time out

გადავწყვიტე დროებით შევწყვიტო წერა, ან იშვიათად ვწერო. საერთოდ ვეღარ ვნახულობ დროს იმისთვის, დავჯდე , დავფიქრდე და დავ”ს”წერო:\

დილით ვდგები, ჩემს რძალს სადღაც დავყვები, მოვდივარ სახლში, მერე ისევ გავდივარ რომელიმე მეგობართან, ან მოვდივარ და პირდაპირ მივდივარ. როცა სახლში ვბრუნდები ძალიან გვიანია და დაღლილი ვართ მე და ჩემი ტვინი . შესაბამისად, როცა მინდა რაღაც დავწერო, ან დრო არ მაქვს, ან ადგილი, ან ორივე ერთად, ან ძალა. და როცა ეს ყველაფერი მაქვს, არ მაქვს განწყობა 🙂

აი მაგალითად ახლა, ორი დღეა მინდოდა დამეწერა პოსტი, ქალურ სისუსტეებზე, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. რაღაც იმიტომაც არ გამომდის, რომ მეტიჩრობაა, თითქოს მე ძალიან ძლიერი ვიყო და სხვებს ვმოძღვრავდე. ასეც რომ იყოს, მაინც არავინ დამიჯერებთ და მეტყვით, რა იოლია სხვისი თვალით დანახული მოვლენები-ოო , ჰოდა, მეც ვდუმვარ, იქნებ ოდესმე და-გ-წერო-თ კიდეც..

ჰო, მართლა, დღეს ბლოგლავინს ჩავუჯექი და იმდენი პოსტები ამოყარა გაზაფხულზე, გამახსენდა რომ უკვე მარტია და უი, მეც ვიტყვი, გაზაფხულიიიი 🙂 ისე, იანვარი მერჩივნა მე პირადად, თხელი მაისურით და საშემოდგომო ქურთუკით დავდიოდი, ახლა კიდევ პალტო მმოსავს და ვინ იცის როდის განვიძარცვები მისგან, ჰოდა გამაგებინეთ ერთი, თქვენ რა გიხარიათ, თოვლჭყაპი? თუ ეს სიმბოლური სიხარულია და სიმბოლიზმების მიმართ ჩემი ინდიფერენტულობა მიშლის ხელს მის აღქმაში?

ერთადერთი იმედი დამრჩა, 7მდე ოდნავ მაინც დათბება , თორემ გარეთ გახედვის მეშინია უკვე, თან მთრგუნავს და ისედაც გვიან დაძინებულს, ადრე ადგომის სურვილს მიკარგავს .. (ყოველთვის მიყვარდა ჩემი სიზარმაცის სხვა ვინმე/რამეზე გადაბრალება)  ზემოთხსენებულ ღირსშესანიშნავ თარიღში სწავლა მეწყება, ასე რომ ემოციურად ვემზადები, თსუს მოწესრიგებულ სისტემასთან ერთად 🙂

ჰოდა მისურვეთ წარმატებები, დაე მეც დავისვენო და ჩემმა ბლოგმა 🙂 მშვიდობით მეგობრებო, უძრაობის ხანა იწყება!(არადა დარწმუნებული ვარ, ზვალ თუ არა, ზეგ პოსტს დავწერ. როცა რამეს ვუკრძალავ ჩემს თავს, მაშინ მინდება მისი გაკეთება გაორმაგებულად :))

ასეთი გაზაფხული კი მართლა მინდა :

 

17 thoughts on “time out

  1. NinucaElectro ამბობს:

    დროებით.. მაინც შემოვიჭყიტავ ხოლმე შენ ბლოგზე..
    არაა რაა დიზანი მაგრამ მომწონს. აქ ძაან სასიამოვნო აურაა.. აი გაზაფხულისებური.. ენით-აღუწერელი. მოკლედ მევასება შენი ბლოგი თავიდან ბოლომდე!

    :*<3

    • anna ამბობს:

      ჰო, მესამასე დიზაინია ჩემი და ჯერჯერობით მომწონს ^_^
      შემოიჭყიტე, რა იცი რა წამომივლის თავში :დდ

  2. axsiom ამბობს:

    ბლოგიდან დროებით წასვლაც მეგობრების (თუნდაც ვირტუალურის) მიტოვებას გულისხმობს. გიყვარს დამშვიდობებები? –დარწმუნებული ვარ , რომ არა. ხო და მოდი ნურაფერს იტყვი წინასწარ. მინდა ვიცოდე, რომ აქ ხარ და განწყობის მიხედვით წერ იმას რისი წაკითხვაც დაფიქრების საშუალებას მაძლევს. სიტყვები: “დროებით”, “იშვიათად”, “ნაკლებად”– გამოტხოვების ასოციაციას მიქმნის. ხო და ნუ მიშლი ნერვებს თორემ ეგვიპტური საწამლავით მოგწამლავ ან სპარსულით!!! 😛

    • anna ამბობს:

      ხომ ვთქვი ორ დღეში წერა მომინდება ისევთქო :))) მჭირს ხოლმე ასეთები ^

  3. siyvarulovna ამბობს:

    ჰმ :/ რა სისულელეა :დ
    ესეც იმიტომ დაწერე, რომდ ასაწერი არაფერი გქონდა და წერა გინდოდა ^_^

  4. mariammakharadze ამბობს:

    რა კარგია გაზაფხულიი მალე დათბება მალე
    7მდე აქ კი ისვენებ მარა მე თსუში გნახავ 🙂 ველოდები შენ პოსტებს 🙂

  5. Teaa ამბობს:

    წარმატებები და მაინც, ბლოგზე შემოვიჭყიტები ხოლმე, აკრძალული ხილის პრინციპი ძლიერი რომ არის ეს ვიცი და ეავიცი იქნებ ქეც შემოგეპოსტოს რამე.. :))))

  6. axsiom ამბობს:

    ვაპროტესტებ!!!! სად დაიკარგე? რა იშოვე ამისთანა? ვინ წავიკითხო ძილისწინ?!!!! აღარ მიყვარხარ!!! მოგწამლავ!!!!!!! :))))

  7. თიკა ამბობს:

    შეუძლებელია,
    შენ კარგი პოსტებისთვის ხარ მოვლენილი ამ ქვეყნად(გარდა სხვა ძვირფასეულობისა) : ))

დისკუსია დახურულია.