ჩემი უხასიათობის მიზეზი

ვერაფრით ვერ დავიწყე წერა რეჟიმში. როცა თავში ხან ერთი კანონი ამოგიფრიალდება, ხან მეორე, საკუთრებასა და მფლობელობას შორის განსხვავებებზე ფიქრობ, სხვა დანარჩენი უკანა პლანზე იწევს, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.

თუმცა პოსტი უნივერსიტეტის გამო მოუცლელობაზე არ მინდა დავწერო;

მაქვს ხოლმე პეროდები, როცა მარტო კაფეში ჯდომა და ფიქრი ყველაფერს მირჩევნია. ჩემთვის წყნარად მეცადინეობა, თუნდაც სახლში ყოფნა და მუსიკის მოსმენა. როგორც წესი ეს ე.წ “გაუჟმურებები” ჩემს relationship-ებს ემთხვევა. როცა ვინმე მომწონს, ან მიყვარს.. მოკლედ, როცა მყავს ადამიანი, ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივ თავყრილობებზე გამოჩენის სურვილი არ მაქვს, მივდივარ იძულების წესით, ან მოვალეობის მოხდის მიზნით. ამ უკანასკნელსაც საკუთარი თავის გამო ჩავდივარ, სულ მთლად რომ არ ჩავიკეტო და იმ “ერთადერთზე და განუმეორებელზე” ფიქრში არ ამომხდეს სული 🙂

არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი. ალბათ უფრო ცუდი. სტატისტიკურად რამდენი გოგოა ასე, არც ეს ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კაცები მსგავსი რაღაცებით თავს არ იწუხებენ 🙂 აი მე კი არ მესმის, რატომ მინდება ჩემთვის განმარტოება, იმის მაგივრად, რომ წავიდე ღამე მეგობრებთან, ვილაპარაკო, დავლიო, გავერთო, გავჭორო “ის” ?

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვა ჩემს თავს საკითხი : გა და ვა ნა წი ლო ყველაფერი ერთი და იმავე დოზით , მორჩა და გათავდა ! მერამდენედ, მაგრამ მაინც. მახსოვს , ადრე ვწუწუნებდი პოსტში, შეყვარებულებს და უფრო ხშირად გათხოვილ ქალებს საკუთარი მეორე ნახევრების მეტი აღარავინ უნდათ-თქო. არ მინდა ვაღიარო რომ ვუახლოვდები ამ ზღვარს 😦

არადა მთელი ცხოვრებაა მამაკაცების ზეგავლენას ვებრძვი. საბოლოოდ კი მაინც მათი ბოროტი კლანჭების მსხვერპლი ვხდები 😦

10 thoughts on “ჩემი უხასიათობის მიზეზი

  1. აქსიომა ამბობს:

    მაგ პრობლემას ვერაფრით მოაგვარებ. სიყვარული– მაქსიმალისტი გრძნობაა, ან მთლიანად უნდა გადაეშვა მასში ბოლომდე, ან საერთოდ მიატოვო. ოქროს შუალედს არ ცნობს სიყვარულის ფილოსოფია! ასე, რომ ავიტან შენს უყურადღებობას და მირჩევნია ბედნიერება გისურვო, ვიდრე იმედგაცრუებული სასოწარკვეთილ ან ჭკუის სასწავლებელ პოსტებს წერდე ინტენსიურად. :))))))))

  2. georgianeli ამბობს:

    ეჰ, მამაკაცისადმი აპრიორი ისეთი მიდგომა გქონია, რომ მასთან დაკავშირება უკვე ბოროტ კლანჭებში ყოფნად მიგაჩნია 🙂 და რატომ არა რაიმე უფრო პოზიტიური, თბილი, ტკბილი, საბედნიერო და გემრიელი?

  3. ketusi ამბობს:

    გახდები თუ არა ” მათი ბოროტი კლანჭების მსხვერპლი”–ეს უკვე შენი არჩევანია.
    გათხოვილი ქალების შემთხვევაში კი–რა თქმა უნდა წესით ”საკუთარი მეორე ნახევრების მეტი აღარავინ უნდათ”–ეს ასეც უნდა იყოს–ამაშია ქორწინების არსი,მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას,რომ რაიმე წნეხის ქვეშ იყო!
    ყოველ შემთხვევაში მე ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნები
    ბედნიერებას გისურვებ 🙂

დისკუსია დახურულია.