ვეძმა

სიბერის საშინლად მეშინია. შიშის მიზეზებს ახლახანს კიდევ ერთი დაემატა: არ მინდა დავბერდე, გამოვშტერდე და შურიანი , ანჩხლი და კაპასი ბებრუხანა გავხდე.

მეთვითონ ასეთს, და თანაც არაერთს, დაახლოებით 15 წელია ვიტან, მეტი ალბათ, ჩემს ცნობიერებას არ ახსოვს, თორემ როგორც იცით, 20 წლის ვარ უკვე 🙂

იმას რომ თავი დავანებოთ, რომ მოხუცები ტვინს მეტად არაფრისმომცემი დარიგებებით ჭამენ, მაგალითად, ბიჭს ხელი არ მოაკიდებინო, თორემ ცოლად აღარ შეგირთავს?!, ზოგიერთი მათგანი შურით სკდება ახალგაზრდობის ცქერისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი წარმატებულები, ბედნიერები და რაც მთავარია, ლამაზები არიან… 

ყოველდღე იმის შეხსენება, როგორ გავსუქდი, დიდი უსინდისობაა, განსაკუთრებით ჩემი ფიგურის ფონზე, რომლის გარშემოწერილობა თვეებია არ შეცვლილა.

უსინდისობაა ასევე, სახლიდან გასვლის წინ სამასოცხმოცდათხუთმეტჯერ იმის შეხსენება, რა საშინლად აცვია დღევანდელ ახალგაზრდობას და რა ცუდად გამოვიყურები მე “თინეიჯერულ” სამოსში.

უსინდისობაა ასევე სამასოცხმოცდათხუთმეტჯერ იმის გამეორება რომ ბებიაჩემი გამოშტერდა და დაბერდა.

და რაც ყველაზე ამაზრზენია, დედაჩემის ლანძღვა, რომ მან არაფერი არ იცის და ვერ შედგა , როგორც ოჯახის ქალი.

ბოლოს ბონუსად, მისი ერთ-ერთი ფრთიანი ფრაზა: “ქალი ნახევარი მსოფლიოს მმართველი რომც იყოს, თუ საჭმლის კეთება და ოჯახის მოვლა არ იცის, კაპიკია მისი ფასი ჩემს თვალში” 🙂

ღმერთო ჩემო, რატომ არაა ყველა ბებიაჩემივით ხალისიანი და კეთილი? რატომ არ დაემსგავსნენ მას მისი დები? განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, რომლის ატანა არც თუ ისე იშვიათად მიწევს…

ჯერჯერობით მაქვს იმედი, როცა დავბერდები, ჩემი განვლილი ცხოვრების გამო, რაოდენ უიღბლოც არ უნდა იყოს ის, არ დავიბოღმები, არ გავუბედურდები და საკუთარ ოჯახს რომ გადავხედავ, სხვების ლანძღვა არ მომინდება.

i hope …

21 thoughts on “ვეძმა

  1. Seymour Glass ამბობს:

    არ მეშინია მე სიბერის. პირიქით, გარკვეული ინტერესითაც კი ველოდები ^_^ ბევრი მოხუცი კი ტვინს ჭამს, მარა მე მაინც ძალიან მხიბლავს მათთან ურთიერთობა. თუნდაც იმიტომ, რომ სწორი მიდგომის შემთხვევაში შეიძლება უამრავი საინტერესო ამბავი ”დასტყუო”. : )

    • anna ამბობს:

      რა მომთმენი ხარ…
      მოხუცს გააჩნია, გაგიცვლი თუ გინდა და ნახავ როგორ ააიტან :დ

  2. siyvarulovna ამბობს:

    ეტყობა გააჩნია გავლილ ცხოვრებას თორე ყველა მოხუცი ეგეთი კი არაა ^^

  3. Mari ამბობს:

    კიდევ კარგი, ბებიაჩემის საყვარელი ფრაზა “ოღონდ ბავშვი იყოს ჯანმრთელი” არის.
    მე ვფიქრობ, ეგეთი ანჩხლი მოხუცები ახალგაზრდობაშიც დაბოღმილები და ჩხუბისთავები იყვნენ, თორე რა შეცვლიდათ აბა ასე?

    • anna ამბობს:

      რამდენადაც მის ახალგაზრდობას ვეცნობი ხოლმე, სხვების მეშვეობით, მართალი ხარ შენ მარი…
      ადამიანს ვერაფერი ვერ გამოასწორებს, ეს კიდე გაუარესდა ამ სიბერეში

  4. alleskreativ ამბობს:

    როგორ მიყვარს ბებიაჩემი.ამის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა ^^ რადგან ასეთი არ არის.+ ბებიაჩემს ძალიან მოსწონს “თინეიჯერული” ჯინსის შარვლები და ყოველთვის იმას მეუბნება თუ რა კარგ ფორმაში ვარ. ^^

    • anna ამბობს:

      ბებიაჩემიც ეგეთია, ლეიდი გაგა და მადონა მოსწონს ქალს…
      პირველი ეგ იყო ვინც მითხრა, ქალიშვილობა დაიკიდე, რაც გაგისწორდეს ის ქენი ბებიაო :დ
      თავის დროზე ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია , მაგრამ საერთოდ ჭკვიანი და კარგი ქალია.. იშ ^^

  5. Fish ამბობს:

    ყველა ადამინი ისეთი უნდა მიიღო როგორიც არის, აქამდე ვერაფერმა შეცვალა და შენ ნამდვილად ვერ შეცვლი.
    მე მიყვარს მოხუცები თავიანთი ხუშტურებით, და ძველი ისტორიებით.

