მე-თევზები

გუშინ ქეთისთან რაღაც ჰოროსკოპს ვკითხულობდით ბავშვები. ასჯერ მაქვს წაკითხული ჩემი ზოდიაქო, მაგრამ ყოველი ახალი წიგნის დანახვაზე, მაინც თავიდან ვეცნობი “თევზებს” , ჰოდა ჩემო მკითხველებო და ბლოგზე შემთხვევით მოხვედრილებო, თქვენც გაეცანით თევზ ანნას :

დიდი ასტროლოგები თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეუბნებიან: „ის, რომ თქვენ თევზები ხართ, ეს ერთია; ის, რომ ორი თევზი ხართ, ეს მეორე; მაგრამ ის, რომ ერთი თქვენგანი დინების მიმართულებით მიცურავს, მეორე კისაპირისპირო მხარეს, ეს კიდევ სულ სხვაა“. სწორედ ეს არის თევზების ნიშნის პიროვნების ტიპის სირთულე.

ბევრი ასტროლოგი დაეთანხმება იმ აზრს, რომ თევზებიზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ექსცენტრულები არიან. მათი მმართველინეპტუნირევოლუციური, მისტიკური ნიშანია, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის დაშორებული. თავისი მფარველობის ქვეშ მყოფთათვის მას ნევროზულობა და მშფოთვარება მოაქვს.

თევზებიზოდიაქოს ბოლო ნიშნანია და როგორც წესი, ეს ადამიანებიც თავის თავს ბოლო ადგილზე აყენებენ. ისინი უანგაროდ იგებენ სხვების გულს. თევზები წყლის მე-3 ნიშანია და ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გადამეტებით ემოციურები და თავისებურად ვნებიანები არიან. თუკი თევზების ძლიერი ემოციები და ვნებები დადებითადაა მიმართული, ისინი ადამიანთა მოხიბვლის იარაღად გარდაიქმნება, ხოლო როცა ეს გრძნობები სუსტია, ამან შეიძლება თევზების თვითგანადგურება გამოიწვიოს.

თევზებმა უნდა იბრძოლონ და დაიცვან თავი ისეთი ადამიანების პირდაპირი კრიტიკისგან, ვისაც მათი მისტიკური სამყაროსი არ ესმის. თევზების სულიერი ნაიარევები დიდხანს არ ხორცდება.

თევზებს უყვართ წამებულის როლის თამაში. ისინი უნდა მოერიდონ საკუთარი თავის შეცოდების ტენდენციას, ისევე როგორც საკუთარი თავის უგულვებელყოფას. თევზები მორცხვები და მორიდებულები არიან, მაგრამ ამავდროულად ნერვიული და ენერგიით სავსენი. ეს ყველაფერი მათ ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი მუდამ ყოყმანებენ და აფორიაქებული არიან. თევზები ხშირად ღელავენ და უმნიშვნელო საკითხებსაც კი მძაფრად განიცდიან.

ისინი ძლიერ არიან დამოკიდებული იმ ხალხზე, ვისთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. მათ ძალიან მიმნდობი ხასიათი აქვთ და ამიტომაც მათი მოტყუება საკმაოდ ადვილია. თუმცა, თუ მათ გაიგეს, რომ ვინმემ მოატყუა, ისინი შეიძლება უზომოდ ეჭვიანები და ჩაკეტილები გახდნენ. მათი ინტელექტი ალივით გიზგიზებს: ხან შეკავებულია, ხან მხიარული და გონებამახვილური, ხან პირიქით მკრთალი, მიძინებული და მელანქოლიური.

გაეცანით და ერთი სიტყვაც არ დაიჯეროთ !

