რატომ ვერ ვიქნები ვერასდროს ერთგული

ჩემს მეხსიერებას ბუნდოვნად შემორჩა დრო, როცა ჩემთვის კონფიდენციალური ინფორმაცია, სიტყვის თავისუფლება და ზოგადად ცნება თავისუფლება ჩირადაც არ ღირდა.

ერთი კოცნის ფასად შემეძლო გავყიდულიყავი, ე.წ მონათმფლობელი კი ხან ვინ აღმოჩნდებოდა, ხან ვინ.. ან კი რა მესმოდა მე საწყალს, ექსპლუატირებულ ბავშვს… მაგრამ გავიდა წლები და ვითარც სპარტაკში, ჩემშიც აჯანყდა თავისუფალი სული და გადმოხეთქა 🙂

ეს მოხდა მაშინ, როცა მორიგი დასრულებული ურთიერთობისას მომბეზრდა სინანული , თუ რამდენი დრო დავკარგე ტყუილად, იმის “ერთგულებაში”, ვინც საერთოდ არ იმსახურებდა ამას . მომბეზრდა პაროლების ცვლა, შეხვედრისას სულ მცირე საეჭვოობაგარეული მესიჯების შლა და მამრობითი სქესის უგულებელყოფა იმისდა გამო, რომ “ტირანს” ასე სურდა.

ყველაფერ ზემოთხსენებულზე უარის თქმა ჩემთვის თავისუფლებაზე უარის თქმაა. ყოველდღიურობა, რითიც ვცხოვრობ არა მარტო მე, არამედ ყველა ნორმალური ადამიანი. ყველას გვაქვს, და თუ არ გვაქვს, გვინდა გვქონდეს პირადი ინფორმაცია, რომელიც თვით ყველაზე ახლო ადამიანისგან იქნება დაცული, ყველას გაგვიღიმებს უცხო ბიჭი/გოგო და ჩვენც გავუღიმებთ, ყველას მოგვინდება სადმე წასვლა მარტო, “მის” გარეშე… და რას გვაძლევენ სანაცვლოდ ჩვენი მეორე ნახევრები? პირადად მე არც არაფერს. საპასუხო რეაგირება ჩემს “დათმობებზე” მე პირადად არაფრად მიღირს და არც მაინტერესებს.

რა არის იმაზე უკეთესი, როცა თქვენს შორის არსებობს ნდობა? ყოველ დილით მის მობილურში არ იქექები და ყოველ საეჭვო შეტყობინებას მკაცრ ფილტრში არ ატარებ; როცა მის გარეშე ხარ, უფრო რწმუნდები, რა ძვირფასია შენთვის და სიხარული გიპყრობს, რომ მასთან მიხვალ და მონატრებულს ჩაეხუტები; როცა სხვა გაგიღიმებს, ამ ღიმილში ვერაფერს დაინახავ და კიდევ ერთხელ მიხვდები რომ სიცოცხლეს გირჩევნია მისი ერთი შემოხედვა.

აუცილებელია ძალდატანებით და შემუშავებული მეთოდოლოგიით დავრწმუნდეთ ჩვენი პარტნიორების ერთგულებაში? მით უმეტეს, აკრძალვების ქვეშ მყოფ ადამიანებს ბევრად მეტი საიდუმლო აქვთ, ვიდრე თავისუფალი ურთიერთობების მქონე წყვილებს.

მე არ მჭირდება ჩემი ბიჭის ერთგულება, თუ ამას შეზღუდვებით მოვიპოვებ;

არც მას უნდა სჭირდებოდეს შებოჭილი ანა გვერდით;

და ის ყველაფერი , რასაც ზემოთ ხაზი გადავუსვი, აუცილებელია და ურთიერთობა ამას თავისთავად მოითხოვს, როგორც გამობრძმედილი მავანნი ამბობენ, მე ვერასდროს ვიქნები ერთგული შეყვარებული:) მე ჩამოყალიბებული მოღალატე ვარ, უამრავი ადამიანის გაგებით. საკუთარი შეხედულებით კი ამჟამად ყველაზე სანდო ადამიანი ^^

13 thoughts on “რატომ ვერ ვიქნები ვერასდროს ერთგული

  1. siyvarulovna ამბობს:

    ცოტა ჩვეულებრივი სიტყვებით რომ წერო არა? :დდ
    მაინც ვერ გავიგე რატომ ხარ ვირაცისთვის ერთგული და ვირაცისთვის მოღალატე?

