*-ლიბერალიზმი

ლიბერალი -ლიბერალიზმის მომხრე; პირი,  ვინც უარყოფით მოვლენებს ჩქმალავს, ურიგდება. სიტყვახმარებაში: მოწინავე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი.

ლიბერალიზმი-. უარყოფით მოვლენებთან შემრიგებლობა, მავნე შემწყნარებლობა.

რამდენიმე დღის წინ ვლოგერის ოფისში ვისხედით და საუბარი წავიდა ლიბერალიზმზე, რაც, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, ეროვნულ უმცირესობებზე საუბარმა მოიტანა. ლიბერალის განმარტება ზემოთ ამიტომაც მოვიყვანე. როგორც ხედავთ, ლიბერალი ყოფილა პირი, რომელიც უარყოფით მოვლენებს ურიგდება, ჩქმალავს. ამ განმარტებამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა, იმიტომ რომ ,  მთელი ცხოვრებაა თავს ლიბერალად ვთვლი, თანაც სულაც არ მივიჩნევ, რომ ჩემი ლიბერალიზმი მაინცდამაინც მავნე შემწყნარებლობა და ამაზრზენი ფაქტებისთვის ხელის დაფარებაა .

და საერთოდაც, რა არის ცუდი და რა კარგი, ვინმემ ზუსტი განმარტება ამის მოგვცა? როდის უნდა გამოვიჩინოთ შემწყნარებლობა და როდის არა, ვინმემ დააწესა? დღესდღეობით, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი უილაჯოდ ცდილობს ქვეყანაში აქამდე დამკვიდრებული ე.წ რკინის ბორკილები დაამსხვრიოს და უკაცრავად და თავზე გადაჯმით აპირებს ეს მოახდინონ. ვუყურებ და ვხედავ, ადამიანები უამრავ იდიოტობას არა იმიტომ სჩადიან, რომ ეს მაინცდამაინც უნდათ და მათი მოწოდებაა, არამედ იმიტომ , რომ ხელში საბუთი ეჭიროთ: “ჩვენ შეგვიძლია, აი ჩვენ თავისუფალი ადამიანები გქვვია! მე კი პირდაპირ გეტყვით: მიმიფურთხებია თქვენნაირი თავისუფალი ადამიანებისთვის !

არასდროს, არაფრის გულისთვის არ ჩავიდენ რაიმე საზოგადოებისგან განმასხვავებელს და “საოცრებას” , მხოლოდ იმიტომ რომ მაღიარონ, ადგილი მოვიპოვო ელიტ-ლიბერალებში. გულის სიღრმეში საცოდავი მასხარა არასდროს არ ვიქნები…

ვერც მე, ვერც ჩემი ასაკის ვერც ერთი ადამიანი, სიღრმისეულად ლიბერალი და გონებანათელი ვერ იქნება. არა იმიტომ რომ ჭკუა არ გვყოფნის. არამედ იმიტომ, რომ თავისუფლების სხვანაირი გაგება გვაქვს. შემწყნარებლობა მხოლოდ ასაკს და გამოცდილებას მოაქვს. მხოლოდ დიდ ცხოვრებისეულ პრობლემებთან შეჯახებას და არა იმას, თუ რამდენ ბიჭს გადაზასავს მეორე ბიჭი კლუბში.  და თუ მაინცდამაინც გვინდა საქართველოს ბრწყინვალე მომავალს, გვერქვას მოწინავე და თავისუფლად მოაზროვნეები, სწორედ ამ უკანასკნელის არეალი უნდა გავაფართოვოთ და ჩვენი აზროვნება ცოტა ხნით მაინც  მოვწყვიტოთ ერთობ აქტუალურ თემას : ქართულ სექსუალურ ცხოვრებას.

ან, დამანახეთ ლიბერალობით გადაჭრილი ერთი სხვა  პრობლემა მაინც და გავჩუმდები.

37 thoughts on “*-ლიბერალიზმი

  1. litterator says:

    ეგ განმარტება სად ამოიკითხე არ ვიცი, მაგრამ ეცადე უცხოურ წყაროებშიც დაძებნო ხოლმე :*

    “ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეულ ადამიანთა აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.”

    http://bit.ly/fXshlH სხვა ენებზეც შეგიძლია იხილო

    • anna says:

      და ჩვენთან სადმე მაგ განმარტების განხორციელება ხდება?

