ნემეცკი შოტი-ანუ როცა გოგო თავისას იხდის

პოსტის დაწერის იდეა ფეისბუქის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში წარმართულმა საუბარმა მომაწოდა. საქართველოში რატომღაც ცუდი ტონია, როცა წყვილი, ან თუნდაც უბრალოდ სუფთა ქართული გაგებით “მეგობარი” გოგო და ბიჭი კაფეში მიდიან და თავიანთ დანახარჯებს პატიოსნად ინაწილებენ და იხდიან.

რატომაა ეს ცუდი? ჩვენთან ჯენტლმენობის და ქალის პატივისცემის აღქმა, ვფიქრობ, არასწორად ხდება. მამამაცის ქალისადმი მზრუნველობა რატომღაც ფინანსურ მხარესთან ასოცირდება უპირველეს ყოვლისა. მიღებულია, რომ კაცმა პატივი უნდა სცეს ქალს, გადაიხადოს მისი დანახარჯები რესტორანში, კაფეში, კინოში და ა.შ და ერთი სიტყვით, თავს შემოევლოს მანდილოსანს. 

მე წინააღმდეგი გახლავართ ამ მარაზმის და რატომ: მირჩევნია კაცმა სხვანაირად გამოხატოს სიყვარული ჩემს მიმართ(და ეს სულაც არაა სიყვარულის გამოხატვა, როგორც ეს უმრავლესობას ჰგონია, ან სურს ეგონოს. ეს უბრალოდ მამაკაცური თავმოყვარეობის დაკმაყოფილებაა იმ შემთხვევაში თუ ფული გაქვს, ან საზოგადოებაში დამკვიდრებული წესჩვეულებების წინაშე თავის მოდრეკვა, ი ვსიო), ვიდრე ბანკნოტები მიფრიალოს ცხვირწინ და ხშირ-ხშირად შემახსენოს რომ მიმასპინძლა 🙂

რა სარგებლობა მოაქვს ცალ-ცალკე გადახდას? პირადად ჩემთვის, ეს ასოცირდება უფრო მეტ დამოუკიდებლობასთან. მე არ ვგრძნობ მამაკაცზე მიერთებულ დანამატად თავს, რომელსაც არ აძლევენ საშუალებას, თვითონ მიხედოს თავს და გადაიხადოს დანახარჯები;

ამასთანავე, ეს მამაკაცს კომპლექსებს მოუხსნის იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური პრობლემები აწუხებს. მოგეხსენებათ, საკუთარი თავის გამასპინძლება იოლია, 2 ადამიანის ხარჯების საკუთარ თავზე აღება კი შედარებით რთული, თუმცა გოგონებს ხშირად გვიჭირს იმის აღიარება, რას ქვია, ჩემს კაცს ფული არ აქვს? ეს როგორ შეიძლება და ათასი დეგენერატული მიზეზი არ გველევა, რასაც ურთიერთობებისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. რატომ არ შეიძლება მოვიშოროთ უსარგებლო “ქალურობა” და სიამაყე და გავუთანაბრდეთ მამრობით სქესს? კაცმა რომ გვკითხოს, ამის გარდა არაფერზე ოცნებობს ქართველი ქალი, არადა რეალურად მხოლოდ იმისკენ მიილტვიან, რაც შეიძლება მეტად იყვნენ დამოკიდებულები თავიანთ მეორე ნახევარზე.

დანახარჯებზე ერთად ზრუნვა კიდევ უფრო აახლოებს ადამაინებს ერთმანეთთან, უფრო უშუალო და მიმნდობებს ხდის ერთმანეთის მიმართ…

შესაძლოა, ამ პოსტის წაკითხვისას ბევრი ბიჭი შემომედავოს კიდევაც, გვაცალე ქალის პატივისცემაო, მაგრამ ნურას უკაცრავად, არ დაგაცდით ბატონებო 🙂

მოკლედ, არავითარ შემთხვევაში არაა სირცხვილი , როცა ბიჭი და გოგო ცალ-ცალკე იხდიან .. ჩემს მაგალითზე, ხშირი მქონია ასეთი შემთხვევები და ბევრად თავისუფლად და გემრიელად მიგრძვნია ადამიანის გვერდით თავი, ვიდრე მაშინ, როცა გულუხვად “მიმასპინძლეს” და ფული დამახარჯეს 🙂

45 thoughts on “ნემეცკი შოტი-ანუ როცა გოგო თავისას იხდის

    • allaboutnica ამბობს:

      თუ არ მოგწონს რას აკომენტარებ ან კითხულობ.

