ჩემი მხსნელი პირველი სიყვარული

პირველად 15 წლის ვიყავი რომ მიყვარდა. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ გონებისდაკარგვამდე მიყვარდა და იმდენი სისულელე, საზიზღრობა და სიგიჟე ჩამიდენია, საკუთარ თავზე ვცოფდები ხოლმე ხანდახან, როცა მახსენდება ის ავბედითი ბიჭი. ალბათ ხვდებით, ჩვენი ურთიერთობა არ შედგა და დიდხანს ვცდილობდი მის გადაყვარებას. მქონდა პერიოდები, როცა მთელი დღეები საწოლში ვიწექი და ველოდი როდის მოვკვდებდი, მაგრამ გადავრჩი 🙂 სჯობს დანარჩენ დეტალებს არ ჩავუღრმავდე, მე ხომ მის მოსაგონარ პოსტს არ ვწერ, უბრალოდ რამდენიმე ხანია უკვე უცნაური რაღაც შევამჩნიე ჩემს თავს:

3 წელი გავიდა რაც დავივიწყე, რაც სრულიად გადავიყვარე, 2 წელი. ამ ხნის განმავლობაში მომწონებია უამრავი ბიჭი და ჩემი აზრით 1-2 მყვარებია კიდეც 🙂 ყველა მათგანთან კრახით დასრულებულა ხოლმე ურთიერთობა, რომელსაც როგორც წესი მე ვაფუჭებ და ვფუშავ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა.

ურთიერთობის დასრულების ღამეს, როცა მძინავს, აუცილებლად მესიზმრება ჩემი პირველი სიყვარული, ოღონდ არა ძველი ამბავი, ძველი გრძნობითურთ. ახალი  მოქმედება ყოველთვის ჩემს ძველ სახლში ხდება, ის მოდის, ვიცინით, ვლაპარაკობთ რაღაც აბდაუბდებზე , სიზმარი გრძელდება ძალიან დიდხანს და ამავდროულად მახსოვს ხოლმე, რომ ვიღაც მორიგს დავშორდი. მაგრამ საერთოდ აღარ მადარდებს, პარალელს ვავლებ ახლანდელ გრძნობასთან, ძველთან და მეცინება. იმასაც ეცინება და ჩვენს ძველ ამბებს ვიხსენებთ ხუმრობა-ხუმრობით.

სიზმრის სცენა არ სრულდება ხოლმე, ისე მეღვიძება და იქაური ემოციები აუცილებლად მომყვება თან. არა მისი სიყვარული, ან მონატრება, ან თუნდაც ცოტაოდენი სინანული… უბრალოდ ვგრძნობ ხოლმე, რომ ახლანდელი გრძნობა საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, გულზე მომეშვება და ჩემი ტვინი ავტომატურად იწყებს აწმყოს წარსულად გადაქცევას და დაკიდებას.

ყოველთვის ვამტკიცებდი  და ახლაც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც პირველი სიყვარულის დავიწყებაა შეუძლებელი და არც რომელიმე მორიგის, უბრალოდ ეს სიზმრები ძალიან მაკვირვებს ხოლმე. თუ რეალურად არაფერს ვგრძნობ, არ მახსოვს, არ მინდა, რატომ მოდის მაინცდამაინც გადამწყვეტ და საჭირო მომენტში ?

ვერაფრით ვერ გავიგე, რა ჯანდაბაა, ჩემი ტვინის თავდაცვითი რეაქციაა, ურთიერთობის დასავიწყებლად და მეტი სიცხადისთვის მთელი სიზმარი ეთმობა, თუ რა ხდება? ყოველთვის მიპყრობს ერთი კითხვა : ისევ ხომ არ მიყვარს? არადა ცხადში უკვე , როცა ვიღვიძებ და ამაზე ვფიქრობ, გული მერევა და გახსენებაც არ მინდა.. სიზმრისეული დახმარება მხოლოდ ერთჯერადია, ყველანაირი ცხადში გამოყოლილი გრძნობების გარეშე.

