დასაქმების მოლოდინში

ზეგ ოცი წლის ვხდები და ახალი საზრუნავი გამიჩნდა. უფრო სწორად ახლა გააქტუალურდა ძალიან ეს თემა ჩემთვის. კატეგორიულად მინდა სამსახური. შურით ვუყურებ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ თავიანთ საქმეებზე, როგორი დატვირთულები არიან ,  როგორ ვერ ასწრებენ გართობას … ჩემი გადასახედიდანაა ალბათ იოლი ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინც მინდა მუშაობა.

მთელი ცხოვრებაა, დედაჩემის კისერზე ვზივარ და ვხედავ , რამდენს აკეთებს ჩემი გულისთვის, რამდენს ხარჯავს, ნუთუ არ შეიძლება მეც მივხედო ჩემს თავს და დავისაქმო? არა, როგორ მეკადრება, სწავლაში ხელს შემიშლის და სათანადო განათლებას ვეღარ მივიღებ-დედაჩემის პასუხი ჩემს წამობუზღუნებაზე .

ეს მართლა საშინელი პრობლემაა და ნერვები მეშლება. როგორ ვიმუშაო სწავლასთან შეთავსებით ისე, რომ ასე თუ ისე უნივერსიტეტშიც ვიარო, სამსახურიც მქონდეს, პლიუს, რომ არ გავირიცხო და გამოშტერებულ იდიოტად არ ვიგრძნო  დიპლომის აღების შემდეგ, ვისწავლო. ასევე პლიუს, დრო დამრჩეს სუულ ცოტა გართობისთვისაც.

ასეთი საგონებელში ჩავარდნილი სახე მაქვს დღეს გამუდმებით, იმდენს ვფიქრობ ამ ყველაფერზე

ასეთი საგონებელში ჩავარდნილი სახე მაქვს დღეს გამუდმებით, იმდენს ვფიქრობ ამ ყველაფერზე

აქვე დავძენ, რომ კუდაბზიკა გახლავართ და მეზარება ყველა ისეთი სამუშაო, რაც უკავშირდება გაყიდვებს: ეტა ნე მაია დელო… მინდა დასაქმებულ იქნას ჩემი ტვინი 😦 ნუთუ ასე ძნელია? მიუხედავად იმისა რომ ჯერ სამოქმედო გეგმა არ დამისახავს, უახლოეს 5 თვეში თუ სამსახური არ დავიწყე, ჩემი თვითშეფასება კატასტროფულად დაეცემა და გავაფრენ ალბათ. თუნდაც მიზერული ხელფასი მინდა, ოღონდ ვიცოდე რომ რაღაცას წარმოვადგენ, წარმოვადგენ საკუთარი თავის, შესაძლებლობების წყალობით და არა დედაჩემის ფულებით. მომბეზრდა! საჯდომი უნდა ავწიო ენდ დუ სამსინგ!

რაღაცნაირად დავკომპლექსდი ამ ბოლო დროს, ჩემი ასაკის ხალხი ჭკუაზე არაა, ზოგს ოჯახი ყავს, ზოგიც მუშაობს… ზოგიც უსაქმურობს.. მაგრამ პირადად მე, სასტიკად მრცხვენია რომ არაფერს ვაკეთებ მაშინ, როცა შემიძლია საკუთარი თავი ცოტა მეტად დავტვირთო, გავწვალდე და ვიმუშაო. კარგია, ამ ეტაპზე რომ შემრცხვა მაინც 🙂

ჰოდა, სულ მალე მე ვიცხოვრებ ჩემს პატარა სახლში, სადაც ვერავინ შემოეტევა , ვიქნები წყნარად, მექნება სამსახური, ვისწავლი და ბედნიერი ვიქნები.  ყველაზე კარგი კი რაც იქნება, დედაჩემის წინაშე სინდისის ქენჯნა მომეხსნება და ვიქნები მართლა დამოუკიდებელი და არა ისეთი “ფსევდო” , როგორიც ახლა ვბრძანდები 🙂

რა დიადად ჟღერს ჩემი გეგმები , ომგ… მთავარია სულ მალე მოვიყვანო სისრულეში. მისურვეთ წარმატებები ^^

38 thoughts on “დასაქმების მოლოდინში

  1. Mari says:

    რა საყვარელი ხარ ამ ფოტოზე. 🙂
    აუ, შეირგე რა სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია უსაქმურობით დატკბე.
    ხოდა ეგ გაყიდვები კიდე.. უიმეე.. უნივერსიტეტში, ყველა კედელზე გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაა გამოკრული და ზედ არავინ ეკარება. არაფრისმომცემი სამუშაოა და ხელფასიც მიზერული აქვთ.

