მე, უბედური

მგონი ამ პოსტის დაწერა მას შემდეგ მინდა, რაც ბლოგი გავაკეთე, მაგრამ თავს ვიკავებდი . ახლა რატომღაც მომინდა დამეწერა. სახელწოდებიდან გამომდინარე მიხვდით ალბათ, ძალიან მომეჭარბა დეპრესია და უბედურება, თავს ვეღარ ვიკავებ და მინდა ჩემი ჭირ-ვარამი სააშკარაოზე გამოვიტანო.

დამაბნეველი შესავლები გვერდზე რომ გადავდოთ, მაშინ ყველაფერი ასე იქნებოდა:

რაც ბლოგი გავაკეთე, კორექტულად რომ ვთქვათ, ტვინი წაიღეს ჩემმა კეთილისმსურველებმა:

  • ანა, დეპრესია გაქვს? აბა ეს სისულელე რაში დაგჭირდა?
  • ანა, რამ გადაგრია? რა ხდება შენს თავს? რა გინდა მაგ ყლე ბლოგერებთან?(ვცდილობ სტილი დავიცვა)
  • სულ ვამბობდი რომ ეს გოგო ცუდ გზას დაადგებოდა!
  • მოწყენილი რატომ ხარ, რამე ცუდი ხდება შენს თავს?

ამ შეკითხვებს ჩემი მისამართით, არა მხოლოდ ბლოგი, თუნდაც სოციალურ ქსელზე დაპოსტილი ნებისმიერი ისე რა სტატუსი, მოწყენილი ფოტო, აპლიკაცია და ბლა ბლა, ბადებს. მოკლედ, როგორც ვამჩნევ, მე არ მაქვს უფლება, დილით აღრენილი რომ გავიღვიძებ, ავბუზღუნდები და ჩემი “მავნე” თვისებიდან-გულახდილობიდან გამომდინარე შესაბამის განწყობას გადმოვაფრქვევ მინდა  ჩემს ფეისბუქის ვოლზე, ან რამე პრობლემატურ თემაზ დავწერ ბლოგზე, რომელიც სინამდვილეში სულაც არ მაწუხებს და უბრალოდ განხილვა მოვინდომე, ან ვინმე ნაცნობი შემხვდა ლექციებიდან გამოსულს და გამოშტერებულს , მისალმებაზე მოისმინა ჩემი დაბნეული და გაფანტული პასუხი “ცუდად ვარ , ვკვდები” , ეს  ნიშნავს, რომ ჩემთვის იმ დღეს ქვეყანა დაიქცა და არაერთი ადამიანისთვის ეს “დედა რა მაგარია”!

ისინი ხომ ყოველთვის ამბობდნენ, ცუდ გზას დაადგება ეს გოგო და თავს გაიუბედურებსო…

ჩემგან განსხვავებით, იგივე ზემოთჩამოთვლილი ფრთიანი ფრაზის ავტორები დღედაღამ იმის ფიქრში არიან, პირზე ღიმილი როგორ შეინარჩუნონ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინონ თუ რა კარგად არიან, რა მშვენივრადაა მათ ცხოვრებაში ყველაფერი, როგორ “სუნთქავენ ბედნიერებას”(სტილი ისევ დაცულია) და ტკბებიან 🙂

თემასთან მგონი არაფერ შუაშია, მაგრამ რატომღაც გამახსენდა. ჩემს ერთ ნაცნობს თავის ბიჭი დაშორდა . ეს გოგო ყველა ფოტოაპარატიანს დასდევდა და ეხვეწებოდა , როცა ვიცინი მაშინ გადამიღე, “იმან” ნახოს, რომ უმაგისოდაც კარგად ვარო… ალბათ ყველას გვყავს ჩვენ ჩვენი “ის” ან “ისინი” ვისთვისაც სახეებს ვიყენებთ და “ვბედნიერობთ?” რავიცი რავიცი 🙂

რაც შემეხება მე, მგონი ამ პოსტით კიდევ ერთხელ დარწმუნდით, როგორ “მიჭირს” , ჰოდა ცოტა ხნით მოიხსენით ბედნიერების ნიღბები და დატკბით პოსტით მოგვრილი გულწრფელი სიხარულით:)

11 thoughts on “მე, უბედური

  1. vekoo says:

    მე სულ ვცდილობ სევდას გავექცე :შ არ მიყვარს ისეთს რომ მხედავენ, სისუსტესთან ვაიგივებ …

  2. ალქიმიკოსი says:

    მე[ც] უბედური ვარ და არც ვაპირებ გაბედნიერებას მანამ სანამ ეროვნულებს არ ჩავაბარებ 😐

  3. NinucaElectro says:

    უბედურება გრეხიაა??? არა ცუდია, კარგი არაა რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის 33კბილგადმოყრილი ან სხვის დასანახად “ბედნიერი” ხომ ვერ იქნები არა?? ეს ნორმალურია ანნა.. ❤ ნუ აქცევ ყურადღებას ბოროტ კომენტარებს. :):):)

  4. ნათია says:

    როგორ მემსის შენიიიიი, facebook-ზე სტატუსი ვერ დამიწერია, არასწორად იგებენ ყოველთვის, ბლოგი რომ მაქვს საერთოდ არ იციან ჩემმა მეგობრებმა, თითქმის არავინ იცის, ბლოგერებისადმი ძალიან უარყოფითი დამოკიდებულების გამო 🙂

  5. ჭიამაია says:

    ამიტომაც არის კარგი ანონიმური ბლოგი :)))) არის მომენტები როცა გინდა დაენახო იმათ ვინც გკითხულობს, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს რასაც დავწერ ნაცნობ/მეგობრებმა იკითხონ. რა თქმა უნდა ბლოგს რომ აკეთებ გინდა რომ წაიკითხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სავსებით ხელშესახები ფურცლებიანი დღიურიც საკმარისი იქნებოდა და შენს მეტი არავინ ნახავდა. ხოდა ბლოგი იმისთვის მაქვს ჩემი ნააზრევი სხვასაც გავუზიარო, მაგრამ ამ შემთხვევეაში ვამჯობინებ ჩემი აუდიტორია უცხო ხალხისგან შედგებოდეს. ასე უფრო თავისუფლად ვწერ.

Comments are closed.