რამდენიმე მიზეზი, თუ რატომაა კარგი უმუშევრობა

ეს პოსტი რომ ერთი დღით ადრე დაწერილიყო, იხილავდით ვრცელ მოთქმას-ვაებას, თუ რატომ არ მაქვს სამსახური და როგორ მგონია თავი უმაქნისი, მაგრამ გა-და-ვი-ფიქ-რე! ადრეც დავწერე პოსტი რომ მუშაობის დიდი სურვილი მაქვს და ვიღწვი ამისთვის, მაგრამ დღემდე ამაოდ, რამაც ძალიან მომიშალა ნერვები. ამ ყველაფრის ფონზე ჩემი რამდენიმე მეგობარი დასაქმდა და საერთოდ გადავედი ჭკუიდან 🙂 გუშინ პიკი იყო, როცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვიჯექი და “იმას” ვეწუწუნებოდი და მომახალა, მაპატიე, რომ შენსავით უსაქმური სტუდენტი გოგონა არ ვარო. რას ვიზამ, მართალია  ეს კაცი…

მაგრამ, რომ დავფიქრდი, ყველაფერს აქვს დადებითი და 20 წლის ასაკში უმუშევრობა დიდი ტრაგედია სულაც არაა.

მე რომ ვმუშაობდე, ძალიან ცოტა დრო მექნებოდა სწავლისთვის, დიდი შანსი იქნებოდა იმის, რომ დიპლომი ვერ ან ძლივს ამეღო, ჩემი ცოდნა კი იმაზე მწირი იქნებოდა, ვიდრე ამას ეს ავადსახსენებელი დიპლომი ითვალისწინებს. ასევე დიდი შანსი იქნებოდა იმისა, რომ უსწავლელად დარჩენილს და რაღაც ეტაპზე გაჩერებულს კარიერაში წინ ვერასდროს წამეწია და დავრჩენილიყავი უბრალო “მოხელე-ნაჩალნიკად”, როგორც ადრე იტყოდნენ.

რომ ვმუშაობდე, ისევე  ვიწუწუნებდი დროის უქონლობაზე, როგორც ახლა დასაქმებულები წუწუნებენ. დაველოდებოდი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შვებულებას და დილით ადრე გაღვიძებისგან თავგასიებული, შევასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას, რომელიც თავიდან თუ სახალისოდ მომეჩვენებოდა, მალევე გადაიქცეოდა მოსაწყენ ყოველდღიურობად 🙂

რომ ვმუშაობდე, არასდროს მექნებოდა დრო საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის, საყვარელი ადამიანისთვის… ყოველ წუთს გამოზომილად გამოვიყენებდი და მეგობრების თავყრილობებს გულდაწყვეტილი გამოვემშვიდობებოდი, სამსახურის გამო…  შესაძლოა დამეკარგა საყვარელი ადამიანიც, მოუცლელობის ნიადაგზე.

და ეს ყველაფერი რისთვის, განა სად უნდა ვმუშაობდე მე, უდიპლომო და სწავლადაუსრულებელი სტუდენტი, რომ ხელფასმა ეს სიამეები გადაფაროს და უარის თქმად ღირდეს? სულ რაღაც ორიოდე წელი დამრჩენია, რომლის განმავლობაში მართლა მაქვს მიზეზი, არ მქონდეს სამსახური და სჯობს შევირგო ის ბედნიერება, სილაღე და ტკბილი “უსაქმურობა”, რაც მაქვს! დღეიდან ვერავინ გაიგებს ჩემს უკმაყოფილების გამომხატველ შორისდებულებს და ბოღმიან ფრაზებს 🙂

6 thoughts on “რამდენიმე მიზეზი, თუ რატომაა კარგი უმუშევრობა

  1. Mari ამბობს:

    აჰა, ვიხილე პოსტი, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჩემს აზრს. 🙂

  2. vekoo ამბობს:

    მეორეზე ხარ? ჯერ სერიოზული სამუშაო არც გინდა, მეორე კურსზე ისე მიქროდა მე თავში, სამსახური კი არა, სახლის გზა სად იყო ის არ ვიცოდი :დ
    კიდე 2 წელი გავიდა და ცოოოტა დავჭკვიანდი :დ
    რაც შენ ჩამოთვალე ყველაფერი სწორია , მაგრამ არც მთლად მასეა საქმე. პროსტა, ამ დედააფეთქებულ გამოუძინებლობას ვერავინ ვერაფერს უშველის :დ

  3. ჭიამაია ამბობს:

    სამსახური მტკივნეული კი არა უკვე მტანჯველი თემა გახდა ჩემთვის… მეც 20 ის ვარ, ოღონდ მეოთხე კურსელი.. და ჩემთვის უფრო მწვავედ დგას უმუშევრობა.! უნივერსიტეტს ვამთავრებ და…. მე სანამ არ დავიწყებ ალბათ ვერ გადამივლის წუწუნის სტადია.
    შენ მართლაც ჯერ არაფერი გაქვს საჩქარო, გირჩევდი ამ პერიოდში ტრენინგები და დამატებითი სერთიფიკატები აიღო ვიდრე მუშაობაში დაკარგო დრო. და ასე 2 წლის მერე კი შეგიძილია კარგი სამსახურის ამბიციაც გქონდეს 🙂

  4. აქსიომა ამბობს:

    არ იცი რამდენად მართალი ხარ!!! რაც მომუშავე ადამიანებზე მოყევი ერთი არ ამცდა :DDD
    ხო და დატკბი უმუშევრობით სანამ დროა!!! :*

  5. NinucaElectro ამბობს:

    გილლოცავ, ესე იგი კონსესუსს მიაღწიე შენს ქვეცნობიერთან? :დ

Comments are closed.