პატარა ბელის ამბავი

გუშინწინ ზოოპარკში ვიყავი. ზოოპარკი არ მიყვარს რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. მოუწესრიგებელია;
  2. არ მიყვარს ტანჯული ცხოველების ყურება;
  3. ზარმაცი ვარ და აქეთ-იქეთ სიარული ცხოველების დასათვალიერებლად მეზარება;

ჩემს სიზარმაცეს თავი რომ დავანებოთ, 2 დანარჩენი მიზეზიც საკმარისია, მაგრამ ზოგჯერ მაინც ამოვყოფ ხოლმე თავს და თავს ვიწამებ ხოლმე ცხოველების პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრით. ამბობენ რომ თბილისის ზღვისკენ გადააქვთ და, რა თქმა უნდა, ბევრად კეთილმოწყობილიც იქნება, ჰოდა ველოდები, როდის ეშველებათ საცოდავ ცხოველებს.

პირველივე ვოლიერთან გავჩერდი და ვხედავდი, როგორ დარბოდა პაწაწუნა დათვის ბელი გამწარებული, გამხდარი იყო, დაუბანელი და გალიაც მეპატარავა მისთვის. თავი , როგორც მჩვევია, ახლა ამ ბელის ადგილზე წარმოვიდგინე და შემზარა.

ამბობენ რომ ცხოველებს ფიქრის უნარი არ შესწევთ, ვერ აზროვნებენ და უბრალოდ ინსტინქტების დონეზე არსებობენ, მაგრამ არამგონია. მათაც აქვთ ალბათ თავიანთი “ცხოველური” ფიქრები. საბრალო ბელი, მოჰყავთ ჯერ კიდევ ციცქნა, საიდანღაც, ან შესაძლოა ზოოპარკის ბინადრები შობენ თავად, ამწყვდევენ გალიაში, სადაც არაფერი არაა, არ არის სივრცე, არ არის სიმწვანე, არ არის ნადირი, მხოლოდ რკინის გისოსებია, რომლის მეორე მხარიდან უამრავი ცნობისმოყვარე და გაკვირვებული თვალი გიყურებს, ზოგი გაწვალებს, ზოგი საკვებს გიწყალობებს, პატარა ბელმა კი ამ მდგომარეობაში მთელი სიცოცხლე უნდა გაატაროს, 4 კედელში გამომწყვდეულმა… ჭამოს, იძინოს, იბღავლოს, ირბინოს . ამ დროს კი რას განიცდის, რას გრძნობს, არ ვიცით. შეგრძნებები ხომ მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს, უმაღლეს რასას გაგვაჩნია 🙂

რას გადაეკიდა ეს გოგო საწყალ დათვის ბელსო, ალბათ ფიქრობთ, მაგრამ ყველა ცხოველის უბედურებას სათითაოდ ვერ მოვყვები, ერთი პოსტი კიარა, ბლოგი დასჭირდება ალბათ , ჰოდა მეც ერთი პატარა მაგალითით შემოვიფარგლე…

უბრალოდ ზოგჯერ მგონია რომ უსამართლოები ვართ… საკუთარი სიამოვნებისთვის ყველაფერს ვიმეტებთ და ვუწესებთ ნორმებს, რომლის მიხედვითაც უნდა იარსებონ… ცხოველებს ველური ბუნებიდან ვერეკებით რისთვის? ჩვენი შვილები და საკუთარი თავები რომ ვასიამოვნოთ? ჰო, ყველა ვერ ვეწვევით აფრიკას, რომ ვნახოთ ლომები, ნილოსს, რომ ვიხილოთ ნიანგები , ვერც ფლამინგოების ვარდისფერი  ბუმბულით მოვიხიბლებოდით, რომ არ არსებობდეს ზოოპარკები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ჩვენს ზოოპარკსა და მის მესვეურებზე გავცხარდი.

საცოდაობაა, უბრალოდ საცოდაობაა! ყველას და ყველაფერს, მათ შორის ცხოველებსაც, პირობები სჭირდებათ არსებობისთვის. მეკი იმ დღეს, საარსებო მინიმუმიც კი ძლივს დავინახე და გული მომიკვდა.

პატარა ტყვე

პატარა ტყვე

ეს გალია მეტისმეტად პატარა მომეჩვენა მისთვის

ეს გალია მეტისმეტად პატარა მომეჩვენა მისთვის

P.s: იმ ჩემს პატარა ბელს ფოტო ვერ გადავუღე. გამოგიტყდებით და ესენიც მეგობრის ალბომიდან მოვიპარე.

5 thoughts on “პატარა ბელის ამბავი

  1. Mari ამბობს:

    ჩემი ფოტოებიი 😀 😀
    მიყვარს, მიყვარს მიყვარს მიყვარს ზოოპარკი, თავისი ბინადრებიანად.. ❤

  2. ketusi ამბობს:

    ზოოპარკი მეც მიყვარს,მაგრამ სენი არ იყოს,მეც მეცოდებიან ვოლიერებში გამომწყვდეული ცხოველები.ძალიან ცუდ პირობებში უწევთ ყოფნა.
    გაცინოთ,იცი რას ფიქრობენ ალბათ:ჩემს ბედს რა ვუტხარი,ისედაც ცხოველად დავიბადე და მაინდამაინც საქართველოს ზოოპარკში ამოვყავი თავიო! ^^^

Comments are closed.