რატომ უნდა ვისწავლო ეს !

რამდენიმე კვირაა ხალხი პოკერზე ინტენსიურად ალაპარაკდა. ზოგი სწავლობს, ბევრმა იცოდა, არაერთმა უკვე ისწავლა, ამასობაში კი თვით მეც, რომელსაც ბანქო არასდროს იზიდავდა, სიმართლეს თუ ვიტყვით, თამაში არ გამოსდიოდა , დავინტერესდი.

რამდენიმე დღის წინ holyday  Inn-ში ოფიციალური პრეზენტაციაც გაიმართა და პოკერის ტურნირი საქართველოში გახსნილად გამოცხადდა. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ პრეზენტაციით მოხიბლული ვერ დავრჩი, არასწორად იყო შერჩეული ე.წ „პრეზენტატორი“ და თავს დამნაშავედ სულაც არ ვიგრძნობ, თუ ვიტყვი , რომ თვით ჩემნაირი დილეტანტიც კი უკეთესად წარმართავდა საღამოს .

მოკლედ, მოველოდი უფრო მეტ კავშირს პოკერთან და არა მხოლოდ სასმელს, გემრიელ სასუსნავებს და მუსიკას . უფრო მეტად დოდკასთან გატარებული ღამით და თამაშებით ვისიამოვნე . თუმცა, ამდენი მითქმა-მოთქმის შედეგად, გადავწყვიტე შევისწავლო თამაში და ამას აუცილებლად გავაკეთებ!

რა მჭირდება ამისთვის?

ცოტაოდენი ალღო;

უფრო მეტი იღბალი;

უფრო მეტი ჭკუა-გონება და მე ამას შევძლებ !

რატომ მინდა სწავლა?

იმიტომ რომ ძალიან აზარტული, გონივრული და მომხიბლავი თამაშის შთაბეჭდილება დატოვა. ესაა თამაში, რომელსაც სწორედ ზემოთაღწერილი საღამო მოუხდება, თუმცა , როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაფერი იყო, გარდა ნანატრი პოკერისა.

მე გადავწყვიტე მოვაწყო მეგობრული პოკერის ტურნირი, მაშინვე, როგორც კი ვისწავლიJ yes, I can do iT !

P.s:

დღემდე უშედეგოდ ველოდები „ცერემონიის“ ფოტოებს, რომელიც არ ჩანს მათი ფან ფეიჯის „კედელზე“ და ალბათ არც არასდროს ჩამივარდება ხელთ… არადა,დამეთანხმებით ალბათ, პოსტი გაცილებით საინტერესო გამოვიდოდა, კადრებით რომ აღმეჭურვა…

10 thoughts on “რატომ უნდა ვისწავლო ეს !

  1. Mari says:

    არ მიყვარს ეგ თამაში და ზოგადად ბანქო 😛
    სურათების ნახვა მინდაააააააა :((((

  2. nataliasblogi says:

    მეც მინდა პოკერის თამაშის სწავლა 🙂 სად შეიძლება ვისწავლო? არის ადგილი, სადაც მასწავლიან, თუ ჩემი ძალებით უნდა მოვძებნო ვინმე, ვინც იცის, თავისი ცოდნის გაცემა არ ეზარება და შეუძლია გამიძლოს? 🙂

    • anna says:

      იოლია, როგორც ამბობენ, მაგრამ სად შეიძლება სწავლა არ ვიცი, ჩემმა რამდენიმე მეგობარმა იცის და მათი იმედი მაქვს მე :დ

  3. მანქი says:

    იქნება სურათები. :დ მაცადეთ ვახ. ფოტოგრაფებს ყველაზე მეტად ეზიზღებათ სურათების გამოგზავნა :დ

  4. ჭიამაია says:

    მე კიდევ მგონია რომ მაგ თამაშს ვერაფერს გავუგებ… არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია 🙂

Comments are closed.