      მე მომეწონა.

      “ხშირ-ხშირად შემახსენოს რომ მიმასპინძლა” – გადაგიხადოს და მერე გითხრას აი კაი იყო რომ გადაგიხადეო? რა უბედურებაა.

  1. anna ამბობს:

    რატომ, მეც ვაკომენტარებ ხოლმე იმას რაც არ მომწონს :დ

  2. Moony ამბობს:

    გეთანხმები!

    ჩემ შემთხვევაში იცი როგორაა, როცა მაქვს მთლიანად მე ვიხდი, რცა არა მთლიანად ის 😀

    და სადმე წასვლამდე ხარჯები გადანაწილებულია უკვე.

    ვაბშეტა, საერთო ბიუჯეტი ასწორებს.

    -5 ლარი მიდევს.
    -მე 8.
    -სად შეიძლება წავიდეთ 13 ლარად?

    ეს სიტუაციაა რა. 😀

  3. anna ამბობს:

    me miyvars egeti sutiaciebi ❤ ar merideba arafris da rac gvaqvs imit mivdivart, an ar mivdivart da mokled ra D: mshvenieria ❤

  4. vekoo ამბობს:

    საწყის ეტაპზე კი, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე ლუზერი არავის უნდა გვერდით :დ

    ეხლა ჩვენს ასაკში კი ხარჯების გაყოფა არაა პრობლემა.

    ისე, პირადად მე არასოდეს გადამიხდია აჩოსთან ერთად ჩემი ფული :დ ყოველთვის ის იხდის

    • anna ამბობს:

      რა შუაშია ლუზერობა? ანუ ნახევარი მსოფლიო ლუზერია?
      ეგ სისულელეა, უბრალოდ ზემოთქმული ტრადიციად უნდა დამკვიდრდეს და არა რაღაც ისეთად, ვთქვათ ფული არ გაქვს და იყოფ ხარჯებს. უბრალოდ გინდატ და ხარჯებს ინაწილებთ. ეგრე მუდმივად”გადამხდელი” ბიჭის გვერდით მე მთელი ცხოვრება ლუზერად ვიგრძნობ თავს. მეც უნდა შემქონდეს წვლილი ჩვენს ურთიერთობაში და დანახარჯებში ….

      • Di@ ამბობს:

        შუაში კი არა, თავშია… არავის უნდა გვერდით ისეთი მამაკაცი, ვისაც არათუ ოჯახის, საკუთარი თავის შენაცვა არ შეუძლია. “სათრევი” საკუთარი თავიც მძიმეა ამ ცხოვრებაში.

        მეც რამდენჯერ გამინაწილებია ხარჯები საყვარელ ადამიანთან ერთად. როცა არ ჰქონდა, მე მქონდა და როცა ცოტა გვქონდა, ვაერთებდით… მაგრამ როცა ორივეს გვქონდა, არც გამაბედინებდა, რომ მე გადამეხადა.

  5. Jazzmena ამბობს:

    vaaa raa saintereso midgomaaaa… aqamde sad iyaviiii?? 🙂 yoveldge dagpatijeb tu shen shensas gadaixdiii (nu exa chemsasac tu gadaixdi xo saertoddd, sheniii viqnebi tavidan bolomdeee ) 🙂 😉

    • გველი ამბობს:

