ტატუ

ბავშვობიდან მომწონდა ტატუ ქალზე, მაგრამ გაკეთება რატომღაც არასდროს მიფიქრია. დავასკვენი, რომ ჩემს გარეგნობას არ მოუხდებოდა. ყველა ქალი, ვისზეც სვირინიგი მომწონებია, შავგვრემანი და გამხდარი იყო, მეკი არც ერთი ვარ და არც მეორე, ერთი ჩვეულებრივი, ხორბლისფერკანიანი, საშუალო სიმსუქნის გოგო ვბრძანდები 🙂

ჰოოდა დადგა დრო, დავიკიდო ტატუს სავარაუდო არ მოხდენა ჩემს ტანზე და შევუდგე ინფორმაციის მოპოვებას, რამდენად მტკივნეულია, არსებობს თუ არა დროებითი, და რაც მთავარია, რა მივიხატო . ფორმა ყველაზე რთული გადასაწყვეტია, წარმოდგენა არ მაქვს, რა ჯანდაბა ავარჩიო, ისეთი, რომ არ მომბეზრდეს და სურვილი არ გამიჩნდეს, კანი მოვიგლიჯო 😀

ყველაზე მეტად არ მინდა, სამუდამო გავიკეთო და სიბერეში გამყვეს, დანაოჭებული ბებერი რომ სვირინით გავიჩითო, ეგ არ მინდა. პატარა საყვარელი და პუსკუნა მოხუცი ვიქნები, ტატუიანი როჟის სტატუსი არ მხიბლავს 🙂

გაკეთების სავარაუდო თარიღი 2 3 თვეში დადგება, გამოზაფხულდეს მაინც, თვალი გავახარო. აი ადგილი ვერ შევარჩიე : მკლავი გამოვრიცხე, ისევე როგორც ფეხი. დარჩა ზურგი, წელი და მაჯა. ამ უკანასკნელს ვარჩევ ალბათ..

და რას ვიკეთებ(ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში, სხვა იდეა არ მაქვს და არც მინდა)

სიკვდილის საჩუქრები

სიკვდილის საჩუქრები

ნუ სიკვდილის საჩუქრების ისტორიაზე ეს პოსტი გამახსენდა, ჩემი ახლახანს დაწყებული პოტერომანია თუ არ იცით, გავიმეორებ, ჰოდა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ შევაჩერე ამაზე არჩევანი.

გარდა იმისა, რომ სიმბოლურია ჩემთვის, არის სადა, ლამაზი, იშვიათი. არ არის უწი პუწი, ჭყვიტინა , გადატვირთული და ა.შ..

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის გადაწყვეტილი მაქვს ამის მიხატვა, ვერსიების მიმოხილვას მაინც განვარგძობ , რა იცი, რას წავაწყდები , უფრო საინტერესოს და კარგს?:) ინტერნეტში ვეძებ ფოტოებს, ყველა ერთნაირი იდიოტობაა, რატომ მოსწონს ამ ხალხს ზურგზე დრაკონები და ეკლიანი ვარდები, ვერ მივხვდი^^ ჯანდაბას, ჩემს თავს მივხედო ის სჯობს . მეტი დამაჯერებლობისთვის კი, მე ვიყო არაკაცი არადა, არაქალი, თუ ტატუ არ გავიკეთო:)

31 thoughts on “ტატუ

  1. ირმის ნახტომი says:

    მეც დროებითი მქონდა, ორივე მაჯაზე. ერთ წელს მარჯვენა მაჯაზე 2 ვარსკვლავი – 1 ღია და მეორე შავი. წელს კიდევ გაგიკვირდებათ და – ხვლიკი.