    პ.ს სათაური კი სჯობდა ალბათ ყოფილიყო “რატომ ვერასდროს ვიქნები ერთგული”. რაღაც სტრანი სათაური აქვს ორი უარყოფით და ცუდია :დ

    • anna ამბობს:

      აუ ჩამეკვეხება ხოლმე “არაჩვეულებრივი” სიტყვები . ეგ სათაური კი დარჩეს 2 უარყოფითით, ორმაგად ვერ ვიქნები ანუ :დ
      იმიტომ ვარ ვიღაცისთვის ერთგული და ვიღაცისთვის მოღალატე, რომ ერთგულების შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები გვაქვს ადამაინებს :პ

  2. vekoo ამბობს:

    ძალიან კარგი პოსტია, მგონი ყველაზე მეტად მომეწონა შენთან.

    რა არის ერთგულება ჩემთვის? – ჩემი ერთგულება ჩემი შინაგანი თავისუფლებაა!

    ერთგულება და შინაგანი თავისუფლება კონფლიქტში თუ არიან, ის ურთიერთობა გასაწყვეტია.

    არასოდეს, ურთიერთობის პირველ დღეებშიც კი არ მიკონტროლებია მისი მობილური, ფოსტა, და ა.შ. არ დამიშლია სადმე წასვლა, არ მითხოვია რამე განსაკუთრებული. – ასევე ისიც.

    ერთგულების მოთხოვნილება შინაგანად უნდა მოდიოდეს , თორე ისე ნებისმიერი წაყენებული მოთხოვნა ურთიერთობის კრახის დასაწყისია

  3. vekoo ამბობს:

    ბოლოში დასასრული კი აარა, დასაწყისი უნდა დამეწერა, ჩასწორე რა :დ

  4. faifuris angelozi ამბობს:

    აკრძალვის შედეგად იბადება შიში,რომ გაიგოს იჩხუბებს მე კი ამის ნერვები არ მაქვს,იწყებ ფიქრს:მოდი წავშლი ამ მესიჯს,არ ვეტყვი ამ ამბავს და ა.შ… ეს ყველაფერი მერე გროვდება და ხდება ერთი დიდი ტყუილი.მთავარია არ შეგეშინდეს პარტნიორის რომელიც კრძალავს “რაღაცეებს”,ჩამოყალიბებულად აუხსნა რა როგორ და რატომ ჯობია. გახსნილი ურთიერთობები ბევრად მომგებიანია.

  5. აქსიომა ამბობს:

    მიუხედავად იმისა, რომ ამის რეალური საფუძველი ჯერ არავისთვის არ მიმიცია, მაინც არ მენდობიან ერთგულების თვალსაზრისით , მაგრამ ვერც მოღალატედ მთვლიან. შენი მსგავსი განცდები მეც მქონდა, მაგრამ ბოლოს მივხვდი: საკუთარი ერთგულების დამტკიცებებს არც აზრი არ ააქვს და მეზარება კიდეც. უბრალოდ მიმიღონ ისეთი– როგორიც ვარ და აუცილებლად შემიყვარონ. სულ ეს არის. თუ არ უნდათ –пошли они все на х..й!!!
    შენი რაღაცნაირი ინდეფერენტულობის გამო მომწონხარ. ბედნიერებას გისურვებ. 😉

  6. ketusi ამბობს:

    კარგი პოსტია
    უნდობლობა სიყვარულის მტერია.

    მართლა ძნელია,როდესაც სულ კონტროლი გიწევბს და შენც გაკონტროლებენ.

    • anna ამბობს:

      madloba .
      am kontrolit gamowveuli mudmivi dadzabuloba bolos ugebs xolme grdznobebs. araqvis ar sheudzlia didxans sheibochos tavi da sabolood tavs ixsnian xolme…

  7. varamski ამბობს:

    kargia rom am yvelafers mixvdi ))) me arasdros mesmoda ratom uda vicode chemi gogos paroli an iman rato unda icodes chemi da arasdros mati mesijebi ar wamikitxavs…. nelnela chveni zasogadoeba midis am cheshmaritebastan da urtiertobebi ixveweba risi erterti magalitic shen xar rac dzalian maxaresb : )

დისკუსია დახურულია.