ყოფილი ცოლების კლუბი

ერთ მშვენიერ დღეს ტელევიზორი ჩავრთე და მივხვდი, ზოგჯერ ღირს ყურებად ჩვენი ტელეეთერი: როცა საწერი მასალა შემოგაკლდება, არ იცი რა დაწერო და ფიქრობ, შეხედეთ ცისფერ ეკრანებს და მასალაც მზადაა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პოსტის სახელწოდებიდანაც მიხვდით ალბათ, ვოთ ებაუთ აი ემ გოინგ თუ რაით…

მოკლედ, ვნახე გადაცემის პრომო, საიდანაც დავასკვენი , რომ გაკეთდა კიდევ ერთი ქართული მარაზმი. სტუდიაში დაიდგმება, თუ დაიდგა რამდენიმე ფუმფულა სავარძელი, რომელიც შეივსება სამი სასოწარკვეთილი, აწ უკვე ყოფილი დიასახლისის ტაკოთი და შედგება საუბრები იმაზე, თუ რა ნაძირალები არიან კაცები და როგორ დავიცვათ თავი მათგან.

ო , ღმერთებო, რამე ახალი აღმოჩენაა, თუ როდის აქეთ შველის მიტოვებული ქალის დეპრესიას ტელეეკრანიდან მოსმენილი რჩევა-დარიგებები?! თანაც ვისი, მათი, რომელთაც აქეთ სჭირდებათ შველა და თავის დამშვიდება , იმისდა გამო, რომ ვიღაც “არარაობამ” მათებრ ლამაზი და მშვენიერი არსება ვერ დააფასა და მიატოვა? დამასწრეს, თორემ მეც გავაკეთებდი გადაცემას, როგორ დავიკიდოთ მამაკაცი ორ დღეში… გადაცემის დამთავრებისას კი საგრიმიოროში შევვარდებოდი და მაყურებელს დავცინებდი, ჩემივე რჩევების უაზრობაში ღრმად დარწმუნებული..

საერთოდ არ მესმის ზოგჯერ , რისთვის კეთდება ესა თუ ის გადაცემა. ვინმე უმუშევარი რომ არ იყოს? აბა ვის რაში სჭირდება უბადრუკი და გაცვეთილი რჩევები, რომლებიც ნებისმიერმა ჩვენგანმა ძალიან კარგად იცის, და რომელთა რეალურად განხორციელება რომ შეიძლებოდეს, ქვეყნად დეპრესია არ იარსებებდა?!

ჩემებურად, მოკლედ და  უხეშად რომ ვთქვათ, მომინდომეს აქ გამობრძმედილი და უებარი მეთოდებით ნაშველი ქალების როლის თამაში!  ისე, პირადულზე გადავალ და აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთ წამყვანს რომ თავის დროზე მაგ მეთოდებით ეშველა თავისთვის ოჯახურ სკანდალს თავიდან აირიდებდა და დეპრესიისგან ჩასივებული სახით და წუწუნით თავებს არ მოგვაბეზრებდა წინამორბედი “მარგალიტი” გადაცემიდან…

ასეა თუ ისე, ყოფილი ცოლების კლუბი წინ გველის და ჭაობიდან ამოთრევას გვიპირებს უბედურთ… მეკი რატომღაც ის ანდაზა მახსენდება, მკვდარი მკვდარს ეკიდებოდაო, თუ როგორც არის… იმათ უკეთ ეცოდინებათ 🙂

 

36 thoughts on “ყოფილი ცოლების კლუბი

  1. Mari says:

    ეგენიც არ მყავდნენ აქ, ფსიქოლოგები. 😛
    ზოგადად, რჩევებში არაფერი ცუდი, მაგრამ მრჩეველსაც გააჩნია.