  2. tamaRa says:

    რაღაც საჩემო აზრებს აფრქვევ შენ ამ ბოლო დროს 🙂 განმარტების სიზუსტე არ ვიცი, მაგრამ საერთო პოზიცია მომწონს…

    • anna says:

      ვრცელი განმარტება ლიტერატორისგან ვიხილე, და კიდევ უფრო ბევრი კითხვა გამიჩნდა, სად არის ჩვენთან ლიბერალიზმი, მხოლოდ სამ და ოთხ კაცში, ისიც ჩაკეტილ წრეში?
      ვერანაირ შედეგს ლიბერალიზმისას მე პირადად ვერ ვხედავ .

      • tamaRa says:

        რაღა დაგიმალო და ვერც მე… ამ ლიბერალიზმის ამ განმარტებისეული ვერსიის რეალიზაციას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობის აღების უნარი სჭირდება და არა თავისუფლების ისეთი გაგება, როგორიც შენ პოსტში აღწერე…

    • litterator says:

      მთლიანობაში და სრულყოფილად ეს ვერ განხორციელდება ასეთი სახელმწიფო წყობის გამო. მოცემულობა როგორც ასეთი სახეზე გვაქვს ინტერნეტ მედიაში და სოციალურ ქსელებში სადაც ძირითადად ლიბერალიზმის ხორცშესხმა ჩვეული ბლაბლაბლათი ხდება და არა რამე კონკრეტული ნაბიჯებით. თუმცა ჟურნალი “ლიბერალი”, რომელიც ივარაუდება რომ ფლაგმანია ამ კუთხით, მე ვთვლი რომ ტენდენციურია და მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს ძალიან სწორხაზოვნად.

      • anna says:

        მეც სწორედ მაგას ვამბობ. ყოველთვის ლიბერალიზმი განიხილება მხოლოდ ერთი კუთხით : სექსუალური უმცირესობების ჭირ-ვარამი და ქალიშვილობა:დ
        ამ უკანასკნელთან რა შუაშია საერთოდ ლიბერალობა, როცა ქვეყანაში უამრავი სხვა ხელჩასაჭიდი და მოსაგვარებელი პრობლემაა… თუნდაც განმარტებაში დასახელებული საკითხების ნახევარი რომ იქნას გადაწყვეტილი და ხალხის შეგნებამდე დაყვანილი, კარგად გვექნებოდა საქმე.

  3. lasha says:

    ვაიმე დედუნა ეგ განმარტება სად იშოვე? მმკ-ს სახელმძღვანელოში სადმე? 🙂
    ცალმხრივად გიწერია მე მგონი და კარგი იქნება მეორე კუთხიდანაც თუ დაწერ. ლიბერალობა მხოლოდ ჰომოსექსუალობა და თავისუფალი სექსი გონია ვიღაცას.
    ერთ რამეში მთელი არსბით გეთანხმები – არავის აქვს უფლება განმისაზღვროს რა არის შესაწყნარებელი და რა არა. ნება თავისუფალია, და თუ მე ჩემი თავისუფალი ნებით ვინმეს თავისუფალ ნებას შევზღუდავ, არსებობს მექანიზმები რითიც შეიძლება ჩემთვის პასუხის გაცემა, ხოდა დაე გამცენ პასუხი. მე ამის ღირსი ვარ 🙂

    • anna says:

      ეს განმარტება ძალიან მშრალია, გასაგებია. ისე, სჯობს ასე მშრალად დავტოვო და არ შევასწორო. ვრცლად განმარტების ნიადაგზე ჩვენეული ლიბერალიზმი კიდევ უფრო საცოდავი ჩანს

  4. ilyaverse says:

