მგონი კაცი ვარ, ანუ თითქმის არავითარი რომანტიკა :)

სადმე ბევრი ქალი თუ შეიკრიბა, რა თქმა უნდა, საუბრის ძირითადი თემა მათი მამაკაცები, ზოგადად მამაკაცები და მათი ძირფესვიანი დახასიათებაა ხოლმე. ყველას აქვს რაღაც პრობლემა , მაგალითად , ვიღაცის ქმარს რომანტიკა არ ჰყფოფნის საიმისოდ, რომ ყოველ დღესასწაულზე ყვავილები მიართვას ქალს, ვიღაც ყოველ დილით სიყვარულს არ უხსნის თავის მეორე ნახევარს და ა.შ.

მსგავს რაღაცებს რომ ვუსმენ ხოლმე, საკუთარ თავს ვეკითხები, შემთხვევით კაცი ხომ არ ვარ 🙂

არასდროს მქონია სურვილი ვინმეს ყვავილები ეჩუქებინოს ჩემთვის. რაც არ უნდა სამარცხვინო და არაქალური იყოს, ერთი შემთხვევა მახსოვს, ვარდი გავპუტე და სახეში შევაყარე ბიჭს 😦 ყველამ წინასწარ იცის რომ მძულს ყველანაირი ყვავილი და ყვავილთან მიმსგავსებული ობიექტი.

არც სხვა სახის საჩუქრებს ვწყალობ დიდად. იმდენად დიდ უხერხულობას განვიცდი საჩუქრის მიღებისას, სასიცოცხლო ძალები მეცლება ხოლმე დარცხვენილი სახით მადლობის გადახდისას.

რაც შეეხება დღეში ასჯერ დარეკვას და ყურადღებიანობას, რაც ასე სიამოვნებთ გოგოებს, მე ამაზე ნერვები მეშლება და ვღიზიანდები. განსაკუთრებით ურთიერთობის საწყის ეტაპზე, როცა ადამიანს წესიერად არ იცნობ და ის კი უკვე ანგარიშებს გაბარებს, სად იყო და რა გააკეთა, კბილები რომელ საათზე გამოიხეხა და მსგავსნი და მსგავსნი..

მეზარება სახლიდან ყოველდღე იმისთვის გასვლა, რომ სატრფო ვიხილო. მეზარება ყოველთვის, როგორც არ უნდა მიყვარდეს ადამიანი 🙂 არ ვარ წინააღმდეგი ერთად ცხოვრებისას ყოველდღე ვუყურო და დავტკბე, მაგრამ სახლიდან ფეხს ნუ გამადგმევინებთ ასე ხშირად :დ

ფეხებზე ვიკიდებ ყოველგვარ  ჯენტლმენურ ჟესტს, ჩემს დასაცავად მომართულს,  ვინაიდან და რადგანაც, ეს ხაზს უსვამს ჩემს ქალურ სისუსტეებს, რის დამალვასაც მთელი ცხოვრებაა ვცდილობ.

რაღა დარჩა რაც შეიძლება კაცში მომწონდეს? თავისუფლება და უშუალობა, ხუმრობანარევი და საინტერესო საუბრები მასთან. თუნდაც არასაინტერესო, მაგრამ ისეთი, რომელიც შემამსუბუქებს და გამართობს. კვირაში ერთი ორი გასეირნება და ბევრი სიცილი… კიდევ ბევრი რამ, რისი ჩამოწერა პუნქტებად ალბათ შეუძლებელია, და რასაც მხოლოდ მე ვგრძნობ 🙂

მოკლედ, ასეთი გახლავართ მე, თითქმის მოწყვეტილი უცნაური ახირებებისგან და რომანტიზმისგან :დ

 

10 thoughts on “მგონი კაცი ვარ, ანუ თითქმის არავითარი რომანტიკა :)

  1. Mari ამბობს:

    ვარდების მტერო! ხომ გეუბნები, ადამსი ხარ-მეთქი 😀 😀
    გამოდის, რომ შენთვის ვწერ პოსტს სახელად “როგორ გავხდე გოგო” 😀 😀

    • anna ამბობს:

      გველოო :დ აი რას მერჩი, ინატროს ყველა კაცმა ჩემნაირი უპრობლემო და იოლადმოსავლელი ქალი :@

  2. აქსიომა ამბობს:

    როგორ გამიხარდა შენი პოსტი რომ დავინახე არ იცი. ყველაზე ბოლოს შემოვინახე და ეხლა ყურადრებით ჩავიკითხე. მსგავსი მიდგომა ემანსიპირებულ ქალებს ახასიათებთ. ზედმეტად დამოუკიდებელი ხარ. ალბათ კარგიც არის , მაგრამ კაცებს გაუჭირდებათ შენი გულის მონადირება.:)

    • anna ამბობს:

      შეიძლება უჭირდათ მაგრამ მონადირდა ჩემი გული დიდი ხანია უკვე :))) თანაც ყველაზე უცნაურად :დ

  3. sofo ამბობს:

    აი დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა, მალე მე–6 წელი დაიწყება ჩვენი ურთიერთობის და დღეში ათასჯერ რომ მირეკავდეს ან ვურეკავდე, ან ყოველდღე დავდიოდე სანახავად, ალბათ გავგიჟდებოდი. რაღაც დისტანცია ალბათ მაინც უნდა იყოს, მიუხედავად ამდენწლიანი ურთიერთობის.
    ისე ყვავილები არც მე მიყვარს, უნივერსიტეტიდან რომ მოვდიოდი ყვავილების მაგივრად შაურმით მხვდებოდა ხოლმე 🙂

    • anna ამბობს:

      რა ნაცნობი სიტუაციაა, როცა მე და ჩემი ბიჭი საშაურმეში დავდიოდით, ყოვლად არარომანტიკულ გარემოში :დ
      ყვავილებს შაურმა ათასჯერ მირჩევნია ❤

  4. lady19 ამბობს:

    chemgan absoluturad gansxvavdebi)) marto saxlidan gasvla mezareba xolme zogjer, isic imitom, rom dzirfesvianad unda movwesrigde. pativs gcen rogorc pirovnebas, tumcachemi antipodi xar ukve me2 postia ))

Comments are closed.