    • anna says:

      ჰოდა ამიტომაც აღვნიშნე, თავის თავისთვის ვერ უშველიათ მაგათ, ჭკუა ვის უნდა დაარიგონ :დ

    • makucho says:

      :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D vaaaa ra magariaaa :D:D:D:D colma mimatova da ravi aravin ar myavs jerjerobit da tu ramea aq var :D:D

  2. LiLaC says:

    მე კიდევ მგონია, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ეყოლება ამ გადაცემას. ნუ, თავიდან მაინც :))
    იმიტომ არა, რომ ძალიან მაგარია ან რამე. უბრალოდ, იმიტომ რომ ბევრი ქალი გრძნობს თავს მიტოვებულად.

    • anna says:

      წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მიშველოს ამ გადაცემამ მიტოვების შემთხვევაში 🙂
      თავს მარტო არ ვიგრძნობ და დავიმშვიდებ, აქაოდა ია ფარულავაც მიატოვეს და შეხედეთ ,როგორ უმკლავდებათქო?

      • LiLaC says:

        sex and the city-ში შარლოტა რომ ეძებს წიგნს ქმართან განქორწინების შემდეგ, რამდენ სასოწარკვეთილ ქალს გადააწყდება იმ სექციაში ^^ ალბათ, არ შველის, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრს აინტერესებს.

  3. ჰექსე says:

    ჯერ ხომ არ გასულა გადაცემა და ზეპირად გეტყვით მაგათ რჩევებს
    1) არავინ იმსახურებს თქვენს ცრემლებს
    2) არ ჩავარდეთ დეპრესიაში
    3) არ მოაწყოთ სკანდალები
    4) იყავით სულ ფორმაში
    5) შეიძინეთ ახალი მეგობრები
    6) დაკავდით საყვარელი საქმით
    7) გაუღიმეთ სამყაროს
    8) იარეთ შოპინგზე, შეიძინეთ ახალი ნივთები, გადაყარეთ ყველაფერი რაც მის თავს გახსენებთ
    9) ნუ ჩაიციკლებით და ნუ იფიქრებთ, რომ ის იდეალური მამაკაცი იყო.
    10) არ ეცადოთ მისი დაბრუნება, თუ უნდიხართ დაეს თვითონ მოვიდეს, მოხოხდეს, მობობღდეს და ა.შ.
    11) ის შენი ღირსი არ იყო
    12) ის შენი ღირსი არ იყო
    13)ის შენი ღირსი არ იყო

    და ა.შ.

      • ჰექსე says:

        მეოთხე იმათში?
        მე რომ ყოფილი ცოლი არ ვარ?
        ისე ნუკი კოშკელაშვილი როდის აქეთ არის ყოფილი ცოლი?

      • anna says:

        დღეს ვიკვლევდი მაგას და ადრეულ ასაკში გათხოვ-გამოთხოვებულა..
        ა ხო, დამავიწყდა რომ გათხოვილიც არ ხარ ჯერ ^^

    • ჰექსე says:

      მოიცა და ეგ მის საქართველოზე არ გამოდიოდა?
      თუ მის საქართველოზე მთავარია იმ მომენტში არ იყო გათხოვილი?
      ავირიე რაღაც 🙂
      ისე ადრეც დავწერე შორენა ბეგაშვილი მოუხდებოდა მაგ როლს თავისი სევდიანი ისტორიით, ან მაიკო ასათიანი, მაგრამ ორივე დაკავებულია უკვე რ2-ში

      • anna says:

        კი მისი იყო მაგრამ რავიცი…
        ახლა მეც ავირიე, როდის მოასწრო, ვეღარ გავიგე… :დ
        ეგენი სევდიანები არიან, ხალხს ვერ დაამშვიდებენ, შემართება სჭირდება მაგ გადაცემას,,,,

      • ჰექსე says:

        მანდ მოხდება აი რა:
        1) ნუკი იქნება ისე, ვიზუალური ეფექტისთვის + როგორც ახალგარზდა თაობის წარმომადგენელი, ყველა რომ დარწმუნდეს რომ ასეთ კარგ, ახალგაზრდა და ლამაზ გოგოებსაც ტოვებენ ხოლმე 🙂
        2) ია ფარულავა იმდენს ილაპარაკებს რომ სხვა ვერავინ ხმას ვერ ამოიღებს იქ. წავა იქ თავისი უაზრო თეორემების ბრახუნი ადამიანის ფსიქოლოგიაზე და გახსნებები რობერტ დენიროზე.
        3) მესამე არ ვიცი ვინ არის და შესაბამისად გაუგებარია მისი როლიც.

