ალფონსები თუ საყვარელი ადამიანები?

რა არის ალფონსი? მამაკაცი, რომელიც ქალის ხარჯზე ცხოვრობს. შემთხვევით აღმოვაჩინე რომ ჩვენს რეალობაში ასეთი რამ იმდენად ხშირია, უკვე ჩვეულებადაც იქცა, გვერდით გყავდეს სიმპათიური, ერთი შეხედვით კარგად აღზრდილი და მომხიბვლელი მამაკაცი და საზოგადოებაში თავი წარმატებულ ქალად წარმოაჩინო. ამის სანაცვლოდ კი ფულადი უზრუნველყოფა გეკისრება, რომელსაც ეს მომხიბვლელი ყმაწვილები უდრტვინველად და სიხარულით იღებენ და მათზე დახარბებულ ქალებს აბედნიერებენ.

რისთვის გვჭირდება ასეთი კაცები?

  1. არსებობს ქალების კატეგორია, რომლებმაც იციან , რა უნდათ. ასეთი ქალები ძირითადად შუახნის ასაკს მიტანებულნი არიან, რომელთაც სურთ , ყავდეთ ახალგაზრდა პარტნიორი და მიიღონ სიამოვნება. ამისთვის არ იშურებენ არც ფულს , არც სხვა სახის სიკეთეებს. ასეთი ურთიერთობები, როგორც წესი შეთანხმებას გავს და რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად მთავრდება. აშკარაა რომ ორივე მხარე კმაყოფილია და ჩვენი ყმაწვილი მორიგი საკბილოს ძიებას იწყებს..
  2. მაგრამ გვყავს მეორე კატეგორიაც, რომლებმაც თვითონვე არ იციან, რა უნდათ კაცისგან და ნებსით თუ უნებლიეთ, დედის როლს ირგებენ. ისინი შეიძლება იყვნენ ახალგაზრდებიც, შუახნი ასაკისანი, მოხუცებიც, მაგრამ პირველი კატეგორიისგან ის განასხვავებთ, რომ ფულით ნაყიდი კაცისგან სიყვარულს ელიან. რატომაც არა, ისინი ხომ მათთვის ყველაფერს აკეთებენ? უწყობენ სიურპრიზებს, ანებივრებენ, რატომ არ უნდა მოითხოვონ სანაცვლოდ თავიანთი წილი სიყვარული?

არადა ამაზე დიდი საზიზღრობა რა უნდა იყოს, ღმერთმანი? კაცისგან, რომელსაც ყველაფერს შენ აძლევ, დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას უსპობ, აჩვევ უქნარობას და სხვის ხარჯზე ცხოვრებას, რას უნდა ელოდო? რა თქმა უნდა მორიგ აფიორას, თავის შეცოდებას და ტკბილ კრუტუნს… მეტს არაფერს.

ნუ დამიპირისპირებთ არგუმენტებს, “მე ვმუშაობ, ის კი არა…”  “მას უჭირს, მე თუ შესაძლებლობა მაქვს, რატომაც არა?”  ნუთუ ასეთი ქალები ვერ ხვდებიან , როგორ აკნინებენ კაცს როგორც სხვების, ასევე თავიანთი თავის წინაშე? ფაქტიურად დედის მზრუნველობას უწევენ და თავს ევლებიან, ზრდიან.. ზრდიან ვისთვის? იმისთვის ვინც ოდესმე მათ “კაცებს” ნამდვილ კაცად აგრძნობინებს თავს, ასწავლის სიყვარულს და მზრუნველ “დედიკოს” საძაგელ მოგონებად უქცევს.

არ არსებობს ასეთ ურთიერთობაში სიყვარული, არა… რამდენიც არ უნდა მოვიტყუოთ თავი, ყველაფერს თავის ადგილი აქვს, მათ შორის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ფარგლებს და არის რაღაცები, რაც არასდროს შეიცვლება, როგორც არ უნდა გვინდოდეს ეს…

არ მესმის რატომ ვწუწუნებთ ქალები, როცა კაცს ჩვენ თვითონ არ ვაძლევთ საშუალებას იყვნენ მამაკაცურები.. რატომ არ ვართ იმათ გვერდით, ვისი ყიდვაც არ დაგვჭირდებოდა და რატომ ვეპოტინებით და ვინარჩუნებთ მიუწვდომელს .. იდიოტები ვართ და იმიტომ.

