ურთიერთობის წარმმართველი დეტალები

დღეს ვიხსენებდი ჩემს პირველ სასიყვარულო მცდელობას, და საერთოდ იმას, როგორ მოვედი დღემდე, როგორ შევიცვალე მამაკაცებთან ურთიერთობაში.

პირველად, როცა ბიჭი შემიყვარდა, ყველაფერი იმდენად საშინლად დამთავრდა, გახსენება მზარავს. მზარავს პირველ რიგში ჩემი საქციელის გახსენება, რა მოუთმენელი, სულსწრაფი და ჩხუბისთავი ვიყავი. როცა ვიხსენებ, რა წვრილმანებზე ვკამათობდით და მერე ერთმანეთს ვხოცავდით, სიცილით ვკვდები ახლა.  ვინ წარმოიდგენდა, რომ იმ ანასგან , რომელიც ყველასა და ყველაფრისგან იდეალებს ეძებდა, დღევანდელი მე დავდგებოდი, რომელსაც უწინდელ იდეალებზე გული ერევა.

რამდენიმე წლის წინ:

  • მინდოდა დილით გაღვიძებისთანავე(მე 8-9 საათზე ვიღვიძებ მაშინაც კი, როცა საქმე არაფერი მაქვს) საყვარელ ადამიანს დაერეკა და მოსიყვარულე სიტყვებით მოვეკითხე. ახლა დილით ვინც არ უნდა დამირეკოს, მოვკლავ 🙂
  • მინდოდა ყოველდღე შეყვარებულთან ერთად მესეირნა , მასთან ვყოფილიყავი გამუდმებით. ამჟამად კვირაში ერთი-ნახვაც სრულიად საკმარისია.
  • მინდოდა მისი ოჯახის წევრებს თუ არა, სამეგობროს გავეცანი და ვეღიარებინე. (ურთიერთობიდან 2 3 კვირაში)
  • მინდოდა, ჩემთან განშორებისას ტელეფონზე ჩამოკიდებულიყო და გათენებამდე ელაპარაკა ჩემთან . ახლა ტელეფონზე საუბარი ჭირივით მძულს და მაქსიმალურად ვარიდებ თავს 🙂
  • კიდევ მინდოდა, სამუდამო ერთგულება შემოეფიცა და ვყვარებოდი.
  • მინდოდა, კისერი მუდამ ერთი  მიმართულებით სჭეროდა და ჩემ გარდა არავისკენ გაეხედა. ახლა თავიდან მე ვსწავლობ, რა არის ერთგულება 🙂
  • და, რა თქმა უნდა მინდოდა, სამუდამოდ ვყოფილიყავით ერთად.

პირველი სიყვარულის მერე , ბევრმა წყალმა ჩაიარა, ჩვენ ბევრი რამე შევფიცეთ ერთმანეთს, უამრავი ბარათი ჩაირიცხა ანგარიშზე, უამრავი დღე გაიფლანგა ერთმანეთის ნახვაში, დილაადრიანი მოკითხვებიც იყო, მაგრამ იყო უამრავი ჩხუბი და დავიდარაბა , იმისთვის , რომ მიგვეღწია სასურველი შედეგისთვის. ისევე როგორც მე, მასაც ბევრი რამ უნდოდა. საბოლოოდ, გამოვიდა , რომ ტყუილად ვიწვალეთ და ვიშალეთ ნერვები.

დღესდღეობით, თითქმის მინიმალური მოთხოვნებით რომ შემოვიფარგლები და ზემოთხსენებული პუნქტები ჩემგან ძალიან შორსაა, ვერც ავხსნი რისი დამსახურებაა. მართლა ჭკუა ვიხმარე და საკუთარ თავს ვაიძულე, შევცვლილიყავი, და დამემინიმალიზებინა ჩემი მოთხოვნები, თუ ბუნებრივად, ჩაურევლად მოხდა ეს, ფაქტია, ახლა სრულიად სხვანაირი ვარ.