      • anna says:

        მესამე ვიცი, მაგრამ ისე რა… მის ბიოგრაფიას კარგად არ ვიცნობ, თვალი მაქვს მოკრული სადღაც :დ
        ეგეც ნუკის ეფექტია… ანუ მიტოვებული ლამაზმანები და ბრძენი ია :დ

  4. ninnaka says:

    ჰაჰ, მეც ვნახე რეკლამა ამ ორი დღის წინ. ჰოლივუდის პირმშო ფილმი გამახსენდა, თუ არ ვცდები მას პირველი ცოლების კლუბი ქვია. გოლდი ჰოუნი და დაიან კიტონი მონაწილეობენ. იქაც სამი სასოწარკვეთილი დიასახლისი მოთქვამს და ბოლოს სარეაბილიტაციო კლინიკას თუ რაღაც მსგავსს ხსნიან. მოკლედ, საქმე არ აქვთ და ტელეეთერის შესავსებად ძალღონეს არ იშურებენ… არ აქვს მნიშვნელობა რითი შეივსება, მთავარია შეივსოს. :)))

    • anna says:

      მთავარია ის კლინიკაც არ გახსნან და ბოლოს თვითონ არ შეავსონ :))))))))))))))))))))))))))))

  5. axsiom says:

    ჩემი უსაყვარლესი ბლოგერი დაბრუნდა სახლში და აღარ მოვწამლავ. უბრალოდ აღარ გაგიშვებ არსად.:) რაც შეეხება გადაცემას, საკუთარი თავის გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე ქართულ ტელეარხებს აღარ ვუყურებ. გული დამწყდა და უნდა დავუდარაჯდე მაგ რეკლამას. ისე რაც მეტი მსგავსი გადაცემებით გაავსებენ ეთერს უკეთესია: უფრო კარგად გავიცნობთ ქართველები ერთმანეთს, მალე გადაგვავიწყდება საზარელი საინფორმაციოსგან მიღებული სტრესი და ბოლოს და ბოლოს ფარდა აეხდება კაცების მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს სახალხოდ (ისე ყოფილი ქმრების კლუბიც არ გვაწყენდა, თუნდაც გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით). :)))))

    • anna says:

      დავბრუნდი, თითები ვერ გავაჩერე დღეს… :დ
      მაგრამ რამდენი დამეწერა, ხოდა აღარ გავქრები…
      მეც არ ვუყურებ არაფერს და ზოგჯერ ისეთს წავაწყდები, ვნანობ , სად ვიყავი აქამდე-თქო…
      კარგი იდეაა ქმრების კლუბი, კაცების პოზიციაც დავინახოთ , იქნება და ყველაფერიჩვენი , ქალების ბრალია?:დ

  6. siyvarulovna says:

    მორიგი მარაზმი ^^ რომელსაც საკმაოდ ბევრი მაყურებელი ეყოლება

  7. faifuris angelozi says:

    ეგ მესამეა ის ვის რჩევებსაც გამოიყენებენ,რამდენჯერ არის მიტოვებული სათვალავი ამერია უკვე..

  8. Mallorie says:

    ზიედა.. აღარ იციან, რა უაზრობაში გაყონ თავი… ახლა ახალი პროექტი, სად შემიძლია ამდენი?
    სს..

  9. anastation says:

    გოგონებო, გეთანხმებით, გადაცემასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არც მე მაქვს, მაგრამ რა საჭიროა ეს აგრესია? ან ბოღმით სავსე კომენტარები წამყვანების მისამართით? რაში გაინტერესებთ ვინ რამდენჯერ და რატომ მიატოვეს ან მიატოვეს თუ არა საერთოდ?
    აი, ესაა ქართული პროვინციალიზმი, რომელიც ბევრად უფრო უსიამოვნოა, ვიდრე 3 მიტოვებული, მაგრამ ძააალიან პრეტენზიული ქალის ბოდვები ტელეეკრანიდან (რა ქნან? “სასტავში” არიან და ყველა პროექტში მათ “ტენიან”. რა მათი ბრალია????!).