      ჰმ..ძალიან ცუდი რომ ამ კუთხით უყურებ საკითხს. გაბედვა რა შუაშია?? როცა ორივეს აქვს, რატომ იხდის კაცი? რატომ რატომ რატომ?? ერთი რაციონალური მიზეზი მითხარით!! (ველოდები:))
      და კიდევ, რატომ კაცს არ მოსდის თავში, მთელი ცხოვრება გვერდით “ლუზერი ქალი” რად მინდაო?! კაცისთვის რატომ არის წარმატებულის და “ფულიანის” იმიჯის დამკვიდრება აუცილებელი, და ქალისთვის კი სულაც არა?…დიახ, სულაც არ არის აუცილებელი, თუ ქალი მთელი ცხოვრება ვინმე(კაცი)ს ხარჯზე იცხოვრებს, მასზე არავინ (ან ძალიან ცოტა ვინმე თუ) იტყვის, რომ ის პარაზიტია.
      ჰოდა კიდევ, როდესაც ხარჯებს ინაწილებ, ეს უკვე თავისთავად იმას ნიშნავს რომ კაცი ლუზერია?? ასე გაიგეთ პოსტი?…

      • გველი ამბობს:

        უი Replay შემშლია…იმედია მიხვდით, ვის ვუპასუხე ჩემი ზედა კომენტარით^_^

  6. Mari ამბობს:

    მეგობრებს არასოდეს ვაძლევ უფლებას გადამიხადონ. მაგალითან. უნივერსიტეტში, ძაან უხერხული სიტუაცია იქმნება, ბიჭები რომ იქაჩებიან გადასახდელად.
    ნუ, დაპატიჟება კიდევ სხვა რამეა. მოკლედ, მომხრე ვარ “ნემეცკი შოტის”.

  7. Di@ ამბობს:

    ეს არ არის მარტო ქართული და არც ეგეთი მარაზმია, როგორადაც აღიქვამ…

    ახლახანს წავიკითხე ამერიკელი კაცის მიერ დაწერილი წიგნი სადაც ამბობს, რომ კაცებს მხოლოდ სამი რამ გვევალებაო – ე.წ. 3P-ო 🙂 to Profess, to Protect & to Provide-ო და ამ ბოლოზე ისე ჰქონდა აქცენტი გამახვილებული, რომ საერთოდ…

    ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ თუ შენ გადაიხდი შენსას, ბიჭს კომპლექსი მოეხსნება… უარესი დაემართება და ამაში 100%-იანი ვარ დარწმუნებული საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

    ასე რომ, შეირგე ხოლმე… თავიდან გსიამოვნებს დამოუკიდებლობა და რამე. როცა უკვე სერიოზული ურთიერთობა გექნებათ, მანდ აღარ გამოდის ეგრე და რაც ახლა ასე მოგწონს და “აღგაფრთოვანებს” მალევე მოგბეზრდება და ნერვებს მოგიშლის. არც დამოუკიდებლობა გამოიხატება იმაში, ფულს ვინ იხდის.

    ესაა ჩემი კომენტარი.

    • anna ამბობს:

      სერიოზული ურთიერთობა რომ მექნება მერე მით უმეტეს. მე ჩემს ხარჯებს ქმარს და ბოიფრდენს ვერაფრით ვერ ავკიდებ. საძაგლობაა ეგ და მეტი არაფერი

    • გველი ამბობს:

      ეს გადალახვადი სიტუაციაა. ყველაფერი კაცებზე და ქალებზეა დამოკიდებული!! ჩვეულებრივი და მისაღები არის ის, რაც ხშირად ხდება!..თუ ჩვეულებად დავამკვიდრებთ თანაბრად (ან არცისე თანაბრად და შეძლებდისდაგვარად) ხარჯების გაყოფას სქესთა შორის, აღარ იქნება კაცისთვის შეურაცხყოფა და ელეთმელეთის დამართვის მიზეზი ის, რომ ქალი მასთან ერთად იყოფს კაფეში ნაჭამი ხაჭაპურის ფულს.

