სად არის ჩემი ჩუსტები?

ადგილებზე ვიცი გაფანატება და მიჯაჭვა. ოღონდ მაქსიმუმ ორი თვით. მერე ახალი ნავსაყუდელის მოძებნას ვიწყებ, მერე კიდევ ახლის და ა.შ. საერთოდ, რომ ვაკვირდები, ნებისმიერ საკითხში ასე ვარ, თუ არაფერი შევცვალე და არ განვაახლე რაღაც დროის მერე, ვფრიკავ. საერთოდაც რაზე ვსაუბრობდი მე აქ?

მოკლედ, ვინც მიცნობს ყველამ იცის ჩემი მავნე მიდრეკილება ჭამის მიმართ. მიყვარს ბევრი და გემრიელი საჭმელი და მყუდრო ადგილი, სადაც ამ ყველაფერს მივირთმევ. ამ ბოლო დროს ელვისზე დამემართა გაფრენები. რაღაცნაირი გარემოა, ყველა და ყველაფერი მის ირგვლივაა, სიწყნარე, ლამაზი სივრცე და ჩემი საყვარელი კუთხის მაგიდა , რომელიც ქვეყნად სამართალი რომ არსებობდეს, ჩემი სახელობის უნდა იყოს;

ეს კუთხე ე.წ “შტეფსელების” სიმრავლის გამო ამოვიჩემე მგონი 🙂 თან ყველაფერს უყურებ ირგვლივ და არაფერი გამოგეპარება 🙂 უნივერსიტეტიდან ჩამოვდივარ ხოლმე, ჩანთას ვდებ და ჩავრბივარ საჭმელებთან. როგორც წესი ვიღებ პიცას, ნაყინს, კოლას. ან ნაყინს, კოლას და სოკოს სალათს, რომელიც მარხვის შემდეგ აღარ ჰქონიათ და ყოველ მისვლაზე შევწუწუნებ რომ დაუშვან ისევ მენიუში .

ჩემი მარტო ჯდომა დიდი დიდი ერთ საათს გაგრძელდეს. ამ ერთ საათში ვასწრებ რამის წაკითხვას ან დაწერას და ამასობაში მოდის ან ნათია, ან დოდი, ან  ეკუსი, ან ვინმე 🙂 მოკლედ, ან მე ვხვდები სხვებს იქ მჯდომი, ან მე მხვდება ვიღაც.

მერე ასეთ სისულეებს ჩავდივართ და ვცდილობთ ოდნავ მოვთოკოთ თავი რომ არ გაგვყარონ 🙂 ნათიამ დაიჩემა რომ ეს ფოტო უნდა ამობეჭდოს და “სამაგიდო” ფოტოდ აქციოს 🙂

ახლა მივხვდი რომ ამ პოსტს უკიდურესი მონატრების ფონზე ვწერ, მე ხომ სხვა შემთხვევაში გრძნობების გამოხატვა არ მჩვევია? საქმე იმაშია, რომ მთელი სამი დღეა არ მივსულვარ და თავს უკვე დამნაშავედ ვგრძნობ. რა ვუთხრა მიმტანებს, როცა მკითხავენ, დღე როგორ ჩააგდეო? ეჰ… უპასუხისმგებლო ვარ, უპასუხისმგებლო. არადა მართლა საოცრად მიყვარს აქაურობა, თვით უცნობი პერსონალიც კი. ამ დღეებში შევივლი და ფეხს არ მოვიცვლი მთელი დღე.

8 thoughts on “სად არის ჩემი ჩუსტები?

  1. siyvarulovna says:

    რა სინდისით უნდა შევხედოთ თვალებში ჩემამდე არ დადის :დ
    უცნობი 1–ია მარტო :დ მეორე გვესალმება და გვეკაიფება კიდეც :დ არაუშავს მაგასაც მალე გავიცნობთ :დ ხვალ წავიდეთ რა ❤ მომენატრა იქაურობა ❤

  2. Mari says:

    ჰო რა.. ზოგს “ელვისი” ურჩევნია, ზოგს ზოოპარკი :))

    • anna says:

      გოგო ვერ გავიხსენე როგორ იყავი ზუსტად, მოძებნა დმეზარა და დარჩი ასე ულინკოდ :დ<3

Comments are closed.