როცა სხვა დანარჩენისთვის 25 სანტიმეტრი არსებობს

ეს კაცი ჩემს ცნობიერებაში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება თავის სპეციფიკური, უფრო სწორად გამაღიზიანებელი იუმორით და ვერ გავიგე წესიერად, რა დამსახურებებით.

შემდგომ წლებში ის თბილისის კოლორიტად დასახელდა, სწორედ ჩემ მიერ დაწუნებული სპეციფიკურობის და დამსახურებულობის გამო, მე კი, ვცდილობდი რაღაც დამენახა მასში ისეთი , რაც “ბრძენი ხალხის” გადაწყვეტილების სისწორეში დამარწმუნებდა, მაგრამ ამაოდ. მომიტევეთ, მაგრამ უხამსი ხუმრობები საკუთარი პენისის სიგრძე სიგანეზე, მთავარ როლს არ უნდა თამაშობდეს ამა თუ იმ პიროვნების “გაკოლორიტებაში”

კიდევ უფრო შემდგომ, ანუ უახლოეს წარსულში, ჩვენმა გივიმ სულმთლად “აიშვა” და ნამდვილ ტელევარსკვლავად მოგვევლინა, ყოვლად შეუსაბამო გამოსვლებით, როგორც ასაკთან, ასევე “დამსახურებებთან”. მოგეხსენებათ, გული არ ბერდება, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ ალბათ, ასაკს ისევე უხდება სიდინჯე, როგორც ღვინოს დაძველება. ყოველშემთხვევაში ჩემთვის ნამდვილად გულისამრევია პოპმუსიკის ფონზე ატინგიცებული ღიპიანი მოხუცის ტრაკის ქნევის ცქერა, ძველი თავგადასავლების ტელეეთერში გახსენება და ამა თუ იმ წამყვანისთვის უბადრუკი ლექსების მიძღვნა, ათასმეერთედ იმის დასტურად, თუ როგორ ეტრფის ვაჟკაც-ჯენტლმენ-მისტერ-სენიორ-უსასრულობა გივი ქალის კულტს და როგორ აჰყავს მანდილოსნები ცაში.

არ ვიცი როდის შეიქმნა, ყოველშემთხვევაში ჩემამდე მხოლოდ გუშინ მოაღწია პატივცემულის საკმაოდ უცნაური სახელწოდების “ფან” ფეიჯმა, სადაც ფეისბუქის მომხმარებლები ყოველ ორ წამში ერთხელ ათავსებენ სასაცილო გამონათქვამებს მასზე. უნდა ითქვას, ამ გვერდზე არც ერთი ხუმრობა არ განმითავსებია,  რაშიც არა გივისადმი კრძალვამ, არასაკმარისმა იუმორმა “შემიწყო” ხელი, თუმცა საკმაოდ ვისიამოვნე სხვების ხარჯზე 🙂

ესეც ერთ-ერთი განახლება ფეიჯზე : ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის 25 სანტიმეტრი არსებობს.

შესაძლოა ვინმემ ამგვარი წამოწყება პიროვნების შეურაცხყოფად მიიჩნიოს და გამკიცხოს მეც და ჩემი მსგავსნიც, მაგრამ , ამოვიდა ყელში ეს გივი სიხარულიძე. თუ ის მართლა თბილისის კოლორიტია, მაპატიეთ, მაგრამ ჩვენი საამაყო დედაქალაქი შეშლილი ყოფილა და გივი მისი ნათელი ხატი 🙂

13 thoughts on “როცა სხვა დანარჩენისთვის 25 სანტიმეტრი არსებობს

  1. Ucha Bakuradze ამბობს:

    დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღადაობა-ღადაობაში გივის პოპულარობა სულ მცირე 25 ჯერ მაინც გაიზრდება.

  2. Ucha Bakuradze ამბობს:

    სამწუხაროა, რომ ადამიანის პოპულარობა სახაზავით არ იზომება. ახლა შეგვიძლია მხოლოდ ვიმკითხაოთ… 😦

  3. Qilipa ამბობს:

    პოსტის ფარული მიზანია გივის გაღიზიანება, რომ მერე პოსტის ავტორს დაემუქროს, რითიც იმუქრება ხოლმე იმით 😛 😀

    • anna ამბობს:

      როგორ მიხვდი ქილიფ?:დ გივიზე ვოცნებობ <3:დ

  4. dragoneye01 ამბობს:

    exla gadavikitxe givis fan klubis gverdi, iseti shtabechdileba damrcha, titkos is 25 santimetriani undat rom moxvdet… ar minda sheuracyofa mivayeno vinmes, magram sruli idioturi fan kluia

  5. dj-guro ამბობს:

    ეჰ.. მე კიდევ მეგონა კრეატივიზმია თქო და თურმე გამოძახილი ყოფილა ეგ ფან ფეიჯი.. აი, რას ნიშნავს ტელევიზორი რომ არ გაქვს კაცს..

Comments are closed.