აღდგომა და მუცლების ზეიმი

აღდგომის დღესასწაულს ყოველთვის სოფელში ვხვდები  და სიტუაცია ყოველთვის ერთნაირია. მთელი კვირა ხალხი დარბის მაღაზიებში, ყიდულობს ყველაფერს, რაც კი შეიძლება კუპიურით იქნეს შესყიდული . გარეთ წესიერად ფეხს ვერ გაადგამ, ვიღაც თავზე გადაგივლის და სახლში შესაძლოა თავპირდამტვრეული დაბრუნდე, ამიტომ მშვიდად ვზივარ სახლში და მეზობლების ყაყანის მოსმენით შემოვიფარგლები მხოლოდ .

პარასკევს და შაბათს მზადება და ზარ-ზეიმი პიკს აღწევს, ვინც მანამდე ჩამოუსვლელი იყო, ცოლის ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ვიღაცის ვიღაცა, ყვავი ჩხივის მამიდა და ა.შ, სრული შემადგენლობით იკრიბება რომელიმე ნათესავის სახლში და იწყება თრობა და ქეიფი… ნათესავების მოკითხვა, ძველი ამბების გახსენება, შიგადაშიგ ერთმანეთისთვის იმის შეხსენება , რომ ეგზომ ბრწყინვალე დღესასწაული კარს მოადგათ და ღმერთსაც აწუხებენ , აქაოდა არ დავავიწყდეთ და წყალობა არ მოგვაკლოსო…

ამასობაში შაბათი ღამდება და ხალხი ეკლესიებში იკრიფება. განსაკუთრებით სჭარბობენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებსაც ამ დღეებში საშუალება მიეცათ აღდგომა პაემნების საერთაშორისო დღედ გადაექციათ და ეკლესიის სვეტებს ამოფარებულებს მშვიდად და კანონიერად ეკურკურათ ერთმანეთთან… ხშირად მოკრავთ ყურს ქალების ჩურჩულს და გადაძახილებს, თუ როგორ გაათხოვა ვიღაცამ გოგო, ვიღაცას რძალი არ გამოადგა, ვიღაცას …. ვიღაცას…

დილის გარიჟრაჟი აცარიელებს ეკლესიებს და ყველა ბრუნდება სახლებში, თავპირისმტვრევით ალაგებენ სანოვაგეს , თუ უკვე გამზადებული არ აქვთ და გარბიან სასაფლაოზე. გარბიან და იხსენებენ თავიანთ გარდაცვლილებს იმ დღეს, როცა ქრისტეს აღდგომას უნდა ზეიმობდნენ. უცნაურია არა ? სინამდვილეში არც თავიანთ წინაპრებს მისტირიან, ზოგჯერ მგონია რომ ამ ფარსს, სასფლაოებს რომ მოიცავს კვირაობით, ერთადერთი დანიშნულება აქვს: ხალხმა ერთმანეთს დაანახოს, ვის რამდენი ხაჭაპური უდევს სუფრაზე, ვის როგორი ღვინო აქვს და მოკლედ, ვის უფრო მეტი საჭმელი მოეპოვება, და კიდევ უფრო მოკლედ ვის რისი ტრაკი აქვს…

ყველაფერმა ჩაიარა, ხალხმა კიდევ ერთხელ იზეიმა ქრისტეს აღდგომა , ზედმიწევნით იქნა შესრულებული ტრადიციები, წესები, მოვალეობები, წინ კი მთელი კვირაა, ხსნილი:  ახლა ყველას თამამად შეუძლია მიიღოს პური თვისი არსობისა-მოკლედ რომ ვთქვათ, საჭმლით ამოიყორონ მუცლები

9 thoughts on “აღდგომა და მუცლების ზეიმი

  1. ანი ამბობს:

    კარგი რა, სულაც არაა ასე. ყველაზე მეტად ეს დღესასწაული მიყვარს, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი და წმინდაა!
    პოსტში რაც აღწერე არაფრით არ გავს სიტუაციას ჩემ გარშემო.
    არც ჩემთან სოფელში ხდება მსგავი რამ და არც ოჯახში. აღდგომის დღეს ყველა კარგ და თბილ ხასიათზეა.
    მიყვარს აღდგომაზე სოფელში ყოფნა, ყველა მხიარულად და ხალისიანად იწყებს დღეს. სოფლის გზაზე გასულს გულიანად გაგიღიმებენ და მოგესალმებიან: “ქრისტე აღსდგა!”
    – ჭეშმარიტად!
    წელიწადის ყველაზე თბილი, ლამაზი და კარგი დღეა!

    • anna ამბობს:

      ჩემთან მართლა არაა ეგრე.ნუ ჩემს ოჯახში არა, ყველამ იცის ჩემთან როდის სად გავიდეს.მაგრამ ირგვლივ ისეთი საძაგელი სიტუაციაა, მეცინება ხოლმე

  2. ninnaka ამბობს:

    ასეთი ადამიანები ყველაფრის სურვილს მაკარგვინებენ. სასაფლაოზე გასულები იმის მაგგივრად მიცვალებულის სული მოიხსენიონ ტაშ-ფანდურს მართავენ. სირცხვილია! მადლობა ღმერთს ჩემს ოჯახში არაა მსგავსი სიტუაცია, მაგრამ გარშემო? სულ უფრო და უფრო ემსგავსება საზოგადოება ზოოპარკს. 😐
    მოვალეობის მოხდად აქვთ ქცეული ყველაფერი. 😐
    http://ninnaka.wordpress.com/2011/04/24/მარხვა-მოდაშია/

  3. mwvanevashli ამბობს:

    ოხთ, ზედმიწევნით გეთანხმები, განსაკუთრებით სასაფლაოს ნაწილში. მაგრამ მე იმაზე უფრო ვკაიფობ ხოლმე, ბანტიან-მაქმანიანი ტანსაცმლით, სამი მეტრი სიმაღლის ქუსლებზე ამხედრებულები რომ დადიან ამ ასასფლაოებზე, თითქოს ოპერაში მიკუსკუსებდნენო :))))))

    • anna ამბობს:

      აჰ ფრიად მნიშვნელოვანი პუნქტი გამომრჩა : აღდგომა კიდევ ერთი მიზეზი რომაა გარდერობის გასაახლებლად :დ

  4. siyvarulovna ამბობს:

    მდა :/
    ეგ კი არა და სამებაში სტიქაროსნები მშვენივრად გაართეს გოგოებმა :////
    რაც შეეხება სასაფლაოზე გასვლას, იქ ტირლი და ა.შ ცოდვად ითვლება (საერთოდ ბრწყინვალე შვიდეულში მიცვალებულის დატირება ითვლება ცოდვად) და სასაფლაოზე უნდა გახვიდე მიულოცო მიცვალებულს აღდგომა პასკით და კვერცხით და დაბრუნდე სახლში აღნიშნო ეს დღესასწაული თუ კი შენთვის რამეს ნიშნავს. მაგრამ რატომღაც ამ აღნიშვნასაც იქვე სასაფლაოზე წყვიტავენ ხოლმე დ ავერ ვხვდები რა სიამოვნებას ანჭებთ ე სყოველივე როცა უკან, წინ, გევრდზე მკვდარი უსვენიათ

  5. Sabazius ამბობს:

    საქართველოში დიდი ხანია ყველაფერი ფარსს და კლოუნადას ემსგავსება. სამწუხაროდ ეს პროცესი უფრო და უფრო პროგრესირებს.

დისკუსია დახურულია.