და ბოლოს… დამეწყო

საუკუნოვანი არდადეგებისგან გაზარმაცებულს, როგორც იქნა, სწავლის დაწყება მეღირსა, როგორც იქნა. ჯერ კიდევ როდის ვნატრობდი, მალე დაწყებულიყო, და დღეს, საზეიმო განწყობით შევაბიჯე უნივერსიტეტის მაღალ კედლებში 🙂 რა პათოსით ვწერ, მეთვითონაც მიკვირს, მაგრამ მართლა გახარებული და რაც მთავარია, საფუძვლიანად კმაყოფილი ვარ. მერე რა , რომ პირველი დღეა, მთავარია, კარგად დაიწყო…

ჯერჯერობით მიკვირს, ყველა თსუელი უნივერსიტეტის ლანძღვაში რომაა, მაგრამ იმდენად მინდოდა გადასვლა, ვფიქრობ და ვიმედოვნებ, სიხარული დიდხანს გამყვება და როგორც ერთ-ერთმა პროფესორმა გვითხრა, გამოცდების მერეც შემინარჩუნდება 🙂

რაც ძალიან მაგარია, არის ის, რომ როგორც იქნა, ყველა საგანი , თუ ინგლისურს არ ჩავთვლით, სამართალთანაა კავშირში… აღარ ვსწავლობთ სამასნაირ არაპროფესიულ საგანს, ეკონომიკა, სოციოლოგია და ბლა ბლა, რომელთა რაოდენობაც, როგორც ადრევე აღვნიშნე, სჭარბობდა პროფესიული საგნებისას.. მოკლედ, ერთი დიდი პლიუსი თსუს ამაში ..

ადგილმდებარეობას ვაღმერთებ… სადაც კი რამე საქმე მაქვს, ხელი ყველაფერზე იოლად მიმიწვდება. ყველა ჩემი ნაცნობი, მეგობარი, არამეგობარი, საძაგელი ადამიანი და ა.შ, ერთადაა თავმოყრილი და ძალიან მიხარია 🙂 ბევრნი იქნებით ჩემთან, მონატრებულებს მოგეფერებით.

რაც შეეხება განვლილ დღეს, მქონდა ორი ლექცია ვალდებულებით სამართალში, დილის 9 საათზე. ორი დღით ადრე ფსიქოლოგიურად შევამზადე თავი, რომ გამღვიძებოდა და მივფორთხდი…  ლექტორი პირველი შთაბეჭდილებებით ძალიან მომეწონა, კარგად კითხულობს, კარგად ფლობს მასალას და კარგად ხუმრობს. მეტი რა მინდა ჯერ 🙂 სემინარს არ იბარებს და საწუწუნო ალბათ არც არაფერი მექნება, აქაოდა ქულა დამაკლო-თქო:)

ლექციების მერე, ბავშვები ვნახე. როგორც უკვე ვთქვი, ყველამ თსუში მოიყარა თავი, სადაც გავიხედე, ყველგან მეგობრები, მეგობრები მეგობრები.. ასეთი მაგარი შეგრძნება არ მქონია დიდი ხანია…

მაგრამ რად გინდა, ყველაფერი ჩამშხამდა, როცა უნებლიედ კოლგოტი გამეხა და ჭავჭავაძეზე ერი და ბერი(ამ უკანასკნელის ნამდვილი გაგებით) ჩემს დაშავებულ მუხლს შესცქეროდა და ბოლოს ლამის ქვები დამიშინეს… ჰოი ბედკრულო საქართველოვ, კიდევ ბევრი გიკლია ნანატრ “ევროპელობამდე”! საქმე იქამდე მივიდა, რომ უახლოეს მაღაზიაში დავტოვე ჩემი ბიუჯეტი და თავიდან შევიმოსე …

რაც შეეხება სხვა დანარჩენს, რა თქმა უნდა დღე ამით არ დასრულებულა, და საღამოს აღმოვაჩინე რომ კოლგოტის ამბავი ბედნიერება იყო იმასთან შედარებით რაც მელოდა, მაგრამ ამაზე სხვა დროს და სხვა პოსტში..

16 thoughts on “და ბოლოს… დამეწყო

  1. ირმის ნახტომი says:

    ოგ, მესამე კვირაა დამეწყო და ამ პრაქტიკების გამო ჯერ მხოლოდ ერთხელ მივედი. იმედია ოთხშაბათს დავამთავრებ (თუ გამოცდას ჩავაბარებ) და დავიწყებ სიარულს, თორემ პრაქტიკა გვერდით იყოს და უნი-ში მომეხაზება.

  2. Mari says:

    გილოცავ! იმედია დიდხანს გაგყვება ეგ სიხარული 🙂

  3. siyvarulovna says:

    თსუ ❤ მთელი აბიტურიენტობა თსუ–ს სიყვარულში გავატარე და იმედი მაქვს არ ცამშხამდება როგორც მიწინასწარმეტყველებს არა–ერთი

  4. Molly Bloom says:

    თსუ-ს დიდი ხნის წინ დავემშვიდობე, მაგრამ ჩემი ფარღალალა მეორე კორპუსი დღემდე მიყვარს და გამკიცხეთ 🙂

    წარმატებები, ანა 🙂

  5. axsiom says:

    ბედნიერი ვარ სტუდენტი, რომ აღარ ვარ! წარმატებები ანი 🙂

  6. axsiom says:

    P.S. ხო, მართლა და ძალიან ლამაზი ხარ ამ ფოტოებზე. 😉

  7. Teaa says:

    axsiom-ს დასტური ორივე განცხადებაში 😀 😀 – 1) მეც!- ბედნიერი ვარ რომ სტუდენტი აღარ ვარ, და მოვწყდი თსუ-ს, დ ა2) მეც! მომეწონე ამ ფოტოებზე 🙂 🙂 good luck

  8. ჰექსე says:

    ეგ არის თსუ-ს ყველაზე დიდი პლიუსი რომ სამართალზე სწავლობ სამართალს და არა პოლიტეკონომიას. 🙂
    წარმატებები და
    ვალდებულებითი სამართლის ლექტორის სახელი? 😛

  9. anna says:

    ეჰ, მომენატრა მეც ყველა და ყველაფერი… მექნება კომპი ხელთ და აღვსდგები :ს

  10. otius says:

    სალამი დიადი სოც.პოლის ფაკულტეტიდან 🙂
    თითქოს მეც გადამინდა უნივერსიტეტი და რა ხდება არ ვიცი 🙂

    პ.ს. ძლიერიშვილი კარგი ლექტორია ,როგორც ვიცი … წარმატებებს გისურვებ 😉

  11. otius says:

    მე თუ მეკითხები, მე სულ სოც.პოლზე ვსწავლობდი და ვსწავლობ :))

Comments are closed.