მოსაწყენი

გიცდიათ სხვის ადგილზე წარმოგედგინათ თავი? ან გყოლიათ ვინმე მისაბაძი პიროვნება? მე არა. არასდროს გამომდიოდიოდა სხვების ტყავში “შეძვრომა”, წამსვე ძრწოლვა მიტანს ხოლმე, რატომღაც მგონია რომ ყველაზე ბედნიერი მაინც აქ, ჩემს საკუთარ სხეულში ვიქნებოდი და ვიქნები.

მიუხედავად წარუმატებელი მცდელობებისა, ზოგჯერ, ექსტრემისთვის , მაინც ვცდილობ წარმოვიდგინო თავი ამა თუ იმ ადამიანის ადგილზე და შევზარდე. როცა წარმოვიდგენ, რას ფიქრობენ, რას აკეთებენ, რატომ აკეთებენ , რატომ არ აკეთებენ, რისთვის ცხოვრობენ, ზოგიერთი მათგანი ძალიან მებრალება.

რამდენიმე კვირაა ერთი არსებასთან გაიგივებამ გამიტაცა. არ ვიცი რატომ… ალბათ იმიტომ რომ მასთან ურთიერთობა ხშირად მიწევს ხოლმე და მიკვირს, რატომაა ასეთი ცარიელი.. ან სრულიად სხვა მასალით ნაგები. როცა ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრებდი მე მის ადგილზე, ვერაფერს ვერ ვხედავ, გარდა სხვის ცხოვრებაში ქექვის, სხვის პრობლემებზე დარდის და მოწყენილობის.

არადა , რა ჩემი საქმეა , იქნებ ძალიანაც უხარია ასე რომ ცხოვრობს? იქნებ ჩემზე ბედნიერია თავის ერთ ციცქნა სამყაროში, რომლის უმეტესი ადგილი ისედაც მის ირგვლივ მყოფებს უჭირავთ? არ ვიცი, შესაძლოა…

ეს კონკრეტული ადამიანი შემთხვევით არ შემირჩევია. შემიძლია ვიყო ბოროტი, ნაძირალა შემიძლია ვიყო უბედური, უფრო უბედური, ნაკლებად უბედური, უიღბლო, ხელმოცარული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მოწყენილი და მოსაწყენი.  ეს უკანასკნელი მოიტანდა ყველა დანარჩენს…

მომიტევეთ, რომ თავი შეგაწყინეთ… ეს ისე, უბრალოდ

5 thoughts on “მოსაწყენი

  1. Kate ამბობს:

    მე მუდმივად მსახიობობა მინდა ხოლმე. თუ სახლში მარტო ვარ, “ინტერვიუს ვიძლევი” 😀 აურაცხელი პაპარაცი დამსდევს, მაგრამ მე მაინც ისეთი ვარ, როგორც პოპულარობამდე.
    რა შუაში იყო ახლა ეს 😀
    და მაინც…

  2. Mari ამბობს:

    სხვის ტყავში შეძრომა მართლაც რომ ცუდი რამაა.. ისე, რაც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ შეეტევი, რადგან ყველას თავისი იტყავი ისე აქვს მორგებული, მარტო თვითონ იცის როგორ იყოს შიგნით კომფორტულად.
    ჰოდა გაუშვი, ზოგს იმდენაც მცირე მიზეზი ჰქოფნის გასართობად და გასახალისებლად, რომ სხვისთვის შეიძლება შეუმჩნეველი იყოს.

  3. ჭიამაია ამბობს:

    ზოგჯერ საჭიროც კი არის სხვის ტყავში წარმოიდგინო თავი. მაგრამ იმის ილუზია არ უნდა გქონდეს რომ ყველაფერს მოუძებნი ახსნას. იმ კონკრეტულ გატაცების ობიექტს ალბათ სრულებით აკმაყოფილებს მისი ” ტყავი”. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოირგებდა..

  4. MrsMarch ამბობს:

    მაზოხისტი ხარ? თუ ძრწოლა გიტანს რას დაბოდიალებ იმის ტყავში?)))

  5. Seymour Glass ამბობს:

    ნამდვილად მსიამოვნებს სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა. ხანდახან ძალიან საინტრესოა ფიქრი ” აი მაგას, როგორ ვიზამდი, მაგას კი უთუოდ გავაკეთებდი, ეჰ ნეტა მასავით ბედნიერი ვიყო, ნამდვილად უფრო ჭკვიანურად მოვიქცეოდი” და ა.შ.
    მე მისწორდება ^_^

Comments are closed.