მივხვდი ყველაზე მნიშვნელოვანს. ურთიერთობა ან გამოდის, ან არ გამოდის, როგორც არ უნდა ვეცადოთ, რა კანონებიც არ უნდა დავაწესოთ, რა აკრძალვებსაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ბუნებრიობა და დინების მიყოლა ყველაზე კარგი გამოსავალია. მოთმინება და მხოლოდ მოთმინება. სხვა ყველაფერი ურთიერთობის დასაწყისში მხოლოდ გააფუჭებს მას… გამოთქმის არ იყოს, მოსახდენი მართლაც მოხდება თანდათან. თავად ორი ადამიანის კავშირს მოაქვს მოვალეობის გრძნობაც, სიახლოვეც, გამუდმებით ერთად ყოფნის სურვილიც …

სტერეოტიპი, რომ ნებისმიერი ურთიერთობა შეყვარებულობით უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს ზემოთჩამოთვლილი მოვალეობებით თუ ქმედებებით, სისულელეა.

ამ ყველაფერს არცთუ ისე დიდი ხანია მივხვდი და გავითავისე. მე ბედნიერი და მსუბუქი ვარ . თქვენც ამავეს გისურვებთ 🙂

21 thoughts on “ურთიერთობის წარმმართველი დეტალები

  1. salolas says:

    როგორ მეცნო შენი მოთხოვნები 😀 აი თითქმის მასეთ რაღაცეებს “შეეწირა” ჩემი პირველი სიყვარულიც 😀

    ხო, ახლა მეც მსგავს დასკვნამდე მივედი, რომ ურთიერთობა ან ეწყობა, ან ვერა და არ უნდა ეცადო რამის შექმნას და გადაკეთებას. მგონი ყველაზე მეტად მამაკაცები მაგას ვერ იტანენ, რომ შენ მის შეცვალს ცდილობ…

    რაღაც-რაღაცეებზე ასე შენსავით ერთბაშად არ შემცვლია შეხედულებები მაგრამ იმას მაინც მივხვდი, რომ თუ ზუსტად ისეთს ვერ იპოვი, როგორიც გაკმაყიფილებს, მაშინ ამ მოთხოვნების წამოყენებას აზრი არ აქვს.
    ცოტა ხანი შეიძლება გაამართლოს მაგრამ მერე ამოუვა ყელში და ვსიო : )

    p.s. ისე უკანასკნელად პირიქით მოხდა, მე თვითონ ამომივიდა ყელში ეს შექმნილი ურთიერთობა : )

    ვიზრდებით 🙂

    • anna says:

      ჰო, მეც ვერ ვიტან როცა მცვლიან და რაღაცებს ითხოვენ ჩემგან. ბუნებრიობა ყველაზე მეტად მიყვარს. როცა არ მაჩქარებენ, არაფერს მთხოვენ. ასეთ დროს მეტად მიჩნდება სურვილი, გავცე სითბო. მოკლედ, გავხდი ოცის და დავბრძენდი :დდდ

  2. siyvarulovna says:

    არც რამდენიმე წლის წინ და არც ეხლა წარმომიდგენია ჩემი სიყვარული ზემოთ ჩამოთვლილი “წესებით”. მიხარია რომ შეიცვალე ❤

  3. Di@ says:

    მეტს მოითხოვ, მეტს მიიღებ. მაგრამ უნდა მოითხოვო მხოლოდ იმის მაქსიმუმი რის დასაბუთებასაც შეძლებ. ასე რომ…

    ეს წესი მოლაპარაკების ტექნიკებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით და პირადშიც მშვენივრად მოქმედებს.

    ვინც ვერ დაგაფასებს – “სკატერტიუ დოროგა” 🙂 “იგი წავა და სხვა მოვა…”

    • anna says:

      უნდა იცოდე რა მოითხოვო. ან რასაც ითხოვ იმის გამცემი თავად თუ იქნებოდი სიამოვნებით და დაუზარებლად ;))

  4. axsiom says:

    მეც იგივე მოთხოვნა მქონდა ყველა ყოფილთან. მათი გაქრობისთანავე – ამ მოთხოვნებსაც ვაქრობდი. და თუ კიდევ შევიყვარებ ვინმეს ისევ იგივეს მოვთხოვ ( მირცევნია შეყვარებულმა ყურადღებით “შემაწუხოს”)! ისე საერთო ჯამში გეთანხმები– არც ეგ არის მთავარი ბედნიერი სიყვარულის ბოლომდე განცდისთვის.

