ბოდვა :დ

არ ვიცი აქამდე სად იყო ჩემი ცნობილი შთაგონების ძალა, მაგრამ კარგ დროს კი დაბრუნდა : კერძოდ, შუალედურები ჯავახიშვილში და ჩემი შემართება სრულ თანხვედრაშია. იმის მაგივრად რომ ვწუწუნებდე, დილით ადრე ადგომა, მაშინაც კი, როცა ლექცია არ მაქვს, ბიბლიოთეკაში გაქცევა და მასალის გადამეორება, მიხარია.

ახლაც, დილიდან აქ ვზივარ და უკვე მოვრჩი საგანს, რომლისთვისაც წესით 2 დღე უნდა დამეთმო 🙂

ესეც დღის ფოტო, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკიდან :დ

ესეც დღის ფოტო, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკიდან :დ

საერთოდაც, რაც აღდგომამ ჩაიარა და დასვენებები მორჩა, გადავწყვიტე, ვარ თუ არა დილით ადრე ასადგომი, კეთილი ვინებო და ავდგეე! ლექციები ხომ გვიან დავანიშნინე რომ კარგად გამომეძინა, ჰოდა ისე შევეჩვიე დილის ძილს, რომ დავაფიქსირე , საჭიროების შემთხვევაში ვეღარ ვიღვიძებდი. რამდენიმე დღე თავს ვამზდებდი ფსიქოლოგიურად,  რომ აღარასდროს აღარ გავსკდები ძილით, ჰოდა მთეელი სამი დღეა გმირულად ვუძლებ. თუმცა რა გმირულად, რაც საღათას ძილს შევეშვი, ბევრად მხნედ ვარ დღის განმავლობაში, ყველაფერს ვასწრებ, მეცადინეობას , უსაქმურობასაც, საქმესაც და გართობასაც :დ

მოკლედ, სრული იდილია სუფევს ჩემს ირგვლივ და ზოგჯერ მგონია, მეთვითონ შევიქმენი ეს გარემო, თავი დავიბრმავე და გამოვიშტერე. ირგვლივ ყველა წუწუნებს, დარდობს, რაღაც აწუხებს, მე კიდევ ქუჩაში რომ დავდივარ, იდიოტივით გამუდმებული ღიმილი დამთამაშებს და ზოგჯერ პირს მაგრად ვმუწავ და სერიოზული სახით ვაგრძელებ გზას :დ

გამოცდებს რომ მოვრჩები უამრავი გეგმა მაქვს, მაგრამ განხორციელებამდე არც ერთზე არ დავწერ აქ ! რაც მინდოდა გამეკეთებინა, წინასწარ ხმა ამოვიღე კიარადა, პოსტი დავწერე, არაფერი არ გამოვიდა, მათ შორის არც ჩემი ტატუ, ასე რომ უნდა შევეშვა წინასწარ რაღაცების დაგეგმვას, მომინდება რაღაცის გაკეთება, ავდგები და გავაკეთებ, ი ვსიო! თანაც ესთუ დუ ლისტები ჩემზე ცუდად მოქმედებს, ბევრი რამე რომ მაქვს დაგეგმილი, მერევა საიდან რა და როგორ დავიწყო .

ერთადერთი რასაც დღესვე ვიზამ და თან აქ დავწერ, არის ის, რომ როცა უცებ თავში რამე იდეა მომივა, თუნდაც პოსტის დაწერის, ჩავიწერ, ჩავიწერ , ჩავიწეეეეეეეეეეეეეერ ! რამდენიმე თვეა , თავში გამიელვებს რაღაც იდეა, რომელიც იმ წუთას ძალიან მაგარი მგონია და ვფიქრობ, ეს როგორ დამავიწყდება-თქო, 2 წუთში ტვინს ვიჭყლეტ და აღარ მახსოვს .

მოკლედ, თავს აღარ შეგაწყენთ, ეს პოსტიც შეგიძლიათ არ წაიკითხოთ (ეს წესით დასაწყისში უნდა დამეწერა), უბრალოდ ჩემთვის, შესვენების ჟამს გავერთე და ბლოგი მოვიკითხე :დ

8 thoughts on “ბოდვა :დ

  1. ალქიმიკოსი ამბობს:

    რომ გადმომდო ეგ შემართება არა? :X:X

  2. Ucha Bakuradze ამბობს:

    ბევრი რაღაც მეცნო ამ პოსტში :დ
    უეცრად მოსულ იდეებს მეც ვიწერ დიდი ხანია უკვე, ოღონდ მობილურში და ვახორციელებ ხოლმე კიდეც. ისეთი კარგი იდეები მაფიქრდება, რომ იმის დავიწყება საცოდაობაა 🙂 (საკუთარ არათავმდაბლობასთან ბრძოლამ მორიგი კრახი განიცადა ახლა, თუმცა ეს მსუბუქი შემთხვევაა მაინც)
    გაღვიძების დროს რამოდენიმე დღეა ნახევარი საათით ვამცირებ ყოველ ჯერზე და შუადღის 2 საათიდან 9 მდე ჩამოვედი. გეგმაა 7-8 საათი. მართლა უფრო მხნედ ვარ, როდესაც ადრე ვდგები.
    პ.ს. ძალიან მომწონს შენი ნაწერები. ფაქტიურად ყველაფერს ვკითხულობ.

  3. shashvi ამბობს:

    გაზაფხულს უხდება ასეთი განწყობა. მართალია ცოტა დაგვიგვიანა სითბო. მაგრამ მაინც! დილის ძილი კი ძნელად დასათმობი რამაა… ძააალიან ძნელად. ეჰ…

  4. აქსიომა ამბობს:

    ხვალიდან მეც დილაუთენია ავდგები! მომინდა ადამიანურად დავიწყო ცხოვრება! გაიხარე!:)

    • anna ამბობს:

      მაშინდელივიტ დილაუთენია თუ დაწვები, ვეღარ ადგები ^^ ნუ ბარემ არ დაიძინო და მერე თავისთავად ჩაგეძინება ადრე და შეეჩვევი :დ

    • anna ამბობს:

      აი 4ზე დაძინებული 10 ზე ნამდვილად ვერ ავდგები მე :შ ეგეთები თუ ძალგიძს, რაღაც წუწუნებ :პ

Comments are closed.