      და ის კიდევ ცალკე თემაა, სიტუაციას რომ გააჩნია და ხანდახან “ნამდვილი მამაკაცი” რა სიამოვნებით ხარჯავს მეუღლის გამომუშავებულ ხელფასს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე.. :/

      უნდა შევგნოთ ის, რომ კაცს ეს კი არ უნდა, არამედ სჭირდება. და ამის საჭიროება უნდა მოიხსნას სწორედ. საჭიროება იმისა, რომ თავისი “კარგი კაცობა” ფულის უაზრო ხარჯვით გვიმტკიცოს.
      დამიჯერეთ რა არცერთ კაცს (და ზოგადად ადამიანს) არ ანიჭებს სიამოვნებას მუდმივად ვიღაცის თრევა, ვიღაცის შენახვა. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ რომ საზოგადოების მოლოდინია ასეთი, რასაც კაცი შეიძლება არც კი უფიქრდება უმეტეს შემთხვევაში.

      კაცებო, აი გენდერული უთანასწორობის ერთერთი შედეგი, რომელიც სწორედ თქვენ გჩაგრავთ…ამოიღეთ რა ხმა!…

  8. აქსიომა ამბობს:

    საქმიანი შეხვედრის ან მართლა მეგობრული ვიზიტის დროს საზკვების ობიექტში– გამართლებულად მიმაჩნია ხარჯების ინდივიდუალურად დაფარვა.
    რაც შეეხება შეყვარებულ წყვილს მსგავსი რამ არც უცხოეთში არ მიაჩნიათ მგონი ნორმალურად უმრავლესობას. მამაკაცი პატიჟებს ქალს და ამ გამასპინძლების მთლიან ხარჯებსაც ის იღებს თავის თავზე. თუ ფული არ გაქვს –სახლში დაპატიჟე მაშინ! რა მარაზმია! რატომ უნდა გადაიხადოს გოგომ ფული შეყვარეულთან ერთად ყოფნისას კაფეში? ეს ჯერ მამაკაცის– როგორც ძლიერი სქესის წარმომადგენლის შეურაცხყოფაა. მაშინ ისიც მოგეწონება ალბათ ქალი–მშენებლობაზე და მამაკაცი სამზარეულოში და ბავშვებთან. ფუნქციების არანორმალური გადანაწილებაა ეს. საერთო ხარჯებზე ოჯახის სექმნის შემდეგ ილაპარაკონ გოგოებმა და გამართლებულიც არის ერთიანი ბიუჯეტის ქონა. ანი ვერ დაგეთანხმები, ასეთი დამოკიდებულებით ხდება მამაკაცის ფსიქოლოგიური რეგრესი და ბოლოს ისევ გოგოები ადანაშაულებენ უფუნქციობაში. ყველაფერს თავისი წესი და ლაზათი აქვს . აფსურდია და მეტი არაფერი. 🙂

    • anna ამბობს:

      რატომაა ფუნქციების არანორმალური გადანაწილება ვერაფრით ვერ ვხვდები. მე სრულიად მისაღებად მიმაჩნია. უბრალოდ ქალებს გვიყვარს რაღაცების კაცებისთვის გადაბარება და მათ მოვალეობად ქცევა.

    • გველი ამბობს:

      ლოლ…სექსისტი ხარ შენ 🙂

      რატომ არ გაიჟღერებს ასეთი ფრაზა: “თუ ფული არ გაქვს, რას ეპატიჟები ბიჭს რესტორანში? ბიჭმა უნდა გადაიხადოს?? რა მარაზმია?!” – ჰა? ყურში რაღაც ცუდად მოგხვდათ ჰო??… რაღაც ვერ აღიქვით?… ამაშია მთელი პრობლემა.
      ის ქალებიც, რომლებიც მათთვის საკმარისი ფულადი სახსრების არქონის გამო უფუნქციობაში “ადანაშაულებენ” კაცებს, სექსისტები არიან და ღირსები არიან იმისა, რომ მთელი ცხოვრება ვიღაცას შეჰყურებდნენ რომ მატერიალურად უზრუნველყოს (თანაც ცუდად :D).