    • anna says:

      ამ ბოლო ურთიერთობიდან მაგ პუნქტებს საერთოდ არ ვითხოვ ^_^
      მეორე თვეა უკვე და არ გავმომთხოვნებულვარ დიდად ^_^

  5. Mari says:

    არ ვიცი რამდენად ცუდია ეს, მაგრამ მაგ მოთხოვნებში ძალიან არანორმალურს ვერაფერს ვხედავ. ნუ, კორექტირებს კი შევიტანდი.

  6. Seymour Glass says:

    ქვემოთ მიუწერე, ”დამხმარე დამწყებთათვის” და ეგ იქნება ^_^
    სრულიად მართალი ხარ. ღადაობა ისაა, რომ რაც უფრო ნაკლებს ითხოვ, იტოგში მით უფრო მეტს იღებ ხოლმე 😀

    • anna says:

      პატარა ბუკლეტად ამოვბეჭდავ და გამოვცემ ;დდ
      ან იმ ნაკლები მოთხოვნების მერე გეჩვენება მეტად ის მცირედიც?
      რავიცი რავიცი, ჯერჯერობით ჩემი სტრატეგია სრულებით ამართლებს ^_^

  7. vekoo says:

    როგორ შევიცვალე მამაკაცებთან ურთიერთობაში. – კაი გოგო შენ რაა ყველას, ვისთანაც კი ურთიერთობა გქონია მამაკაცს ეძახი? :დ

    სტერეოტიპი, რომ ნებისმიერი ურთიერთობა შეყვარებულობით უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს ზემოთჩამოთვლილი მოვალეობებით თუ ქმედებებით, სისულელეა. – ოოო , ამაში როგორ გეთანხმები ნეტა იცოდე : )) კაკრას რომ ეგრევე შეყვარებულობით დაწყებული ურთიერთობები უფრო ხშირად ინგრევა. მითუმეტეს, არც შეყვარებულის აღარ დარქმევით წყდება ჯანსაღი ურთიერთობა.

    უიმე, რას ლაპარაკობ, მე ეხლა ისე მიყვარს აჩო არა მარტო როგორც ჩემი შეყვარებული, არამედ როგორც ადამიანი-ბიჭი, რომ რას ლაპარაკობ, ვერასოდეს შეველევი 😀

    • anna says:

      მამაკაცი ეწოდებათ მაინც, ვისთანაც მე ვურთიერტობ, გამომდინარე იქიდან , რომ ზემოთხსენებული ტერმინი, სექსის განმსაზღვრელია ხოლმე , როგორც წესი და არა ღირსებების :დდდდდ

  8. mamuka says:

    ”ბუნებრიობა და დინების მიყოლა ყველაზე კარგი გამოსავალია.” დიდი ხანია იმ აზრმა რაც ამ ფრააში დევს ჩემში დაიმკვიდრა და , ყველას ვურჩევ რომ მიყვეს დინებას 🙂 ( რა თმა უნდა ზოგჯერ ნიჩბის მოსმა არ ავნებს კაცს მარამ მაინც >… 😛 ) კარგი პოსტია 🙂 . პ.ს ”დღესდღეობით, თითქმის მინიმალური მოთხოვნებით რომ შემოვიფარგლები და ზემოთხსენებული პუნქტები ჩემგან ძალიან შორსაა, ვერც ავხსნი რისი დამსახურებაა. მართლა ჭკუა ვიხმარე და საკუთარ თავს ვაიძულე, შევცვლილიყავი, და დამემინიმალიზებინა ჩემი მოთხოვნები, თუ ბუნებრივად, ჩაურევლად მოხდა ეს, ფაქტია, ახლა სრულიად სხვანაირი ვარ.” რაც შეეხება იმას რომ ზემო ხსენებული იდეალი აღარ გხიბლავს , ჩემი აზრით ამ იდეალის გადაჭარბებულმა დოზამ ( თუ შეიძლება ასე ითქვას) მოგაბეზრა ასეთი ”ინტენსიური მზრუნველობა” და ახლა იმიტომაც შორსაა შენგან ურთიერთობის იდეალი , ამიტომ ჩემი აზით ყველაფრის ზომიერად მიღება სასურველ შედეგს გამოიღებს 🙂

    • anna says:

      არ ვიცი რა რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია , რომ ახლა ბევრად უკეთესად გამომდის ურთიერთობები…

Comments are closed.