რატომ გავქრი ბლოგიდან

ათი დღეა ბლოგზე არ შემოვსულვარ, დაშბოარდშიც არ შემომიდგამს ფეხი, დღეს სინდისმა შემაწუხა და აჰა:

რამდენიმე პოსტი მინდოდა დამეწერა ამ დღეებში, მათ შორის hollyday Inn-ში ჩატარებულ პოკერის ტურნირზე, სადაც გახლდით მიწვეული, მაგრამ ვერაფრით მოვაბი თავი და ოდესმე აუცილებლად დავწერ.

ყველაზე კარგი რაც ამ დღეებში გავაკეთე, ახალი ბლოგი შევქმენი , ამჯერად თემატური და უფრო კონკრეტულად , იურიდიული. დიდი ხანი მინდოდა მართლა რამე სასარგებლოს გაკეთება და პროფესიიდან გამომდინარე მსგავსი ბლოგის  გაკეთება მშვენიერი ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან . მთავარია როგორ გავართმევ თავს საქმეს 🙂 მინდა რომ მართლა საინტერესო და სასარგებლო იყოს და სულ ვფიქრობ, იქ რა დავწერო და როგორ. შესაბამისად, თავში სხვა აზრები აღარ მომდის, ან რამდენიმე წამში აღარ მახსოვს რომ აქაც დავპოსტო, ამიტომ დროა თითქმის გამოვემშვიდობო და იშვიათად ვესტუმრო აქაურობას.

მოკლედ, სულ ეს იყო, რაღაც თავისმართლებისმაგვარი იმის შესახებ, თუ რატომ აღარ ვწერ აქ 🙂

სამაგიეროდ შეგიძლიათ მიხილოთ ზემოთხსენებულ ბლოგზე, ჩემს ძვირფას თანაავტორებთან ერთად !

3 thoughts on “რატომ გავქრი ბლოგიდან

  1. აქსიომა ამბობს:

    კარგი რააა, ანი! ვისაც იურისპრუდენცია თუ რაღაც ჯანდაბა არ აინტერესებს იმან რა ქნას? ჯერ ანა ხარ და მერე იურისტი. ჰო და მე ანას საინტერესო პოსტების კითხვა მიყვარს! რა არის ეს?! 😦

დისკუსია დახურულია.