  9. Di@ ამბობს:

    აბსულუტურად ვეთანხმები აქსიომას და თუ გაინტერესებს როგორი ვითარებაა ევროპაში ამ კუთხით, ლიკანტოს პოსტი წაიკითხე, უნგრეთშია, აგერ უკვე მეორე წელია… http://likanto.wordpress.com/2011/02/21/ladies-first/

  10. knuti ამბობს:

    მეგობართან ერთად (ბიჭი) ვიყავი კაფეში, მე გადავიხადე და გარშემომყოფების სახეები უნდა გენახათ 😐

  11. აქსიომა ამბობს:

    რატომ ანი და მამაკაცს უნდა მისცე საშუალება მამაკაცური “ამბიცია” დაიკმაყოფილოს. ასე ცოტა უხეში(ამ შემთხვევაში ფინანსური), მაგრამ ჯენტლმენური გზით, სხვა და სხვა ფორმით გამოხატოს თავისი მზრუნველობა შენს მიმართ. თუ ფული არ ააქვს კიდევ ვიმეორებ არ არის აუცილებელი რესტორნებში სიარული, ნაყინზე დაგპატიჟებს და პარკში ისაუბრაბთ რა ვიცი…
    რაც შეეხება დაყვედრებებს… ეგ ცლკე მარაზმია–მასეთი არც კაცია ნორმალური და არც ქალი.
    ქალმაც და კაცმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი საზოგადოებაში. სხვა სტერეოტიპების მსხვრევა კი ბატონო, მაგრამ ეს უკვე ჯენტლმენობას ანუ ზრდილობას ანუ საზოგადოებრივ და კულტურულ ნორმებს ეწინააღმდეგება. მეგობრულ “პონტში” თუ უნდათ ისე უქნიათ სულ გოგოს უხარჯია ბენზინის და რესტორნის ფულები. მეგობრობა–სქესობრივ განსხვავებაზე გაცილებით მაღლა დგას და იქ ურთიერთობის რადიკალურად განსხვავებული წესები მოქმედებს.
    იმედია დამაჯერებლად ჩამოვაყალიბე ჩემი არგუმენტები. 🙂

    • anna ამბობს:

      იცი , მყავს ნათესავი, რომელიც ყველა ქალთან იკმაყოფილებს ამ თავის მამაკაცურ ამბიციას და ახარჯებს ფულს დამოკლედ რომ ვთქვათ ანებივრებს , ანუ ტრადიციული გაგებით ქალის “პატივისცემა” არ ეშლება. მაგრამ მიუხედავად ამისა არაკაცია. არკაცია იმიტომ რომ თავის მამაკაცურობას ფულს უკავშირებს და არა სხვა, უფრო მაღალ ღირებულებებს. ფული ან გაქვს ან არ გაქვს.. არაა სირცხვილი, ხარჯების განაწილება. ადამიანურობა , განსაკუთრებით და ამ შემთხვევასი მამაკაცის ფულით ყველაზე ნალებად ისაზღვრება. მილიონერი რომ ავიღოთ, რომელსაც გადახდის პრობლემა არ ექნება, იგულისხმება რომ ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულეა , თუ იმიტომ გაფლანგავს ფულს რომ უბრალოდ აქვს?

  12. tamri ამბობს:

    თემა ძალიან საინტერესოა. ალბათ ბევრი თქვენგანი არ დამეთანხმება. მაგრამ ამბობენ, რომ რეალურად, კაცი რაც მეტს გახარჯავს (მათ შორის, ფულსაც), მით უფრო გაფასებს. ახლახანს დავასრულე დიდხნიანი ურთიერთობა, როცა ძალიან ძალიან ვუწევდი ანგარიშს მამაკაცს, და ბოლოს მიხვდი, რომ თავს ქალად საერთოდ აღარ ვგრძნობდი და ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა, რომ მე ვიყავი უპრეტენზიო გოგო, რომელსაც არც სადმე დაპატიჟება უნდოდა, არც მიცილება-მოცილება. არა… თუ ფული არა აქვს, შეიძლება გაინაწილო ხარჯები, მაგრამ საერთოდ, წესად უნდა ქონდეს, რომ ქალი დაპატიჟოს.