ჰო, ადრე დავწერე პოსტი რომელიც ერთი შეხედვით ზემოთქმულის საწინააღმდეგოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, კიარადა კომენტარებში მოეჩვენათ კიდეც… ჰოდა რავიცი, დაფიქრდით მაინც, იქნებ გასაგები გახდეს როდის რას გვულისხმობ..

7 thoughts on “ალფონსები თუ საყვარელი ადამიანები?

  1. knuti says:

    ანა, წინა პოსტში შენ არ წერდი ნემეცკი შოტზე?
    თუ ვცდები?
    ის თუ არ მუშაობს და გადავიხადე, ტეხავს?

    • anna says:

      ბიჭო, ეს ნემეცკი შოტი ვაბშე სხვა რამეა. ნემეცკი შოტი კაცის რჩენას არ გულისხმობს, ეს ისაა, როცა შენ შენსას იხდი და ის თავისას. ხარჯების განაწილება არ ნიშნავს იმას რომ კაცი ჩემ კისერზე იჯდეს. ეგ გერევათ მაგრად ძალიან

  2. აქსიომა says:

    ანი, მე პირადად სექსის მატერიალური უზრუნველყოფის საფუძველზე წინააღმდეგი არ ვარ. ორივე მხარე იღებს იმას რაც უნდათ და არც შერყეული ფსიქიკით დადიან და არც პრობლემებს უქმნიან ერთიმეორეს. ამაში ამორალური არაფერია და მასეთი ადამიანები მირჩევნია იმათ ვინც სექსის გამორჩენის მიზნით “აბავს” მეორე ადამიანს.
    სექსი პრობლემაა უკულტურო საზოგადოებისთვის. ქართველები სექსუალურად უკულტუროები ვართ! ვოტ!😛

    • anna says:

      რას ამბობ, ვიცნობ ერთ გოგოს,რომელიც სტუდენტ ბიჭსხვდება და მთლიანად მის კისერზეა ამ ბიჭის მოვლა-პატრონობა, მერე კი სწუხს იმაზე, ამდენს ვუკეთებ ჩემს კაცს და რატპომ მაეჭვიანებს, არასდრპს არაფერი უჩუქებია და ა.შ… ეგეთი ურთიერთობები ნორმალურად არ ვითარდება და რომელიმე მხარე, განსაკუთრებით ჩვენ, ყოველთვის ვზარალდებით მორალურად. როცა გრძნობები ჩნდება, ჩემი აზრით შეურაცხმყოფელია იქ ფულით ნაყიდი კაცის “ხმარება”, არადა გრძნობა მაინც მოდის, რაოდენ გარკვეულიც არ უნდა იყოს თავიდან ყველაფერი

      • აქსიომა says:

        ნუ თუ გრძნობებზეა საუბარი მაშინ ფული საერთოდ უნდა გამოირიცხოს. რაც შეეხება მაგ გოგოს –მეტის ღირსია!!! აეჭვიანებს კი არა სისხლი უნდა გაუშროს! უთავმოყვარეოა და მეტი არაფერი. ეს იმას გავს პატენტი საქონელი შენი ნებით შეიძინო და მერე მწარმოებელი ლანძღო ამ პატენტის წარმოებისთვის. მე თავდაჯერბულ კატეგორიაზე მქონდა საუბარი და როცა დავბერდები, სიამოვნებით ვიყიდი ახალგაზრდა სექსს თუ ამის ხასიათზე ვიქნები და ფინანსური მდგომარეობაც არ შემიშლის ხელს.
        ისეე ანიი დამიჯერე: “ლეგალურად” ნაყიდი სექსი ყველა ასპექტში უკეთესია ვიდრე სიყვარულობანას თამაშით მიღებული საცოდაობები, რომელზეც შემდეგ უსაფუძვლო და მსხვრევად კოშკებს აგებენ დებილი ინჟინერ– შეყვარებულები.

      • anna says:

        არ ვიცი, ჯერ არ შემიძენია მომსახურების ეგეთი პაკეტი და ვერ გეტყვი რომელი უკეთესია :))))
        არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, ხანგრძლივი დროით ფულით მეყიდა პარტნიორი, მაგრამ რავიცი :)) ხდება ხოლმე🙂

Comments are closed.