მე ასეთი საშინელი არ ვარ ! ან ვერ ვხვდები და ვარ , მაგრამ ფაქტია, ბევრი არაფერი ემთხვევა, და თუ რამე ემთხვევა, ისიც კარგი თვისებები :\ და თუ მაინცდამაინც, შინაგანად ასეთი ცუდი ვარ, გეცოდინებათ როგორ უნდა მოიქცეთ ჩემნაირ საზიზღარ “თევზთან”^^

 

19 thoughts on “მე-თევზები

    • anna ამბობს:

      არა, ამას არ ვწერდი :შ
      სამწუხაროდ დაშბოადრმა გამიჭედა გამოქვეყნებისას და ჩემი პოსტი აღიგავა, არადა იმედი მქონდა შეინახებოდა :\
      ცხოვრებისეულ გამოუსწორებელ შეცდომებზე დავწერე და ეს შემრჩა ხელში :დ

  1. Mari ამბობს:

    ჰაჰა :)) მეც დავწერე ერთხელ მსგავსი პოსტი “მე-კირჩხიბი”, თუმცა მე თითქმის ვამართლებ ჩემს ზოდიაქოს.

    • anna ამბობს:

      მგონი ყველას აქვს დაწერილი, ბევრგან მინახავს ^^
      ნათიასთანაც :დ

  2. NinucaElectro ამბობს:

    მე თევზები ვარ, და თითქმის ყველაფერი ემთხვევა. ნუ თითქმის, არის რაღაც ნიუანსები რაზეც მეცინება, იმდენად არ ჯდება ჩემს ჩარჩოებში, მაგრამ ძირითადი მაინც ემთხვევა..
    და ზეპირად ვიცი ჩემი ზოდიაქო. წიგნი “ეძიე ვარსკვლავი შენი” დაზეპირებული მაქვს :ლოლ:
    არაა უნდა დაგამატო ბლოგროლში, მაგრად დამევასა შენი ბლოგი. ❤

    • anna ამბობს:

      მადლობა კიდევ ერთხელ ❤
      სხვათაშორის, რომ ვადარებ, ადრე უფრო ვგავდი თევზს, მაგრამ გამუდმებული წუწუნის და გაზრდის შედეგადაც, ჩავახშვე ყველაფერი :დ
      ნუ რამდენად შესაძლებელია ეს სინამდვილეში არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ თევზური აღარ ვარ ^^

  3. Molly Bloom ამბობს:

    არ მჯერა მე ასტროლოგიის და ჰოროსკოპების და გამკიცხეთ 🙂

    • anna ამბობს:

      როცა ხელს მაძლევს, ვიჯერებ, როცა არა, უარვყოფ მთელი სულით და გულით :დდ

    • anna ამბობს:

      გეყვარება გენაცვალე …
      ისე დაემთხვა რაღაცები, მოვკვდი სიცილით :დ

  4. faifuris angelozi ამბობს:

    მზით თევზი ხარ მაგრამ შესაძლოა შენი დაბადების დროს პლანეტები არ მოხვდნენ თევზის ზოდიაქოში,მაგალითად მთავრე რომელიც ადამიანის სულიერ მხარეს განსაზღვრავს)

  5. Fish ამბობს:

    ალბათ იცი რო ყველა ადამინს აქვს პირადი ჰოროსკოპი.
    მეც თევზები ვარ და ჩემს შესახებ ყველაფერი ემთხვევა.
    შენი პირადი ჰოროსკოპი თუ გაინტერესებს ჩემთან შემოიხედე >>>

    http://tevzi.wordpress.com/2011/02/05/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98/

  6. »♥» ana «♥« ამბობს:

    დიდი ხანია მინდა ჩემს ჰოროსკოპზე დავწერო და შენის ნებართვით ახლა ვიზამ ამას 🙂
    ძალიან მიყვარს ჩემი ჰოროსკოპი – კირჩხიბი ❤

    • anna ამბობს:

      ჩემის ნებართვით რატომ?
      სხვათაშორის , კირჩხიბი ერთადერთი ზოდიაქოა, რომელსაც თჶვზები უგებენ :დ

Comments are closed.