    • აქსიომა ამბობს:

      რეალურად არ გვინდა ამის აღიარება, მაგრამ ფულის ხარჯვა ქალის და მამაკაცის მხრიდანაც მისი შენს მიმართ დამოკიდებულების პირდაპირ პროპორციულია (ბიუჯეტის გათვალისწინებით რათქმაუნდა). აბა რატომ დაახარჯავ ფულს იმას ვისაც არ აფასებ? 🙂

      • anna ამბობს:

        ზემოთ გაგეცი პასუხი კომენტარზე, რომელიც ვფიქრობ ამასაც პასუხობს. მე ქალი ვარ მაგრამ მე რომ ამიღო, სიტყვაზე, ნებისმიერს , თითქმის, როცა ფული მაქვს შემიძლია ისევე ვუმასპინძლო, როგორც საყვარელ ადამიანს.
        ამას რომ თავი დავანებოთ, მყავდა ბიჭი, როელსაც ჰქონდა ფული და აფრქვევდა აქეტ იქეთ ყველა გოგოსკენ, მეგობარი იქნებოდა ის, მე ტუ ნათესავი. ეს სრულიადაც არ ნიშნავდა იმას რომ ყველაზე გიჟდებოდა და აფასებდა. უბრალოდ ამაყობდა იმით რომ ფულიანი ტიპი იყო.

  13. ninnaka ამბობს:

    ვერ დაგეთანხმები რიგ საკითხებში, მეგობრული შეხვედრების დროს ნამდვილად ყველა იმდენს ვდებთ რამდენიც გვაქვს, მაგრამ როცა უკვე სიყვარულთან გვაქვს საქმე, მითუმეტეს ურთიერთობის საწყის ეტაპზე იქ უკვე მე თვითონ ვიგრძნობ დისკომფორტს ბიჭმა ანგარიში რომ მომაწოდოს და კაპიკების თვლა რომ დამიწყოს. აქსიომას და Di@-ს ვეთანხმები ყველაფერში და თუ ეს ჩემი მხრიდან “უსარგებლო ქალურობის” გამოხატულებაა, დაე იყოს, ეს მე არ მაშფოთებს. 🙂

  14. Kate_AlukaЯD ამბობს:

    მოკლედ ფემინიზმზე და გენდერულ თანასწორობაზე ტვინს ვტ…ავთ :დ:დ:დ
    და შეყვარებულს რომ გადაუხადო სადმე ეგ უკვე ტეხავს ხო?! :დ:დ:დ:დ:დ
    ნუ რავიცი მე გადამიხდია შეყვარებულისთვის და რატომღაც გაგიკვირდებათ და არ გაგვტყდომია :დ:დ
    რა სისულელეა რახან მიხდის ესე იგი პატივს მცემს? :დ
    სხვა რამეთი რომ გამოხატოს და ესეთ სისულელეებზე არ დავწვრილმანდეთ არ გინდათ? :

  15. აქსიომა ამბობს:

    გენდერული თანასწორობა, ფემინიზმი, ემანსიპაცია– იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ქალების იდეაფიქსია. მარტივი ლოგიკაა თუ გეპატიჟებიან–იხდიან კიდეც. თუმცა ერთ რამეში დაგეთანხმებით: ინდივიდუალურად, გემოვნების საკითხია და ყველა მაგ პოზიციაზე მყოფ გოგონას გისურვებთ მხოლოდ მასეთი მამაკაცები გყოლოდეთ გვერდით ვინც მუდმივად გაგინაწილებთ საერთო დანახარჯს სხვა ცხოვრებისეულ მამაკაცურ სირთულეებთან ერთად,
    ემანსიპირებული გოგო და ფემინიზებული მამაკაცი–კარგი მიმართულებით მიდის საზოგადოების ნაწილი. 🙂

  16. Lord Vader ამბობს:

    ბანკნოტები მიფრიალოს ცხვირწინ და ხშირ-ხშირად შემახსენოს რომ მიმასპინძლა

    და უფლება მოიპოვა შენზე.
    ლოგიკა ესაა. 🙂

      • Lord Vader ამბობს:

        არ მოიპოვა რა თქმა უნდა 🙂 უბრალოდ მატერიალური დამოკიდებულების ხაზგასმა ხდებოდა. და ხდება ისევ.
        ჩემი ბოლო პოსტის კონტექსტშიცაა ისე 🙂

  17. kevana ამბობს:

    მე ვეთანხმები ზოგადად პოსტს.

