სწერვა

ჩემი აზრით, ყველა ქალი სწერვაა და ავი. უბრალოდ ისინი ან ხშირად სწერვობენ, ან მშვიდად ინიღბებიან. განსხვავება მიზეზებშია, რომლებიც, დამეთანხმებით , ძალიან ბევრია. ზოგისთვის სწერვის იმიჯის დამკვიდრება ერთგვარი თავდაცვის მეთოდია, ზოგისთვის დაბადებიდან გამოყოლილი ნიჭი, ზოგიერთისთვის უნიჭოდ მორგებული ქულ გერლის ნიღაბი და ა.შ..

არ დაგიმალავთ და მეც ხშირად ვაჩენ ბრჭყალებს . რამდენიმე მიზეზი მაქვს იმისათვის რომ ადამიანს ნერვები დავაწყვიტო და ეს საკმაოდ კარგად გამომდის:

1) როცა ცდილობენ თვითონ მიკბინონ. როგორც წესი, არასდროს არავის არ ვერჩი პირველი. ყოველთვის ჩემთვის ვზივარ , საყვარლად. ვიღაც მაინც გამოჩნდება და მშვიდ ცხოვრებას არ დაგაცდი. ასეთ დროს ძალიან ინერტული და მშვიდი ტიპი ვხდები, მსუბუქი ცინიზმით ვიღჭურვები და ერთ-ორ ღიმილს თუ მივუგდებ მომხდურს . უებარი ხერხია აჟიტირებული მოწინააღმდეგის მიწყნარებისთვის 🙂

2)როცა ჩემს წინაშე იდიოტი დგას და ბოდავს. აქ ცოტა ზედმეტი მომდის ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, არასდროს მებრალებოდა სულელი ადამიანები და მათ სიშტერეს ყოველთვის მწარედ ვაკრიტიკებდი. ამ შემთხვევაში მე სახეში სიმართლის ამფარებელი გოგო ვხდები და ჩემს საქციელს სწერვობად არც მოვნათლავდი, რომ არა უმრავლესობის აზრი ამასთან დაკავშირებით. კარგი, დაე იყოს ასე, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ უნდა აიტანო შენს ირგვლივ შემაწუხებელი რეგვენი?  🙂

3) და ბოლოს, როცა ვეჭვიანობ. ეს საშინლად სუბიექტური ფაქტორია და ყველაზე გამართლებულიც : ამ დროს უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე. ეჭვიანობისას საოცრად გესლიანი ვარ და სულ არ მაინტერესებს გამომიწვიეს თუ უბრალოდ გონება დამიბნელდა და ვერ ვაზროვნებ. კიდევ ერთხელ: უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე. უარეს შემთხვევაში რამდენიმე საათიანი გულის ფრიალი და ნერვების შლა გარანტირებული გექნებათ .

და კიდევ , მეოთხე, ჩემ მიერ ოსეთივით არაღიარებული პუნქტი: ზოგჯერ ჩემი ხუმრობები, რომელსაც შავ იუმორად ვნათლავ, ვიღაცის გაღიზიანებას იწვევს და წამსვე სწერვის იარლიყი მაქვს. ამ შემთხვევაში ყველაზე დაჩაგრული მე ვარ, თუ რა თქმა უნდა ირგვლივ არ მყავს გარემოცვა, რომელსაც ჩემი ესმის. თუ ეს ასე არაა, ვდგები და ვჩუმდები, :foreveralone:.

და მაინც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც კეთილი, საყვარელი და შემწყნარებელი ვარ, კეთილთა, საყვარელთა და შემწყნარებელთა შორის 🙂

5 thoughts on “სწერვა

  1. siyvarulovna says:

    რას ამბობ ❤ ვგიჯდები სწერვობებზე და სწერვაზე და ჩემს თავზე როცა ვსწერვობ/მგონია ვსწერვობ/ჰგონიათ ვსწერვობ

    • Mari says:

      შენ კი არ სწერვობ, ტოპობ და ამ დროს ძალიან სასაცილო ხარ :mrgreen:

Comments are closed.