რა არის საჭირო პროფილში მოსახვედრად

ტელეშოუებზე და და მათ მდარე ხარისხზე აღშფოთება ჩემს კომპეტენციაში არ შედის ხოლმე, თუ რაღაცამ ძალიან არ გადამიყვანა ჭკუიდან და სინდისზე ხელი არ ამაღებინა 🙂 ასეთი შემთხვევა იყო გუშინაც, როცა იძულებული გავხდი მეყურებინა პროფილის სრული სიუჟეტისთვის, გამომდინარე იქედან, რომ არჩევანის თავისუფლება უბრალოდ არ მქონდა. ჯერ კიდევ გადაცემის ანონსიდან გამიჩნდა კითხვა: არხის რომელი მდედრობითი მესვეური “გააბედნიერა” ვინმე როსტომ, რომ ლამის მთელი გადაცემა დაეთმო მისი პატივცემული პერსონის განხილვას, მით უმეტეს , არცთუ შორეულ წარსულში, ლევან როსტოშვილის უკვე დებიუტი შედგა რუსთავი 2-ისვთვის კონკურენტი და მისთვის მშობლიური ტელევიზიის ეთერში… 

ან იქნებ მე ვცდები და ძალიან ჩამოვრჩი მოვლენებს, ეს ყმაწვილი მართლა ძალიან ცნობილია და რამე დამსახურება მიუძღვის ქვეყნის და იქნებ მსოფლიოს წინაშე? თუ უბრალოდ მაიას თემები შემოელია და სიმპათიური ყმაწვილის ფიგურასა და უკვე ათასჯერ ნანახ/ნახმარ სტუმრებზე უნდა გადაგვატანინოს ყურადღება?

ალბათ სწორად ვიქცევი, როცა ტელევიზორს არ ვრთავ და ნერვებს არ ვიშლი ათასი სისულელის მოსმენით. ამ შემთხვევაში კონკრეტულ გადაცემას მივუძღვნი თავს, რადგან გუშინდელმა პროფილმა დაიმსახურა ჩემგან ერთი პოსტი. რატომღაც შთაბეჭდილება მრჩება, რომ მსგავსი გადაცემები, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი მიმართულია დაძირული და მივიწყებული ხალხის პოპულარიზაციისა და ამა თუ იმ ჩირქცხებულის წამებულად გადაქცევისკენ. საინტერესოა, როცა (და იმედი მაქვს ეს დრო მალე თუ არა ოდესმე დადგება) მაიას აქტუალობა დაიკლებს, თავის თავს როგორ დაპატიჟებს? !

აი ეს კი არ უნდა მეთქვა: როგორ დამავიწყდა რომ არსებობს ნანუკას შოუ და იქ წამებულის გვირგვინი მაიას უკვე დაადგეს . ახლა ნანუკას ჯერია და იმედი მაქვს მასაც მალე ვიხილავთ-სვეცკობაში აღზევებულ “სოფლელს”…

მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა და პოსტის ტონი აგრესიული გახლდათ, მაგრამ რას ვიზამ, ამ პოსტს რამდენიმე ათეული ადამიანი თუ წაიკითხავს, მდაბიო გადაცემები კი ათასობით მაყურებელს უშლის ნერვებს , ნებსით თუ უნებლიედ..

p.s

გადავწყვიტე მეც მოვხვდე პროფილში. დარწმუნებული ვარ ტელევიზიის მამრობითი კორიფეთაგან რომელიმე მაინც დაინტერესდება ჩემით 🙂

10 thoughts on “რა არის საჭირო პროფილში მოსახვედრად

  1. netochka3 says:

    -ძალიან უინტერესო იყო გუშინდელი პროფილი,ვერ შევძელი მისი ყურება ბოლომდე…არც რესპოდენტი ვარგოდა-რესპოდენტად! მაია იძირება.(თუ,უკვე დიდი ხანია ჩაიძირა?)
    ვერც ერგემლიძემ ივარგა…ასე,რომ ჩაფლავდნენ…

    • anna says:

      გამიზნულად არც მინახავს, მომიწია ჯდომა და ყურება… ეგეთი საშინელება აქამდე არც ერთ არ ყოფილა 🙂

    • tamaRa says:

      ან როსტო როდის ვარგოდა, ან ერგემლიძე, მაიას უვარგის შოუში რომ ევარგათ 🙂 🙂

  2. აქსიომა says:

    ძლიან საყვარელი პოსტია. კიდევ ერთხელ შემახსენა რატომ არ უნდა ვუყურო ქართულ ტელევიზიას.
    P.S.მაია და ნანუკა არასდროს არ გაქრებიან ეთერიდან! მაგისი იმედი არ გქონდეს. სხვა მაიები და ნანუკები ჩაანაცვლებენ– რომ დაბერდებიან მერე. 😉

  3. ketusi says:

    არცერთ მზგავს გადაცემას არ ვუყურებ.სასწაულად მაღიზიანებს მაიაც და კიდევ უფრო ანანუკა.
    მაგრამ,სამწუხაროდ,აქსიომის ნათქვამისა არ იყოს,სულ იქნებიან ’ეგენი’.

Comments are closed.