    მცირე ცვლილებებით, რომლის შესახებ დაწერა მეზარება.. ამიტომ ამას ვწერ: ზოგადად ვეთანხმები პოსტის პათოსს…

  18. Stichoza ამბობს:

    გეთანხმები 🙂 კომპლექსებზე ვერაფერს გეტყვი, არ მჭირს ეგეთი რაღაცები 🙂
    დაახლოებაზე გეტყვი, რომ მართლა ძალიან აახლოებს “ნემეცკი შოტი”, მაგრამ ურთიერთობის დასაწყისში მაინც ჩნდება სურვილი რომ გადაუხადო ან რამე ეგეთი…

  19. ლიბიკა სილვესტრის ამბობს:

    საინტერესო ისაა, რამდენი მამაკაცი იგრძნობს თავს რეალურად კომფორტულად, როდესაც ქალი ეტყვის რომ საკუთარი დანახარჯის გადახდა სურს. არც ისე ბევრი, დამიჯერეთ 🙂 ერთი მხრივ მამაკაცთა უაზრობაში გამოხატული ‘ქალის პატივისცემა’ და მეორე მხრივ ქალების კონფორმიზმი და სიშტერე – აი ეს არის მიზეზი იმის, რომ კაცები იხდიან დანახარჯს 🙂

  20. nikky_leo ამბობს:

    mamakacs, romelic yavis fuls (daax 3-5 l) ixdis kafeSi sadac TviTonve patiJebs, raime uflebebi eniWeba gogos mimarT? Tu amas davarqmevT- ”kaci qals ar unda inaxavdes” maSin ar unda gvindodes arc yvavilebi, arc is patar patara wvrilmani sasiamovno paWipuWebi romelzec mamakaci ixarjeba urTierTobis dros. es ukve marTla marazmia, warmoidgineT situacia – yvavilebi miyide? maSin me naxevar fuls gadavixdi da 5 Sen waiRe saxlSi 5-s me waviReb?

    aseT qcevas kargi arasodes araferi ar moyveba, amiT qali TviTonve iwvevs mamakacis atrofias pasuxismgeblobis mimarT, ar vambob rom marTla sxvis xarjze unda cxovrobdes gogo magram nemecki Soti-megobrebSi jobia, iq gamoxate ramdenad emansipirebuli da damoukidebeli xar. sayvarel adamianTan imis mtkiceba “me magari gogo var da Cems Tavs me TviTonve mivxedav”- kafeSi fulis frialiT ar aris saWiro, erT mSvenier dRes SeiZleba raime ufro seriozuli problema iyos gadasaWreli magram Tqveni mamakaci ukve mieCvia rom “es iseTi magaria rom Tavis Tavs mixedavs”

    • გველი ამბობს:

      და იგივე ლოგიკით კაცს არ უნდა “ეშინოდეს” რომ ქლი მიეჩვევა რომ მას სულ კაცი მიხედავს და მასზე (კაცზე) კი არა თავის თავზეც კი თვითონ აღარ იზრუნებს?? რა სისულელეა!

      ყვავილების ჩუქებაზე და დაპატიჟებისას გადახდაზე არ ყოფილა ლაპარაკი. რა ვიცი, მე ასე გავიგე…. თუმცაღა კაფეში ან გინდაც სადმე გასართობ ადგილას წასვლა რატომღაც ყოველთვის “ბიჭისგან გოგოს დაპატიჟების” ფორმას იღებს. და ნუ ახლა თუუ დაპატიჟაა, უნდა თვითონ გადაიხადოს რა თქმა უნდა!…
      რამდენად ხშირად პატიჟებს ქალი კაცს (და შედეგად მას უწევს შემდეგ მთლიანი ხარჯის გადახდა)? რატომ ხდება ასე? ეს მხოლოდ ცარიელი კითხვებია! არაფერს ვამტკიცებ.

      აქვე სავარაუდო პასუხი: 100%–დან დაახლოებით 3–5% შემთხვევაში.
      😦

  21. Giorgi ამბობს:

    ხო მაგრამ ბევრი გოგო სხვანაირად აღიქვამს ამ “ნემეცკი შოტს” 🙂

Comments are closed.