არ მოვმკვდარვარ

მოკლედ, როგორ ვარ ცოცხალი არ ვიცი. თავი ინტერნეტზე სრულებით დამოკიდებული მეგონა და ქე ვუძლებ გმირულად აგერ უკვე ათი დღეა… მობილურით ფეისბუქზე შესვლითაც დიდად არ ვიკლავ თავს და ვცხოვრობ ჩემთვის მშვიდად და უშფოთველად. სამაგიეროდ, როცა რამე იდეა მომივა თავში  და მინდა დავწერო, მავიწყდება, ჰოდა, მგონი წერასაც გადავეჩვიე. მილიონი პოსტი მაქვს წასაკითხი და ეგეც გულს მიკლავს 😦

თუ კომპიუტერის არქონით გამოწვეულ წუწუნს მოვრჩები და მიმოვიხილავ დანარჩენ რაღაცებს, ყველაფერი რიგზეა და რა მოვყვე, საიდან დავიწყო, აღარ ვიცი… არც მახსოვს სად გავჩერდი და . თან როცა რამეს მიანებებ თავს, მერე დაწყება გიჭირს… ახლაც, ამ ყველაფერს თავისგასამართლებლად ვწერ, თორემ, სულ აღარ მინდა. როგორც ვეკო ამბობდა, მგონი ეს ბლოგინგი, უსაქმურობის მოსაკლავი ჭიაა.. რომ დაკავდები რამე სხვა საქმით, ან გადაეჩვევი, აღარ გიზიდავს…

სულ ერთია, მე დანებებას არ ვაპირებ, სულ რამდენიმე დღე მაქვს მოსათმენი . ყველაზე კარგი რაც 10 დღიანმა უკომპიუტერობამ ქმნა, ისაა რომ ლეპტოპი მეღირსება… რაღაც უნდა დაკარგო რომ ახალი რამე შეიძინო , ჰოდა დედაჩემი ვაიძულე შემისყიდოს. მგონი მოთმენად ღირს !!

ეჰ ისე ყველაფერი ღირსშესანიშნავი ჩემი ინტერნეტიდან გაქრობას დაემთხვა, იაპონია დაიქცა, ქართველებს კიარადა თხუნელას თავზე უქნეს და…. ხო კიდე, ტანია მარია ჩამოდის, უფრო სწორად, აწ უკვე ჩამოსულია… ამ ყველაფერს შორიდან როგორ უნდა უყურო არ ვიცი არ ვიცი! იმედია, როცა დავბრუნდები, კიდევ რამე მოხდება, თხუნელას შემდეგ უფრო დიდ მასშტაბებს უნდა ველოდოთ ალბათ და მომეცეს იქნებ საშუალება, თითები დავიღალო.

ჰოოდა გემშვიდობებით, მომავალ გამოჩენამდე 🙂

4 thoughts on “არ მოვმკვდარვარ

  1. dato darbaidze ამბობს:

    eh 😐 arada rogor aklixari qartul blog samyaros :)))
    daje obamam gikitxa sada sad daikargao ras piqrobs iaponiastan dakavshirebito :))

    vitom vixumre :))))

  2. NinucaElectro ამბობს:

    ვაა ცოცხალი ხაარ? :დ უი ანნაააა ცოცხალიაა! გიხაროდენ სრულიად ბლოგოსფერო!

  3. აქსიომა ამბობს:

    სად გაქრა ჩემი კომენტარი! ვააახ!!! სად წახვედი ანი? აბა ცოცხალი ვარო და რამეო?!!!!

Comments are closed.