    • anna says:

      ჰო, ვიცი რაცაა და მაგიტომ არ მინდა…
      სისულელეა, ძალიან ბევრი ენერგია და შრომა გეხარჯება ფაქტიურად არაფრის ფასად :\

  2. Danny Brown says:

    მთავარია სურვილი და ყველაფერი იქნება. ერთი სატვირთო წარმატებები შენ!

    • anna says:

      მეც ვფიქრობ , რომ სურვილი თითქმის ყველაფერს წყვეტს..
      გააჩნია რამდენად გინდა…
      ნუ მე როცა მარტლა მინდა ხოლმე რამე, ვიღწვი და ვიმკი შედეგს და ვნახოთ :დ

  3. ilyaverse says:

    მთავარია მონდომება… აი, ახლა მე უკანალის აწევაც არ მინდა, რომ ჩავესვენო ლოგინში და მივლულო თვალები. მუსიკაც არ გამომიცვლია, ჩაეხლიჩა ხმა აგილერას… რას მოვაყოლე ? უი, წარმატებები ძიებაში! აბა, შენ იცი !

    • anna says:

      ზუსტად ეგრე ვარ ამწუთას მეც… ვერაფრით ვაიძულე დაწოლა თავს :დდდ
      ეტყობა გეძინება და თემას მაგიტომ გადაუხვიე :დ

  4. axsiom says:

    ჭკვიანი გოგოები იშვიათად არიან ლამაზები. შენ ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი ხარ.;) წინასწარ გილოცავ და წარმატებულ ახალ (ბიოლოგიურ) წელიწადს გისურვებ!

  5. vekoo says:

    ეხლა წარმოიდგინე, რომ უკვე უნივერსიტეტს ამთავრებ და ჯერ არც არსად გიმუშავია : ( უჟას : |

    მაგრამ 2 კვირაში უკვე მეც ავიღებ ჩემ კუთვნილ მიზერულ ხელფასს : )))

  6. Seymour Glass says:

    დამერწმუნე, მარტო სამსახურში არაა პანაცეა. აი ვმუშაობ მე, მარა რა ხეირი? : /

    • anna says:

      შენ ცუდ პონტში ხარ ესეიგი.. მაგიტომ ვქვი, ყველანაირი სამსახური არ მინდა თქო :((

  7. Mariam Kavtaradze says:

    პირველივე წინადადებიდან ვიცანი ჩემი პრობლემა 🙂
    ოღონდ, მე ეს 18 წლისას დამეწყო. მეგონა, რომ როგორც ამერიკულ ფილმებშია, მეც შევძლებდ (სკოლის დამთავრების მერე მაინც) სწავლისთვის რამე პაწაწუნა სამუშაოს შეთავსებას… მაგრამ არ გამოვიდა: სწავლამ იმაზე მეტი დრო მოითხოვა, ვიდრე ველოდი, თან ჩემების მზრუნველობაც გამიტკბა და შევიფერე როგორღაც 🙂
    ჰოდა, ვარ ახლა ასე, არც ვმუშაობ და არც ვეძებ სამსახურს… ალბათ მეორე კურსზე მაინც დავიწყებ…
    შენ აშკარად უფრო მოტივირებული ჩანხარ და წარმატებებს გისურვებ!
    დაწერე მერე, რას იზამ 😉

    • anna says:

      მეც კარგად მაქვს შეფერებული , მაგრამ მორჩა რა, რამე უნდა ვიღონო.. თუ დავიწყე, აღფრთოვანებული პოსტს როორ არ დავწერ :დდ

