ჰომოფობია ქართულად

რამდენიმე დღის წინ დავესწარი დისკუსიას, სადაც მიმდინარეობდა განხილვა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებასთან გეების, ლესბოსელების და ბისექსუალების იდენტიფიკაცია.

მოგეხსენებათ, რა ბნელია ქართული საზოგადოება , თუ “საზოგადოება” და რა რთულად მიდის ისეთ ფაქტებთან შეგუება, როგორიცაა სამეგობროში, ოჯახში თუნდაც უბანში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების აღმოჩენა. თუ თქვენთვის შეურაცხყოფა არავის მოუყენებია, განსაკუთრებით ფიზიკური, ესეიგი “კეთილი” ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდით და თქვენ იღბლიანი ადამიანი ხართ, თუ არ გაგიმართლებთ, შესაძლოა უცხოელი ყმაწვილის ბედი გაიზიაროთ და სასტუმროს ნომერში კიარა, სადმე თხრილში შეიძლება აღმოგაჩინონ მიცვალებული.

ვითარება საკმაოდ მძიმედ დავხატე, მაგრამ მიუხედავად ვითომ ერთგვარი შემგუებლობისა, ჩვენთან ჰომოფობიის ზეიმია. ყველაზე დიდი მაგალითი, “ნიჭიერია“, რომელიც გასულ დღეებში ყველამ ნახა. რაც არ უნდა თქვას ათმა , ოცმა და ორმოცდაათმა ადამიანმა, ფაქტია, საქართველოს მოსახლეობა ბევრად მრავალრიცხოვანია და პირველ რიგში აგრესიით შეპყრობილ ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაცია, რომ გეობით, ან ლესბოსელობით  ქვეყანა არ იქცევა და მით უმეტეს მათ, არაფერი უშავდებათ.

დისკუსიაზე განიხილა გზები, რისი მეშვეობითაც, ასე ვთქვათ, მოხდება საზოგადოების მიჩვევა ჰომოსექსუალებთან. პირველ რიგში დასახელდა რა თქმა უნდა სოციალური ქსელები. მათზე სხვადასხვა ინფორმაციის განთავსება . აქტიური ქამინგაუთები საზოგადოებასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ თავად თემის წევრებმა უნდა აიღონ თავზე ინიციატივა და დაანახონ ხალხს რომ ისინი არსებობენ. ამ უკანასკნელზე ბევრმა უარი განაცხადა , რადგან თავად მათვე ეშინიან ოჯახის, მეგობრების დამოკიდებულების, იმის რომ ხალხი ჯერ მზად არაა “ასეთების” მისაღებად და ა.შ…

ხალხი კი მზად არასდროს არ იქნება. საუკეთესო გზა მათივე გამბედაობაა, თუმცა არა გამაღიზიანებელი და მომაბეზრებელი. შესაძლოა ჩემთვის, როგორც სთრეითისთვის , ამ ყველაფერზე საუბარი ადვილი საქმეა და არც მშობლებთან მაქვს რამე დასამალი, არც მეგობრებთან, მაგრამ მე სხვა გზას ვერ ვხედავ. თუ ამ ადამიანების აქტივობა არ გასცდა ინტერნეტ სივრცეს და რეალური სახე არ მიეცა, კიდევ დიდხანს არ ეშველება არაფერს და უნივერსიტეტების წინ მდგომი ახალგაზრდები ისევ აგრესიულად მოარიდებენ თავს ჟურნალისტის მიერ დასმულ “უხერხულ” კითხვებს მსგავს თემებზე, კიდევ უფრო აგრესიულად გასცემენ პასუხს რომ ეს ცოდვაა და ასეთები საქართველოში არ უნდა არსებობდნენ…

არ ვიცი რატომ, მაგრამ ქართული საზოგადოება ყველაფერს ბევრად გაგებით ეკიდება, ვიდრე არატრადიციულ ორიენტაციას. არადა უბრალო მაგალითისთვის ნარკომანებს თითოეული ჩვენგანისთვის ბევრად უფრო მეტი ზიანის მოყენება შეუძლიათ, ვიდრე  გაკიცხულ და მიწასთან გასწორებულ ჰომოსექსუალებს.

მე ბედნიერი ვარ, რომ არავის ვკიცხავ, არავის ვუფრთხი და შეურაცხყოფას არავის ვაყენებ.

შენ?

15 thoughts on “ჰომოფობია ქართულად

  1. Mari ამბობს:

    ” თუ როგორ უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებასთან გეების, ლესბოსელების და ბისექსუალების იდენტიფიკაცია.” და იდენტიფიკაცია რატომ? დარწმუნებული ხარ რომ ეგ სიტყვა იგულისხმე? 😀

    • anna ამბობს:

      იდენტიფიკაცია არის გაიგივება, გათანაბრება , ასე რომ სწორად ვიგულისხმე ^^

  2. ნათია ამბობს:

    ეჰ, რამდენი ხანია მაგას ვჩივით, რომ პროტესტი უნდა გასცდეს ინტერნეტ-სივრცეს და გაცილებით ფართო მასშტაბები მიიღოს. მე კარგად ვგრძნობ თავს, რომ არავის ვაფურთხებ, არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არ ვკიცვავ, სამაგიეროდ, ვინც ამას აკეთებს ამითაა ბედნიერი, ჰგონია თუკი დაამცირებს და ფეხქვეშ გათელავს კარგად იგრძნობს თავს რადგან ესაა მისთვის სწორი, როგორც ჩემთვისაა სწორი რომ დამცირება და ლანძღვა-გინება არაა გამოსავალი…