  6. faifuris angelozi ამბობს:

    ბებიებიც და ბაბუებიც ორივე ისეთი საყვარლები იყვნენ..ერთადერთი რაც მაწუხებდა 15 წლის ასაკში ბაბუა კაბას ქვევით მიქაჩავდა და თბილი ხმით მეუბნებოდა:რატომ არის მოკლე,გაიზარდე?)))
    გისურვებ ისეთი საყვარელი იყო შენი შვილიშვილებისთვის როგორიც ისინი იყვნენ ჩვენთვის)
    შეეცადე იუმორით მიუდგე ნებისმიერ გამოტხომას,როცა აღარ გეყოლება ძალიან მოგენატრება.

    • anna ამბობს:

      მახსოვს, ბაბუაჩემს უნდოდა ბიჭი ვყოფილიყავი და ბიჭს რომ დავმსგავსებოდი ყველაფერი გააკეთა. ვისწავლე ჯირითი, მშვილდის სროლა და საბოლოოდ ბიჭს კიარა, ინდიელ ქალს დავემსგავსე ;დ

  7. vekoo ამბობს:

    ყველაზე მეტად მეზიზღება ბებრები რომ სიგარეტს ეწევიან

  8. axsiom ამბობს:

    გულწრფელი ხარ და ამაზე ვირევი:*. მაგრამ მე პირადად “ვეძმებზე” ჭკუა მეკეტებაა!!! მასეთი პერსონაჟების გულშემატკივარი ვარ ყველა ფილმის ყურებისას. ვეძმების ფანი ვარ!!!! გაუმარჯოთ ვეძმებს!!!! :)))))))))))))

    • anna ამბობს:

      ბოროტი პერსონაჟები მეც მიყვარს, ყველა მაგათ ებრძვის და მაგარი როჟები არიან, მაგრამ სახლში?:დ
      ასი ფილმის პერსონაჟი მირჩევნია ამ ერთ რეალურს:დ

  9. Mallorie ამბობს:

    მე ერთი ბებია გარდამეცვალა 10 წლის ასაკში, ძალიან მიყვარდა, მე და ჩემს და ის გვზრდიდა.
    დედის დედასთან არასდროს მქონია ახლო ურთიერთობა, თუ ამ ბოლო 5 წელს არ ჩავთვლით. მივხვდი, თუ როგორი “ჯიგარი” ქალია. მე თინეიჯერ ბებოს ვეძახი. აი, ყველაფერში გიგებს. ზუსტად იმას გეუბნება, რაც გჭირდება, შეიძლება ძალიან გამოუსადეგარი რჩევაც იყოს, მაგრამ გეუბნება. მუდამ მეხვეწება, არ გინდა, ბებიკო, სწავლა, ხომ ხედავ როგორ დაიღალე, ახლა წადი წამოწექი და სიმღერებს უსმინეო. ირაკლი ჩარკვიანზე ვკითხე ერთხელ, ბებო, ხომ მოგწონს-მეთქი და უიმე, რას გავდა ეგ ცხონებული, თავზე თმა მაინც ჰქონოდაო. მოკლედ, მაგარი ტიპია ძალიან. ხანდახან მაოცებს, მისი მსჯელობა, მაგრამ მაინც მუდამ კარგად ვერთობით.

  10. netochka3 ამბობს:

    დამიჯერეთ,სიბერე ბევრს არაფერს სცვლის ადამიანის ხასიეთში,თუ ადამიანი უხასიეთოა,სიბერეშიც ასეთთად დარჩება,მხოლოდ დავამატებდი,რომ სიბერე უფრო ატკბობს ადამიანს,გინდა,რომ ყველას მოეფერო…ხანდახან ზედმეტადაც …მინდა,რომ ბებიას ვგავდე…მაგრამ თუ უნდათ ჩემს შვილიშვილებს,რომ მე მგავდნენ?-არ ვიცი.ძველებურად მიყვარს პოეზია,მუსიკა (წარმიდგინეთ,შვილიშვილის ხათრით რამშტაინსაც კი ვუსმენ)ლიტერატურა. კინო. ყველაფერში შემიძლია გავუგო ახალგაზრდებს.,რადგან ძალიან მიყვარხართ!

დისკუსია დახურულია.