  8. joshu100 says:

    თუ ბავშვებს უგებ მაშინ მოძებნე ვაკანსია ვინც ეძებს ძიძას და ძიძად იმუშავე :)) მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია რიავი 😀

    • anna says:

      აუ არა არა… ბავშვებს ვერ ვიტან :დდდ ერთაერთი რამეა, რასაც ვერ და არ გავაკეთებ :ს

  9. joshu100 says:

    ანუ შენ გჭირდება ლაითი ფართ თაიმ სამუშაო და ასეთი რადიო და ძიძა ვიცი 😀 რავი კიდე ოფიციანტი ან რამე ასეთი ეძებე 😀 რაც გაგისწორდება და არ დაგეზარება 🙂

    • anna says:

      ხვალიდან სახლში ვზივარ და ვიწყებ ძებნას ^_^
      ვინმეს ბავშვების წამება თუ უნდა აქ ვარ ისე :დდ

    • anna says:

      ანუ ჩემს ჭკუაში ეჭვი გეპარება თუ მაღიარე როგორც იშვიათობა?:დ

  10. Social Animal says:

    აქსიომ, მე ეს ფრაზა ჩემს პირწიგნაკზე წავიღე და იქ ამბავი გამოიწვია?!! ოოოოოოო! 🙂 საოცარი!

    • Social Animal says:

      ”აჟე” შალვა რამიშვილმაც კი მომპარა!!!!! ქურდის ქურდი ცხონდაო :)))))))))))))

  11. axsiom says:

    social Animal – ძალიან საყვარელი ხარ :* რამიშვილმა კიდევ საავტორო უფლებები დაიცვას, თორემ მერე მე მოვპარავ იდეებს მაგას და დარჩება იდეების გარეშე! :))))

  12. Social Animal says:

    ნუ გამაწითლე :”)
    ნუ, შალვას მე მგონი ამ ეტაპზე ისედაც აკლია იდეები და ვერ მოპარავ, ძალიანაც რომ გინდოდეს :):)

  13. Teaa says:

    მე 18 წლიდან ვმუშაობ, პირველივე კურსიდან ვეძებდი და გამოცდილების გარეშე არავის უნდიხარ, ხომ იცი :(( ბოლოს ვიღაც ღვთისნიერმა დამასაქმა..:) თავიდან მაღაზიაში ვიყავი ძაან მაგარ ადგილას, მაგრამ ოღონდ რამე ყოფილიყო, რას დავეძებდი 🙂 და მერე სასტუმროს მენეჯერმა გადამიბირა და დაიწყო ჩემი კარიერული აღმასვლა 🙂 ეხლა 21 ს ვარ და ჩემს რეზიუმეში ამდენი სამსახური რომ წერია ეჭვი ეპარებათ რომ იგი (და შესაბამისობაში მეც) სიმართლეს ვღაღადებთ :დ :დ :დ წარმატებებს გისურვებ და მთავარია მოინდომო, და იშოვი, აბა რას იზამ 🙂

    • anna says:

      აი არ მესმის ეს გამოცდილება საიდან უნდა მოვათრიო რა :დ
      თან ისეთი საშინელი ვაკანსიებია, ასე მგონია სრულიად უვიცი და უვარგისი ვარ :ს

  14. avtomachi says:

    მთავარია მიზნის დასახვა და ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა, ნებისმიერი მიზანი მიღწევადია. სენი პოსტებიდან კი შემიძლია ვივარაუდო რომ კარგად მუშაობს შენი თავი და არც მიზნის დასახვა და არც მიღწევა გაგიჭირდება 😀 . გამოცდილება კი მოხალისეობით გროვდება სანამ სერიოზულ სამსახურს იპოვი და ხელფასზე გადახვა. გისურვებ მალე შენი შესაფერი სამსახური გეპოვოს….

    • anna says:

      მე სტაჟირებაზეც თანახმა ვარ , ხელფასი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც იმის შეგრძნება რომ რაღაცას ვაკეთებ და მიგროვდება გამოცდილება ^^

Comments are closed.