    • anna says:

      ანუ დროებითები არსებობს . ჰოდა გავიკეთებ გადაწყვეტილია :დ

  2. სივრცე says:

    ტატუ მეც მინდა და ინფორმაციები გამინაწილე ხოლმე რა :დ

    სამუდამო მეზარება :((((

    და მეც ვერ ვხვდები ვეფხვები და ვარდები და დრაკონები (ათასიჭირიუბედურება) რატომ მოსწონთ :დ
    დაიხატეთ ხახლო ჩიტები (ირაკლისაყვარელიასმაილი)

    ანა გილოცავ დაბდღს :დ

    • anna says:

      რა ყველას გინდათ ეს ტატუ, ლანდიშასი არ იყოს, მიმბაძველებო ;დდდდ

  3. clown says:

    კარგი იდეააა ^_^
    მაჯას მოუხდება ძალიან …

    ხოდა მერე იცი როგორ შეგიყვარდება შენი ტატუ ❤
    მე მაკანკალებს ჩემ დღნაჩვზე ❤

  4. სივრცე says:

    ძაანდიდი ხანია ტატუ მინდა :დ

    მე კუდუსუნზე რომ ორი თვალია მაგათ შუაში მინდა :დ

    • anna says:

      აწწ ❤ და რა გინდა?:დდ
      დრაკონი არ დაეტევა თორემ კარგი იქნებოდა ^_^:დდდდდდდდდდდდ

  5. Jessie says:

    რამდენი ხანია მინდა ტატუს გაკეთება და ვერ გადავდი ეს ნაბიჯი … მგონი უკვე 5 წელია ჩემს თავს ვებრძვი

  6. »♥» ana «♥« says:

    დიდი და უშნო ტატუები საშინლად არ მომწონს ხოლმე ადამიანის სხეულზე.. 🙂 პატარა და კოხა მიყვარს,დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი კირჩხიბის ჰოროსკოპულ ნიშანს ფეხზე ❤

    • anna says:

      კიდურებზე ბევრად უფრო ლამაზია ტატუ, ვიდრე სხეულის ფართო ნაწილებზე, ზურგზე ან მუცლზე.
      თევზი ვარ მე , მაგრამ არ მომწონს ტატუდ^_^

  7. LiLaC says:

    მე მაქვს კისერზე პატარა გული, ოღონდ სამუდამო ^_^ საერთოდ არ მტკენია და ძალიან მომწონს, მაგრამ ისეთია დგილია, რომ მე კი არა, სხვებიც ვერ ამჩნევენ. ხანდახან მავიწყდება კიდეც )) ჰოდა, ახლა მეორე ტატუ მაქვს ჩაფიქრებული ❤

    • anna says:

      არადა კისერი ერთ ერთი ყველაზე ნაზი ადგილია … ანუ მაჯაზე იმედია საერთოდ არ მეტკინება ❤

  8. Danny Brown says:

    შენც ისეთ ადგილას გაიკეთე სიბერეში რომ არ გამოაჩენ :დ მეც მომწონს გოგოზე ტატუ ❤

  9. sofo says:

    შერილ კოულის ხელის ტატუ მომწონს ძალიან და მეც გაზაფხულზე ვაპირებ ხელის მტევანზე პატარა ორნამენტის გაკეთებას.

  10. axsiom says:

    ტატუზე ვგიჟდები და ვიცი, რომ გავიკეთებ. დრაკონებიც მომწონს და ჟირაფებიც, მაგრამ მე მაინც ბასრი და შხამიანი ორნამენტის მიხატვას ვაპირებ მარცხენა მხარზე. 😛

  11. joshu100 says:

    ნუ ჩემთვის ადრეა და არც მიფიქრია მაგაზე მარა რავი იქნება გამოსადეგი რჩევა იყოს 😀 რამოდენიმე ვერსია შეიძლება : ვორდპრესსის ლოგო , საყვარელი წინადადება იაპონურად ან ჩინურად, წარწერა ” ნუ მიყურებ” , ჩიტი, არწივი ან სასურველი ცხოველი ან თუნდაც რაიმე ორნამენტი 🙂

    • anna says:

      აუუუ წორდპრესი როგორ არ გამახსენდა !!!!!!!!!!!!!
      ყოჩაღ რა ;დ
      გადავიფიქრე, ეგ მომინდა ახლა ^_^ იდეა არავინ მომპაროს ^_^

  12. Seymour Glass says:

    მაჯაზე რომ გაიკეთო, მერე დიდი შანსია მალე მოგბეზრდეს. ამბობე, იმ ადგილას ასწორებს, სადაც ვერ ხედავო. : )

  13. dekemberiusi says:

    მეც ვიკეთებ ოღონდ მომავალში. 13 უნდა დავიხატო კისერზე ან ყელზე. აი იმ ადგილას სადაც ვამპირებ კბენენ ხოლმე ადამიანებს =))

Comments are closed.