ჩემი ვნებანი

გამოგიტყდებით და ანინამ შთამაგონა ამ პოსტის დაწერა. საკუთარი თავის სიამოვნებაზე ვზრუნავ მთელი ცხოვრებაა და უამრავი რამ არსებობს , რაც მიყვარს, ვაღმერთებ, არ ვიკლებ და ვისურვებდი კიდევ მეტი მქონოდა:

მოკლედ, ქვემოთჩამოთვლილი რაღაც-რუღაცები სიამენი ჩემი არსობისაა და იხილეთ ისინიც :

  • ოდითგანვე მომდგამს ჭამის სიყვარული და ყოველთვის, თუ კი რამე სასუსნავი მიდევს ცხვირწინ, ხელი წამიცდება ხოლმე. როცა დრო, საშუალება და ხალისი მაქვს, ვირჩევ სასურველ კვების ობიექტს და ვჭამ❤  ამ ბოლო დროს ამოვიჩემე მაკდონალდსი და ელვისი. ბოლოს, სხვაგან სადაც ვიყავი, რედ კაფეიყო, რომელიც ასევე ჩაჯდა ჩემს გემოვნებაში, მაგრამ მხოლოდ საღამოს 8 საათამდე ფუნქციონირებს ….

    ელვისში

    ელვისში

  • მიყვარს ტექნიკაც, მაგრამ რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, “ნივთის საკუთვნებლები” უფრო აღმაფრთოვანებს ხოლმე , ვიდრე თავად მთავარი ნივთი. მაგალითად, როცა ლეპტოპი ვიყიდე, ამ ამბავს ბევრად ჩვეულებრივად შევვხვდი, ვიდრე ფლეშკის და ყურსასმენების შეძენის ამბავს:) გეგმაში მაქვს ქინდლის, ან კარგი ფოტოაპარატის ყიდვა და რომ ვფიქრობ, უპირატესობა ამ უკანასკნელისკენაა აშკარად. ეჰ, ხომ ვთქვი, ჩემი გეგმების შესახებ აღარ დავწერ-მეთქი? სჯობს ის შევირგო რაც მაქვს!
  • მიყვარს კარგი ტანსაცმელი. როცა ფული მაქვს (და დიდი ხანია დედაჩემი წიხლს მაჭერს) ყოველთვის გავრბივარ და რაღაცებს ვყიდულობ. ალბათ არასდროს არ მეყოფა ფული იმისთვის, რომ ამომევსო გარდერობიც და ჩემი გაუმაძღარი პერსონა ტანსაცმლით🙂
  • მიყვარს როცა ადამიანს რაღაცას ვჩუქნი და ჩემდა სამარცხვინოდ აღმოვაჩინე, დიდი ხანია არავისთვის არაფერი მიჩუქებია. როცა ჩემთვის ძვირფასი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ, აი ააააააააააა , გული მიჩქარდება ხოლმე🙂 კარგი გამახსენდა და ჩუქებების სეზონი უნდა გავხსნა !
  • ლამაზი ქალები მიყვარს კიდევ ^^ აი საშინლად მომწონს როცა ქუჩაში ლამაზ გოგოს ვხედავ. ბიჭივით ვაშტერდები და სულ არ მადარდებს სახეზე ამ დროს მეტყობა თუ არა რამე🙂 განსაკუთრებით მოკლე კაბები მომტაცებს ხოლმე თვალს . არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ქალებში ყოველთვის კარგი გემოვნება და შეფასების უნარი მქონდა .

    დღეს ეს ფოტო ამოვიჩემე, ამ ქალზე დიდი ხანია მაბოდებს

    დღეს ეს ფოტო ამოვიჩემე, ამ ქალზე დიდი ხანია მაბოდებს

  • ცოტა ადამიანურ რაღაცებზე თუ გადავალ და მხოლოდ მატერიალისტური გატაცებებით არ შემოვიფარგლები, კიდევ რაც ძალიან მიყვარს და მეყვარება, ადამიანებთან ურთიერთობაა. ზოგჯერ მგონია, ირგვლივ ბევრი ხალხი და მეგობარი რომ არ მყავდეს, გავაფრენდი. ვგიჟდები  , როცა მეგობრები ვიკრიბებით, ვლაპარაკობთ, ვმხიარულობთ, თუნდაც არ ვმხიარულობთ, მთავარია ერთად ვართ და ბევრნი ვართ .

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოკლედ, ესენია ის თითქმის “სასიცოცხლო” მნიშვნელობის რაღაცები, რაც მჭირდება ნორმალური არადა გემრიელად არსებობისთვის🙂 სხვა დანარჩენი, ადამიანური სიყვარულები უკვე მართლა ძალიან ღირებულია და არ საჭიროებს თუნდაც ელვის ამერიკან დაინერთან გათანაბრებას😀

12 thoughts on “ჩემი ვნებანი

  1. siyvarulovna says:

    აუ საჩუქრების ჩუქება როგორ მიყვარს მეც❤ ნუ კი გეცოდინება შენ მამენტ :დდ
    კკიდე ბევრი ხალხის გარემოცვაში ყოფნა მიყვარს❤

    • anna says:

      გოგო რამდენი ხანია იცი მინდა რაღაც გაჩუქო? აი რაც დაბადების დღე გქონდა მას მერე და სულ მავიწყდება ;შ ანუ საჭირო დროს არ ხარ ხოლმე იქ რა, შენ კიდე სახლიდან მატან რაღაცებს და ნერვები მეშლება :@@@

      • siyvarulovna says:

        დაბადების დღეზე არ ვიყავი აქ და :დ სახლიდან იმიტომ გატან რომ ტყულად დევს ^^ თან სულ ისეთი რაღაცები მქონდა რაც შენი სტილია და შენ გიყვარს❤

  2. Mari says:

    მეც მასე ვაშტერდები ყველას, მწვანე თუ აცვია😀😀

  3. ketusi says:

    კიიიი
    მეც ’გავაპარებ’ ხოლმე თვალს გემოვნებიანად ჩაცმულ გოგოებს
    მიყვარს სტილის შეგრძნება რომ აქვს ადამიანს ^^

    • anna says:

      მარი მაპატიე :შ იმდენს ვიზამ , დაადებ სამსახურს და გამოიქცევი ელვისში :დ

  4. varamski says:

    qalebshi kargi gemovnebis mqonde adaminao qali saxelad ana gelbaxiani rogor mogwons ? :)))

  5. ninnaka says:

    ლამაზ ქალს მეც რომ დავინახავ უსირცხვილოდ მივაშტერდები ხოლმე, ისე მომწონს, თვალს სიამოვნებს და მერე აღარც კაცების მიკვირს ასეთ ქალს რომ თვალს გააყოლებენ…. მე თვითონ ვერ ვწყვეტ ხოლმე თვალს და კაცს რაღა უნდა ვუთხრა და ავუკრძალო?😀

    • anna says:

      კაცებს სულ ვაკრიტიკებ ხოლმე, მე რომ ვშტერდები მაშინ მახსენდება და მრცხვენია მერე, ვის რას ვეუბნებითქო :)))

Comments are closed.