    ეს, შენი სუბიექტური აზრია და პატივს ვცემ … ერთი ვერ გავიგე, რას გულისხმობ, უამრავ იდიოტობაში, რომელსაც ადამიანი ჩაიდენს, რომ ხელში საბუთი ეჭიროს ? თუ არ მოინდომე, თუ შეურიგდი იმას, რაც შენთვის მიუღებელია , განა ოდესმე რამე შეიცვლება ? ( ანუ შენთვის, პროტესტი საოგადოებისადმი მიუღებელია ? )
    … ჰო, საქართველოში სექსუალური უმცირესობების პრობლემა ყველაზე მწავევა, ამიტომაც განიხილება, ხშირ შემთევავში, ,,ქართული ლუბერალიზმი” ამ კუთხით… ყველა დაფიქრდეს, საკუთარ თავთან მოილაპარაკოს და გაიაზროს ლიბერალიზმის ცნება. ქართული საზოგადოება ვერასდროს იქნება ლიბერალი, ის ვერასდროს უზრუნველყოფს ტანასწორობას, მაგალითისთვის : ქორწინება ავიღოთ, სამოქალაქო უფლება, რომელიც ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ არა ჰჰომოსექსუალს. აბა, ჰკითხეტ ქართველებს ამას დაუჭერენ მხარს ოდესმე ? რა თქმა უნდა, არა !

    • anna says:

      იცი რა? ჩემთვისაც ბევრი რამეა მიუღებელი: მაგალითად, საერთოდ არ მომწონს ეროვნული უმცირესობებისადმი საზოგადოების უმრავლესობის ცინიკური დამოკიდებულება, მაგრამ არ დავდგები და არ შევიქმნი ლესბოსელის იმიჯს, საგანგებოდ იმისთვის რომ დავამტკიცო, რა მაგარი ტიპი ვარ

      • ilyaverse says:

        ხო, ეგ სხვა პრობლემაა, დაიბრალო ის, რაც არ ხარ … ალბათ, არ ესმით, რომ ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალსაც შეუძლია იბრძოლოს თანასწორობისთვის

      • anna says:

        რაღაცები სწორად არ ესმის და ერთმანეთში ურევენ.
        ამ ბოლო დროს თავი მე მგონია რაღაცებში შეზღუდული, ავდგე და გავლესბოსელდე?

  5. G.B says:

    “ვერც მე, ვერც ჩემი ასაკის ვერც ერთი ადამიანი, სიღრმისეულად ლიბერალი და გონებანათელი ვერ იქნება. არა იმიტომ რომ ჭკუა არ გვყოფნის. არამედ იმიტომ, რომ თავისუფლების სხვანაირი გაგება გვაქვს.”

    “არასდროს, არაფრის გულისთვის არ ჩავიდენ რაიმე საზოგადოებისგან განმასხვავებელს და “საოცრებას” , მხოლოდ იმიტომ რომ მაღიარონ, ადგილი მოვიპოვო ელიტ-ლიბერალებში. გულის სიღრმეში საცოდავი მასხარა არასდროს არ ვიქნები…”

    🙂 🙂
    ძნელია საქართველოში ვინმეს ლიბერალიზმზე ესაუბრო.
    აქ ლიბერალი მაშინ ხარ თუ ერეკლე დეისაძე მოგწონს პატრიარქს აგინებ და მღვდელს აფურთხებ.. 🙂

    პრინციპში თუ იმ რამდენიმე ასეული ადამიანის გვარებს ვნახავთ ვინც თავს ზე-ლიბერალებს და დემოკრატიის დამცველ მამებს ან დედჩოებს უწოდებენ აღარ გამიკვირდება მათი წარმოდგენები ლიბერალიზმზე 😀 😀

    • anna says:

      მართალია. ერთი შემთხვევა ვიცი, მასწავლებელმა ბავშვებს გაუკრა ხატი კლასში . ამის გაგებისას ერთ-ერთმა ლიბერალმა აღშფოთება გამოთქვა, იმ მასწავლებელს უნდა ვუჩივლოთო. ამის მერე, გამაგებინოს ვინმემ, როგორ ესმით ლიბერალიზმი ამ ხალხს?