    • anna ამბობს:

      ჯერჯერობით ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ხალხი თანდათან შეეჩვევა, მახსოვს ამდენიმე წლის წინ ბევრად უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე ახლაა… მართალია თავად პრობლების წინაშე მყოფი ადამიანებისთვის ეს ნელი შეჩვევა დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ მაინც არის რაღაც… სამომავლოდ :დ

      • ნათია ამბობს:

        მაგაში ნამდვილად გეთანხმები, რომ რამდენიმე წლის წინ მართლაც უარესი სიტუაცია იყო. მართალია, ხალხი თანდათან შეეჩვევა, მაგაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა ახლა, რომლებიც მათდამი ჯერ კიდევ შეუჩვეველი საზოგადოების მსხვერპლნი არიან?…

  3. siyvarulovna ამბობს:

    მეც.

    მაგრამ ქამინგ აუთი არ არის ადვილი ადამიანო :/ შენ სწორად აღნიშნე, სთერითის პოზიციიდან საუბარი ადვილია. წარმოიდგინე რომ ჰომოსექსუალების გარემოცვაში იყო და შენი სთრეთობის აღიარების შემდთხვევაში 70% გაგლანძღავს, კმვლელზე, მანიაკზე, ნარკომანზე დაბლა “საფეხურზე” დაგაყენებს, 25% დაიკიდებს ამ ფაქტს და 5% არ შეიმჩნევს, იმიტომ რომ შენ მისთვის ნორმალური ადამიანი იქნები. რას იზამდი?

    მაგრამ გეთანხმები იმაში რომ ისინი არ უნდა ჩაიკეტნონ საკუთარ ნაჭუჭში და საზოგადოების მზადყოფნას არ დაელოდნონ. ამ ყველაფერს დრო სჭირდება.

  4. faifuris angelozi ამბობს:

    ici ra aris? me piradad iqidan gamomdinare rom fotografia chemi meore mowodebaa geebsac vicnob,lesboselebsac da transeqsualebsac da chveulebrivad agviqvam mat,mxolod erti gamonaklisit,ar unda magizianebdes misi gamomwvevi saqcieli da afishireba rom is chemgan gansakutrebulia(zogs es axasiatebs) torem rashi mainteresebs rogori seqsit kavdeba?
    chven streitebs gvainteresebs vin vistan rogor kavdeba seqsit?amis gamo ganvikicxavt?shesabamisad arc isini arian gasakicxebi am kutxit.

  5. natia121 ამბობს:

    მესმის რომ ინტერნეტი საკმარისი არაა, მაგრამ აბა რა გინდა ზაალი და დიანა რომ გამოვლენ ცხრა საათიან კურიერში იძახონ ჰომოსექსუალები მიიღეთო? ან ჩვენ გავიდეთ ქუჩაში და მხარდამჭერი აქცია გავმართოთ? კარგი რა, ვისაც უნდა და ვინც არის ის მშვენივრად ეგუება სიტუაციას და მისი მეგობრებიც უგებენ, თუ არადა ტოვებენ, არანაირი პრობლემა ამაში არაა, რას გადაეკიდეთ ამ ბნელ საზოგადოებას? სულაც არ ვთვლი რომ საქართველოში ბნელი ხალხი ცხოვრობს. თქვენ ბნელი და ტრადიციული ერთმანეში სასტიკად აურიეთ, მეორეც დრო თავისას იზამს და ხალხიც “განათდება”. კარგით რა…

  6. The Bad Guy ამბობს:

    “დისკუსიაზე განიხილა გზები, რისი მეშვეობითაც, ასე ვთქვათ, მოხდება საზოგადოების მიჩვევა ჰომოსექსუალებთან. პირველ რიგში დასახელდა რა თქმა უნდა სოციალური ქსელები. მათზე სხვადასხვა ინფორმაციის განთავსება”

    ეს ყველაფერი ხელოვნურად არ უნდა მოხდეს. არაა ჯერ საზოგადოება იმისთვის მზად რომ ასე ღიად მიიღოს ეს ადამიანები და რა საჭიროა ხელოვნურად ვინმესთვის რამის დაძალება ??? ერთია სურვილი და მეორეა შესაძლებლობები. ჯერ ჯერობით იმით მაინც უნდა დაკმაყოფილდეს ეს ხალხი რომ კანონით იგივე უფლებები აქვთ რაც ტრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს დანარჩენისთვის კი დიდი დროა საჭირო ასე უცებ მენტალურ რევოლუციას ვერ მოაწყობს ვერავინ. მართლა გგონიათ რომ ადამიანი რომელსაც ცისფრებისა და ლესბოების მიმართ რბილად რომ ვთქვათ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს უცებ აზრს შეიცვლის მხოლოდ იმიტომ რომ სადღაც ფეისბუქზე ვიღაცა რაღაცას დააშეარებს? 🙂 რაც ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში სავსებით,ლოგიკური და ნორმალური პროცესია. თანაც მემგონი ამ საკითხზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემებია საქართველოში. თუნდაც ლტოლვილები.

  7. Jessie ამბობს:

    ყველას თავისი გზა აქვს არჩეული და აარვინ უნდა გავკიცხოთ, და არც ჩემი და მითუმეტეს არც არავის სხვისი საქემ არ არის ჩემი მეზობელი გეია, თუ ლესბოსელი თუ რაა

დისკუსია დახურულია.