iyo lurji tma agar makvs (mkonda :yes:) da arc rzyevamde smis ganwyoba, (da + kidev patara problemebi) da agar wavedi. Vfikrob, kargi vkeni… Wavikitxavblogebze mimoxilvebs da egaa 🙂

  4. siyvarulovna ამბობს:

    სულაც არ ამოვარდა ქარიშხალი. არც ციოდა. დაჟე მერე ბალახზე დაჯდომაც შეიძლებოდა :პ ტაკ შტო :პ

დისკუსია დახურულია.