  6. Mari says:

    უჰ, გენაცვალე რა… მაგარი პოსტი იყო, თუმცა დაახლოებით კი ვიცოდი შენი აზრი ამ თემაზე 🙂

  7. Seymour Glass says:

    ” მხოლოდ დიდ ცხოვრებისეულ პრობლემებთან შეჯახებას და არა იმას, თუ რამდენ ბიჭს გადაზასავს მეორე ბიჭი კლუბში” – ვაა, ახლა უკვე ბიჭების ზასაობაც შემოვიდა მოდაში? არ ვიცოდი. მეგონა გოგოების იყო უფრო ცვეტში ^_^

    • anna says:

      რას ამბობ, 21 საუკუნე მაგაში გაგვიტარებია :)) რა შეიცვლება აწი

  8. vekoo says:

    და საერთოდაც, რა არის ცუდი და რა კარგი, ვინმემ ზუსტი განმარტება ამის მოგვცა?
    წაიკითხე ბიბლია, ახალი აღთქმა და იპოვი პასუხს შენ კითხვებზე.

    დღეს რაღაც ძალიან პოსტმოდერნისტული ვარ, ფაქტიურად, ჩემი, შენი და ნათიას დღევანდელი პოსტები ერთ დიდ იდეას აერთიანებს

    • anna says:

      რა დაგვემართა ნეტავ? :))
      ბიბლიამ პასუხი ვერ მომცა, უფრო სწორად არ დამაკმაყოფილა, ამიტომაც დღესდღეობით ღმერთის მწამს, მაგრამ ბევრ რამეში არ ვეთანხმები …

  9. axsiom says:

    ბიბლია ყველაზე ამოწურავად პასუხობს ყველა კითხვას, ახალი აღთქმა განსაკუთრებით. რაში არ ეთანხმები ანი? ისე შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი . უფრო მეტად შეიყვარე ადამიანები და პასუხიც ყველა კითხვაზე ამომწურავი გექნება. 🙂

    • anna says:

      შესაძლოა ცალკე პოსტად ვისაუბრო კიდეც ამაში, რაშიც არ ვეთანხმები. ერთ კომენტარში პასუხს ვერ გაგცემ, თუმცა მაქვს პასუხი და დიდი ხნის ჩამოყალიბებულიც.

  10. niksologi says:

    “ლიბერალი -ლიბერალიზმის მომხრე; პირი, ვინც უარყოფით მოვლენებს ჩქმალავს, ურიგდება. სიტყვახმარებაში: მოწინავე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი.
    ლიბერალიზმი-. უარყოფით მოვლენებთან შემრიგებლობა, მავნე შემწყნარებლობა.”
    ეს არათუ მშრალი განმარტებაა ლიბერალიზმისა, არამედ ეს საერთოდაც არაა ლიბერალიზმი!

    ”და საერთოდაც, რა არის ცუდი და რა კარგი, ვინმემ ზუსტი განმარტება ამის მოგვცა? როდის უნდა გამოვიჩინოთ შემწყნარებლობა და როდის არა, ვინმემ დააწესა?”
    -აქ როგორ ხდება იცი? გააჩნია რით იხელმძღვანელებ. არსებობს ნორმები, წესები, კანონები და 1000 სხვა ჯანდაბები. თითოეულის გადმოსახედიდან სხვადასხვანაირად შეიძლება ჩანდეს ცუდიც და კარგიც…

    ”ვუყურებ და ვხედავ, ადამიანები უამრავ იდიოტობას არა იმიტომ სჩადიან, რომ ეს მაინცდამაინც უნდათ და მათი მოწოდებაა, არამედ იმიტომ , რომ ხელში საბუთი ეჭიროთ: “ჩვენ შეგვიძლია, აი ჩვენ თავისუფალი ადამიანები გქვვია!
    – მეც ბევრი ვიცი, რომელიც იქცევა ისე რომ ეს შეიძლება არ იყოს ნამეტანი ბუნებრივი, ასეთებს თავიანთი ფსიქოლოგიური ამბავიც ეყოფათ…
    მე ლიჩნად, ძალიან ბევრი ჰომოსექსუალიზმის ჩვეულებრივ ამბად მაფიშირებელი პირიც ზუსტად მსგავსებად მიმაჩნია. რატო? იმიტომ რომ თუ ვიტყვით რომ გეები არაფრით არიან გამორჩეულები სხვა ნებისმიერისაგან ჩვენ წარმოვჩინდებით უაღრესად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებად. საკითხავია გულახდილად ვინ რას ფიქრობს გულის სიღრმეში. ხანდახან ძალიან სასაცილოები არიან გეებზე მოლაპარაკე ადამიანები : )) თვითონ ჰომოსექსუალებს მოასმენინა ნეტა : ))