არ შეიძლება ვინმემ ამიხსნას რა ხდება?

11 thoughts on “ჩემი მხსნელი პირველი სიყვარული

  1. Seymour Glass ამბობს:

    გეტყვი ჩემ აზრს. მგონი ის ემოციური ფონი, რომელიც თან სდევს პირველ ჭეშმარიტ სიყვარულს იმდენად ძლიერია, პირველ რიგში თავისი სიახლის გამო, რომ ქვეცნობიერად ყველა ემოციური მაგ დროს ხარ. მიაინც პირველად ხდება… 🙂 და შემდეგ ნებისმიერ სხვა გატაცებას, თუნდაც ქვეცნობიერად ადრი მას. : )

  2. ირმის ნახტომი ამბობს:

    ოჰ, სიზმრებს ზოგჯეს ჭკუიდან გადავყავარ! პირველი კარგი და სულ არარსებული ადამიანი დასიზმრება რაღაა ;/

  3. Mari ამბობს:

    ჰაჰაააა :))) ახლა ერთი რამე გამახსენდა მეც. ჰო, გადამწყვეტ და ყველაზე საჭირო მომენტში გადაგვირბენს ხოლმე წარსული წინ. ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ ის წავიდა და სამუდამოდ დამთავრდა, ანუ შესაძლებელია ზუსტად ასე დამთავრდეს ყველაფერი, რაც აწმყოში ხდება.

  4. vekoo ამბობს:

    სადღაც ვიღაცის ბლოგზე წავიკითხე: პირველი მამაკაცის კოდს ქალი მთელი ცხოვრება ატარებსო… რაღაც მასეთია შენ შემთხვევაშიც.

    • anna ამბობს:

      ისა მე სექსი აე მქონია და ეგ იმაზეა ვისთანაც სექსი გქონდა ვეკო :დდ

  5. აქსიომა ამბობს:

    რამდენი სიზმრის ახსნის სპეციალისტი გვყოლია ბლოგერებს შორის! დავეცი! :DDDDDDDDDDD
    P.S. თქვენ და… ბოდიშით ავსტრალიურ ჯადოებსაც ხომ არ ხსნით შემთხვევით? 😀

  6. netochka3 ამბობს:

    -ჩემს შემთხვევაში ალბათ უფრო რთულადაა საქმე…ის ვინც მიყვარდა არ მავიწყდება…დილით სააბაზანოში,ხელებს ვიბან,შემდეგ ონკანს ვუშვერ საპონს და…ზუსტად ასე აკეთებდა ისიც…მთელი დღის განმავლობაში ვიხსენებ”,მან,ასე იცოდა…””ის ასე ამბობდა” …დავიღალე…ნეტავ შეიძლებოდე,საერთოდ არ მახსოვდეს…

  7. Mariam Kavtaradze ამბობს:

    მომეწონა შენი პოსტი… ანუ ის ამბავი, რაც იყო გადმოცემული…
    ჩემი აზრით, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, შენთვისაა კარგი, იმიტომ რომ ხანგრძლივი იმედგაცრუებისგან გიცავს… ცხადია, მე წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ხდება ასე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ როცა მართლა-მართლა სიყვარული მოვა (და ის აღარ წავა, დამიჯერე) ეგ სიზმარიც აღარ დაგჭირდება 😉

  8. siyvarulovna ამბობს:

    მმმ… რომ ნახო ეგ შენი პირველი სიყვარული ილაპარაკოთ რაღაც და ზიზღით არ შეხედო და რაღაც და იქნებ მიხვდე რას გრძნობ მის მიმართ ჰა?

    • anna ამბობს:

      სიზმარში ტუ დაველაპარაკები, ისე ვიცი რომ ვაგინებ :დ იმდენად განსხვავებულია და ხისთავიანი, საერთოდ ვერ დაველაპარაკები, განსაკუთრებით ახლა :))

Comments are closed.