    • anna says:

      და ჩვენ რამე დავაშავეთ რომ ეს შეტენილები უნდა ავიტანოთ ყველგან?

  10. გვირილა says:

    ე.ი., რეკლამა არ მინახია და ვერაფერს ვიტყვი, თუმცა გადაცემა რომ იდეაშივე სისულლეა, ამაში გეთანხმები. სხვათაშორის, ერთ-ერთ რუსულ არხზე (CTC-ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არხი) გადიოდა ანალოგიური გადაცემა “клуб бывших жен”, 4 ქალს მიყავდა თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთი იყო ლერა. ოღონდ ამ გადაცემაში მოყავდათ მიტოვებული ქალები, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ადამიანები და უტარებდნენ რაღაც ფსიქოლოგიურ ტრენინგებს, “ალამაზებდნენ”, ახალ მამაკაცთან უწყოდნენ შეხვედრებს და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაბამისი სპეციალისტების ჩარევით ხდებოდა. გადაცემა მაინც დიდი ვერაფერი, მაგრამ თუ რეალური იყო ის ყველაფრი და არა დადგმული, მნიშვნელობა აქვს გადაცემას და ეს კარგია ზოგადად. ასე თუ მოხდება აქაც, მნიშვნელობის მხრივ მაინც იქნება გადაცემა დასაფასებელი…

    • anna says:

      რასაც უცხოური პროექტებიდან იღებენ, როგორც წესი, ბანძი და მარაზმი კეთდება ჩვენთან…
      უმეტესობა… ვნახოთ ეს რა იქნება, ჯანდაბას :))

      • გვირილა says:

        კი, ამაში გეთანხმები ნამდვილად. თუ ზუსტად ისე გააკეთებენ, ზოგი ადამიანი მაინც გაიხარებს და ეგაა, თორემ გადაცემა მაინც დიდი ვერაფერი 🙂

  11. mariammakharadze says:

    an eset mitebul qalebs ro xedaven sxva sasowarkvetili eqs diasaxlisebi,mashinve utanagrdznoben
    an isedac sxva qalebic
    mokled yvela kacisgan gamwarebuli qali ra 😀 xoda mere bevri uyurebs 🙂
    am qalebsag eg undat mgoni msxverplebat da umankoebad gamoachinon tavi

  12. mariammakharadze says:

    არ უყურო მერე 🙂 და არ მოგეშლება ნერვები
    ჭკვიან დ აგემოვნებიან ადამიანს სისულელეებს ვერ მოახვევენ თავს 🙂

  13. NinucaElectro says:

    time out-იო და შემოვედი და 3 ახალი პოსტი დამხვდა. :დ
    მშვენიერი პოსტია; მომეწონა

  14. 13th says:

    იმდენი წერეს ამ “ყოფილი ცოლების კლუბზე” რომ ჩავრთე და ვუყურებ, ვიფიქრე რამე გლიამურული რჩევები იქნება ალბათ, როგორ მოხვიდე აზრზე კაზიოლი ქმრის მერე…

    სახეზეა ოჯახური ძალადობა და კრიმინალური ქმედებები (“მცემა”, “გადაუპატიურა,” “ცხელი საჭმელი გამომიქანა”…) და ეს სამი ქალბატონი ზის და ბანალურად ჭორაობს “მთავარ გმირზე”.

    WTF?!

  15. netochka3 says:

    -რა აზრი აქვს შენი ტკივილის მოყოლას საჯაროდ?!-ვერავინ ვერაფერს გირჩევს,უბრალოდ შეიძლება შეგიცოდონ? და ვის ჭირდება ეს უაზრო ნუგეში?
    ვერავინ გარდავიქმნებით,უბრალოდ ერთს დავამატებდი:-სიამაყე შევინარჩუნოთ და არასდროს არავის მონები არ გავხდეთ!

Comments are closed.