მორიგ 19-მდე

იდეაში მე ამას არ ვწერდი, მაგრამ გუშინ გოგო გავიცანი. შეყვარებულებზე ვილაპარაკეთ. თქვა რომ რიგი პრობლემების გამო თავის ბიჭი თვეზე მეტია არ უნახავს. თითქოს არც აწუხებდა დიდად ეს ამბავი. რომ გავიკვირვე, მომახსენა , რომ მათ ერთმანეთის ესმით. ყოველშემთხვევაში ბიჭის გადმოსახედიდან ყველაფერი რიგზეა, საქმეს სჭირდება ეს „უნახაობა“ და გოგოც უძლებს. კიდევ ერთხელ გავიკვირვე და აღარ ვიცოდი მისი მოთმინების და შეგნებულობის შემშურებოდა თუ არა…

მერე ერთი ჩემი ყოფილი გამახსენდა, რომელიც ყოველი მორგი იდიოტიზმის ჩადენის და ჩემი უკმაყოფილების შემდეგ ვრცელი გამოსვლით მომმართავდა: „მეგონა ის ქალი იყავი რომელიც გამიგებდა“ „მეგონა ის იყავი ვისაც ჩემი ესმოდა, შენ კი ვინ ყოფილხარ? მე მაპატიე რომ საქმეში ვარ მთელი არსებით ჩართული და ვერ ვიცლი“… ათასი ბლა ბლა . ცოტა ხანი ვითმინე მისი ეგზომ მოუცლელობა და საქმიანი კაცის იმიჯი და მივატოვე. ჩემთვის მეტისმეტად მცირეა იმათი გადმოგდებული წყალობა, ვინც ცდილობს მომთაფლოს ჩემივე „შეგნებულობით“.

საერთოდაც ადამიანების ჰარმონიული ურთიერთობები თითოეული მათგანის შეგნებაზე უნდა იყოს აგებული და არა მხოლოდ ერთი მხარის, ხშირ შემთხვევაში ქალის კისერზე არ უნდა იდგეს ურთიერთობის სიმძიმე. მე იშვიათად მინახავს კაცი წუწუნებდეს და ქალი ამშვიდებდეს მათ იგივე სიტყვებით. რატომღაც მხოლოდ ქალები არიან გაუგებრები და ყველაფერში ჩხუბის მიზეზს ეძებენ. ან არ ჩხუბობენ და რომელიმე მეგობრის მხარზე აგრძელებენ ქვითინს. რა მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი , ღმერთო ჩემო…

ჰოდა იმას ვამბობდი, რომ მივატოვე… რამდენიმე ხანი ვფიქრობდი, იყო თუ არა შესაძლებელი ჩვენი შერიგება. ადრეც ხომ ბევრჯერ დავშორებივარ და მერე ვერ მომითმენია? ამაზე რომ დავფიქრდი, გამახსენდა რომ ადრინდელი დაშორებებიც დაახლოებით იმავე მიზეზებით იყო გამოწვეული. სრული ურთიერთგაუგებრობით, სადაც დათმობა არც ერთ მხარეს არ სურდა. შერიგება კი მხოლოდ მონატრებას და მოუთმენლობას ეფუძნებოდა, და არა რაიმე ცვლილებას და დაპირებას, ასე არ მოვიქცევი და ა.შ…

ეს რომ გამახსენდა , გამეცინა. ღირს კი, ასჯერ ნაცადი ურთიერთობის ასმეერთედ აღდგენა, როცა ადამიანები უბრალოდ არ ვიცვლებით? ღირს კი შეგნებული ადამიანის როლის თამაში და საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ „ის“ ერთადერთი და განუმეორებელი ამაგას დაგვიფასებს? არადა ეს ყველაფერი ჩალის ფასადაც არ მიღირს. ვიდრე საქმე ჩხუბამდე მივიდოდა, არც ერთხელ არ დავმჯდარვარ და არ დავლაპარაკებივარ, არ მითქვამს, მოდი, ასე მოიქეცი… საუბარს აზრი არ ჰქონდა უბრალოდ. ეს ნაგავში ქექვას ჰგავს, საიდანაც შედარებით უკეთესი ნაგავი ამოგაქვს და იმ წუთებში გიხარია რომ პრობლემა გადაიჭრა.

ან ამ ნაწერიდან გამოიტანს ვინმე დასკვნას? არც არავინ… უბრალოდ ურთიერთობა ან ეწყობა, ან არ ეწყობა.

2 კვირაა რაც გადავწყვიტე საერთოდ აღარ გავანძრიო არც ტვინი , არც ხელი, ურთიერთობის დასაწყებად. ზედმეტი ხელის მოქნევა მაინც არ დამჭირდება  მერე მის დასანგრევად : )

19 დეკემბერი

19 დეკემბერი

9 thoughts on “მორიგ 19-მდე

  1. Mari ამბობს:

    კარგია, თუ ერთმანეთის ეგრე ესმით, მაგრამ იშვიათია მასეთი შემთხვევები. თუ არ ესმით, მაშინ ორივემ თანაბრად უნდა დათმოს, თორემ ან ერთს მობეზრდება და გაიქცევა, ან მეორეს.
    რა ვიცი ერთი.. რას გაიგებ..

    • vekoo ამბობს:

      გოგო კაი რა, ისეთი რა საქმე უნდა ქონდეს, რომ 20 დღე ვერ გნახოს, 20 კი არა, თუნდაც 2 დღე : |

      ტრუხა ბაზარია ეგ რა და მაგ შემთხვევაში ყოველთვის გამოყენებასთან გვაქვს საქმე.

      ტაკ შტო, ანა სწორი ხარ, მაქსიმალური მოითხოვე!

      • anna ამბობს:

        არ ვიცი, მეც გამიკვირდა. დიდი ნახვების მოყვარული არ ვარ მეთვითონ, მაგრამ ეგ უკვე მეტისმეტია 😐 თერიბლ, თერიბლ 😐 რაც არ უნდა იყოს, მკიდია, მე ხომ შეუგნებელი და მომთხოვნი ქალი ვარ :>

      • Mari ამბობს:

        ალბათ თვითონ იციან რაშიც ჭირდებათ ეგრე… მოკლედ, სხვა ვერასოდეს მიხვდება ზუსტად რა ხდება ორ ადამიანს შორის. ალბათ იციან თავისი საქმისა.

  2. ილო ამბობს:

    ხო და რემარკი გამახსენდა კიდევ რატომღაც 🙂 – ,,ნუ შეურაწმყოფ სიყვარულს მეგობრობით! დასასრული არის დასასრული!”

    • sheila ამბობს:

      remarki kargi dzia iko, magram mgoni, rom shecda. tu rav-piris mtvrevit ar dashorebulan, ratom ar unda imegobron? me mshvenivrad vmegobrob chems kopil shekvarebulebtan da arc mat akvt problema

  3. netochka3 ამბობს:

    “მე იშვიათად მინახავს კაცი წუწუნებდეს და ქალი ამშვიდებდეს მათ იგივე სიტყვებით. ”
    -მომეწონა ეს …შენი სურათით კი ავღფრთოვანდი(სწორად ვწერ?)-ეს რა ლამაზი გოგო ყოფილხარ! თანაც ჭკვიანი,იშვიათი შემთხვევაა…

დისკუსია დახურულია.