მე ყველაზე ბედნიერი შვილი ვარ

ხშირად მესმის ხოლმე ჩემი მეგობრებისგან მშობლების მიმართ გამოთქმული საყვედურები, ბოლო რამდენიმე დღე კი ყველა იმაზეა გადასული, მშობელი გაკიცხოს და გააკრიტიკოს. მეკი სწორედ ამ დღეებში ვიმყოფები სრულ იდილიაში და დედაჩემის გვერდით მართლა უბედნიერესი ვარ. რამდენიმე თვის წინ მქონდა რაღაც კონფლიკტები, მაგრამ ისევ და ისევ ჩემ გამო… ახლა რომ ვფიქრობ, და ამავეს ვფიქრობდი ყოველთვის, დედა აი აი, იმდენს ნიშნავს ჩემთვის, წერის დროსაც კი ცრემლები მომდის და მეტირება.

  • დედაჩემია ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა, მიცავდა, მეხმარებოდა, არ უსაყვედურია ჩემს იდიოტურ შეცდომებზე;
  • დედამ ყოველთვის იცოდა, ვინ მომწონდა, ვინ მიყვარდა, მაძლევდა რჩევებს… რჩევებსაც კი არ მაძლევდა, უბრალოდ თავისთვის ლაპარაკობდა და მე ვმშვიდდებოდი. ახლაც ასეა… თამამად შემიძლია მივიდე და ყველაფერი მოვუყვე. მხოლოდ მას გამოსდის წამებში ჩემი გაბედნიერება;
  • მხოლოდ დედაჩემს შემიძლია ვენდო ბოლომდე, ვიცოდე რომ არასდროს , არასდროს არ მიღალატებს და ჩემ გვერდით იქნება ყველგან და ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს;

რამდენიმე დღეა რაც აქ ვარ, ვიგრძენი რომ დავისვენე, დავისვენე ყველაფრისგან, ყველასგან, მარტოობისგანაც, ხალხმრავლობისგანაც, ხმაურისგან, სიჩუმისგან, მხოლოდ მე და დედა ვართ, მხოლოდ ჩვენ ვიცინით, ჩვენ ვხმაურობთ, ჩვენ ვიხსენებთ ძველ ამბებს, ვყვებით ახალ ამბებს და ყველაფერი გენიალურადაა. დედაჩემსაც ჩემსავით არ უყვარს დღესასწაულები და ჩვენთან ყოველთვის სიწყნარეა, რაც შეიძლება ცოტა სტუმარი და სიმყუდროვე, სითბო და არაფერი ზედმეტი. ღამით მის გვერდით მძინავს და ზუსტად ვიცი, ვერასდროს ვერავის გვერდით ვერ ვიგრძნობ თავს ისე დაცულად და მყუდროდ, როგორც მის გვერდით. ახლა გამახსენდა, როგორ გამეღვიძა ბავშვობაში ტირილით, დედაჩემიც გავაღვიძე და ვკითხე, მე რომ გავთხოვდები და შვილები მეყოლება, შენ რას იზამ უჩემოდ მეთქი? არ მახსოვს რა მიპასუხა, მაგრამ იმ ღამით გადავწყვიტე რომ არასდროს წავიდოდი დედისგან შორს. სამწუხაროდ ეს დაპირება ვერც მას შევუსრულე და ვერც ჩემს თავს… შესაძლოა ამიტომაც მიყვარს განსაკუთრებულად და უფრო მეტად ვიდრე ბავშვობაშიც. შესაძლოა ასე უკეთესიცაა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა , რომ წელიწადში 2-3 თვით ვხედავ, მე ყველაზე ბედნიერი შვილი ვარ. საუკეთესო დედა მყავს და იმიტომ…

11 thoughts on “მე ყველაზე ბედნიერი შვილი ვარ

  1. dekemberiusi ამბობს:

    + ……..
    წერის დროსაც კი ცრემლები მომდის და მეტირება.<—– მეც მუდამ მსაგვსად ვარ როცა დედაჩემზე ვფიქრობ და ვწერ..
    და კიდევ ერთი- მეგობრებთან დედა არასდროს გამიკრიტიკებია. აი მსგავსი რაღაცეები მეზიზღება ყველაზე მეტად.

    • anna ამბობს:

      საჩხერეში ცხოვრობს . მეათე კლასიდან წამოვედი ძალიან იშვიათად ვხედავ მას მერე

  2. netochka3 ამბობს:

    -შენ წერის დროს ტიროდი….მე კი ახლა ვტირი,როცა ვკითხულობ…მართალი ხარ,დედაზე საიმედო ერთგული და საყვარელი უფალს არავინ შეუქმნია …ეს,მართლაც საოცრებაა ვისაც”დედა” ჰქვია…შენ კი ძალიან საყვარელი შვილი ხარ! -მე,უკვე ვეღარავინ დამიძახებს
    -“შვილო!’ -მაგრამ მეძახიან დედას,ბებოს…დეიდას! -ასეა გრძელდება დედის გარეშე ცხოვრება ,მაგრამ ის მთელი სიცოცხლე ჩემს გულშია….შენ კი ჩემო მეგობარო დიდხანს დიდხანს გიცოცხლოს დედა ღმერთმა!

  3. ♥ Summer ♥ ამბობს:

    დედა ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია ადამიანებს. სამწუხაროდ ამას ძალიან გვიან ვხვდებით ხოლმე, იქამდე კი დროს სანამ შეგვიძლია დედასთან ვიყოთ ისეთ “იდილიაში” როგორც ზემოთ თქვი ვერ ვაფასებთ 🙂 კარგია რომ ასე ხარ 🙂

  4. ჭიამაია ამბობს:

    დედა ჩემი მესაიდუმლეცაა ❤
    მხოლოდ მასთან მიჩნდება სრული გულახდილობის სურვილი, თან ეხლა მე და დედამაც გადავლახეთ კონფლიქტების ხანა ( მორჩა გარდატეხის ასაკი :ყეს:) და ყველანაირ თემაზე თავისუფლად ვსაუბრობთ. მისი რჩევები ჩემთვის ყველაზე ძვრიფასია

  5. გამოხმაურება: ნახვამდის, დედა « anna's Blog

დისკუსია დახურულია.