    ”მე კი პირდაპირ გეტყვით: მიმიფურთხებია თქვენნაირი თავისუფალი” – მგონი აი აქ მიერხა შენ ლიბერალიზმს 🙂 🙂 🙂 მიუშვი ბავშვები რას ერჩი? 🙂

    • anna says:

      ჰოდა ამიტომაც აღვნიშნე, ვერ ვიქნებით ახალგაზრდები სრულიად ლიბერალები…
      ვერც მე და ვერც არაერთი… როცა რაღაცას ემხრობი, ან არ უარყოფ მაინც, ბოლომდე უნდა ემხრობოდე… და არა სხვის დასანახად..

      • niksologi says:

        ”როცა რაღაცას ემხრობი, ან არ უარყოფ მაინც, ბოლომდე უნდა ემხრობოდე… და არა სხვის დასანახად..”
        აი ამაში 100%!

  11. niksologi says:

    “ვერც მე, ვერც ჩემი ასაკის ვერც ერთი ადამიანი, სიღრმისეულად ლიბერალი და გონებანათელი ვერ იქნება. არა იმიტომ რომ ჭკუა არ გვყოფნის. არამედ იმიტომ, რომ თავისუფლების სხვანაირი გაგება გვაქვს.”
    – მგონი არც მაინც და მაინც ასე უნდა იყოს საქმე ტოტალურად. რატომ გგონია? გამონათებები სულ არაა კაცო? 🙂
    anna, თავისუფლების სხვანაირი გაგება ანუ როგორი?

    ”შემწყნარებლობა მხოლოდ ასაკს და გამოცდილებას მოაქვს. ” – მე მაპატიე მაგრამ ეს აბსოლუტურად არამგონია ასე იყოს. 40 წელი ისე იცხოვრო კაცთმოძულე და ღვარძლიანი იყო და მერე აღარც ასაკი გიშველის და რომელ გამოცდილებაზეა საერთოდ საუბარი? 🙂

    “და თუ მაინცდამაინც გვინდა საქართველოს ბრწყინვალე მომავალს, გვერქვას მოწინავე და თავისუფლად მოაზროვნეები, სწორედ ამ უკანასკნელის არეალი უნდა გავაფართოვოთ და ჩვენი აზროვნება ცოტა ხნით მაინც მოვწყვიტოთ ერთობ აქტუალურ თემას : ქართულ სექსუალურ ცხოვრებას.”
    -ჩვენი აზროვნების ამ არეალში გაფართოეა რას ნიშნავს? და რატომ იქნება (არის) ეგ აუცილებლად ჩვენი თავისუფლად აზროვნების დამადასტურებელი?

    • anna says:

      რატომღაც ყურადღება მხოლოდ სექსუალური თავისუფლებისკენ კონცენტრირდება, როცა ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი ყვავის,უფრო სწორად აყვავდება, ესეიგი ყველაფერი კარგად იქნება…
      აი ესაა თავისუფლების დღევანდელი გაგება 🙂

      • anna says:

        რა თქმა უნდა არაა ნორმალური. სხვა ყველაფერში ხომ წელგამართულია ჩვენი თვითშეგნება :))

  12. anna says:

    და რაც შეეხება კაცთმოძულეობას, 40 წლის ასაკში, მაგაში ვერ შეგედავები, უბრალოდ თინეიჯერული ლიბერალიზმისაც არ მწამს…
    არეალის გაფართოება იმას ნიშნავს, რომ სჯობს იმისთვის ვიბრძოლოთ რაც ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვანია, და არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრებისთვის… ერთსა და იმავეს ვატრიალებ სულ : არ არის საკმარისი ლიბერალობა მხოლოდ ერთი მიმართულებით

  13. niksologi says:

    ”არ არის საკმარისი ლიბერალობა მხოლოდ ერთი მიმართულებით” კი, ასეა ანნა

  14. mamuka says:

    chvens shemtxvevashi ganmarteba namdvilad zustia liberalizmis safarqvesh cdiloben atasi uzneoba shemogvaparon da mere vitom da liberalobit gaamartlon isini . ,, kargi postia namdvilad 🙂

Comments are closed.