რატომ გავაკეთეთ ბლოგები?

თავიდან მინდოდა მხოლოდ ჩემზე მომეყოლა, თუ რატომ გამიჩნდა სურვილი , მქონოდა ბლოგი. აქსიომმა მკითხა კომენტარებში და ჭკუაში დამიჯდა პოსტის დაწერა. მერე დამაინტერესა სხვების მიზეზებმაც, ჰოდა, მინდა ტეგ-თამაშად ვაქციო აგი ამბავი 🙂

რაც შემეხება მე, ჩემი მუზა სვითი გახლავთ. პირველად მისი ბლოგის კითხვა დავიწყე და ძალიან გამიტაცა. მერე სხვა რამდენიმე ბლოგს გადავწვდი და ამომეჩემა. პირველები იყვნენ : გრინმარი, ჰექსე, სიყვარულოვნა და ვეკო.

ამასობაში, ჩემშიც მწიფდებოდა დიადი აზრი, ბლოგის შემქნისა, ვფიქრობდი რა, რომ მქონდა უნარი, მეწერა არც თუ ისე ცუდად:) ან თუნდაც ცუდად, მთავარია მეწერა. ნუ, იმ მომენტში ასეთი იყო  ჩემი გადაწყვეტილება.

თანაც, ცხოვრებაში რაღაც სიახლე მჭირდებოდა. უნივერსიტეტი დიდი ვეღარაფერი გასართობი იქნებოდა ჩემთვის. ყელში მქონდა ამოსული ერთი და იგივე გარემო,  ახალი დაშორებული ვიყავი ოთოს და ვონთიდ სამსინგ ფრეშ …

არსებობდა იმის საშიშროება, ერთ თვეში მიმეგდო, როგორც ჩემი დღიურები, ათასობით რომ მქონდა ბავშვობაში, მაგრამ ჯერჯერობით ვუძლებ 🙂 არადა, რა ჯერჯერობით, კარგა ხანი არ დავანებებ თავს აქ წერას.. შევეჩვიე, აღარ მიჭირს აზრების გადმოტანა და დალაგება. რაც მთავარია, გასართობად დაწყებულმა ამბავმა ფაქტიურად მოიცვა ჩემი ცხოვრება და საუკეთესო რაც გამიკეთებია, ვფიქრობ ბლოგია. თუნდაც ერთადერთი მიზეზის გამო. მე მაქვს ის გარემო, რაც მე მჭირდება. და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ^^

ერთადერთი , რაც არ მინდა დამემართოს, ისაა, რომ არ მინდა, წერა დამეზაროს.. მინდა ყოველთვის ხშირად ვპოსტი. ბევრი ძველი და კარგი ბლოგერი ახლა იშვიათად პოსტავს, არადა ოდესღაც მათაც ჩემსავით ეხალისებოდათ. როგორ არ მინდა მოვეალეობის მოხდის მიზნით წერა. ვნახოთ , წინ დიდი დრო მაქვს 🙂

ასე და ამრიგად, დავტაგავ აქსიომას, როგორც იდეის მომწოდებელს, კახას და  კნუტს. დანარჩენები თქვენ მითაგ-მოთაგეთ ^_^

 

26 thoughts on “რატომ გავაკეთეთ ბლოგები?

  1. Teaa ამბობს:

    ჰეჰ, პირველად მეც სვითი აღმოვაჩინე და მერე გადავწვდი დანარჩენებს.. 🙂

  2. axsiom ამბობს:

    პირველად ვარ რაღაცის ინიციატორი უნებურად და უაზროდ გამიხარდა ასე ხაზგასმით რომ აღმოვაჩინე ჩემი ნიკი ამ პოსტში. დიდი მადლობა ანი. რაც შეეხება ბლოგის გაკეთების იდეას, მეც ცოტახნის წინ დავპოსტე – http://axsiom.wordpress.com/2011/02/10/ .
    მართლა სიამოვნებით ვკითხულობ შენს ბლოგს და ძალიან ვბრაზობ , როცა ძილისწინ საკითხავს არ გვიტოვებ რამე ახალს. სიამოვნებით ჩავიკითხე შენი ბლოგის დაბადების წინაპირობა და იმედი მაქვს სხვა ბლოგერებიც გაიზიარებენ იდეას. როგორც მკითხველებს –უფლება გვაქვს ვიცოდეთ , როგორ იბადებოდა ჩვენი ფავორიტი ბლოგები. მოკლედ მაგარი ტაგ– თამაში წამოიწყე და მხარს გიჭერ. :*****

    • anna ამბობს:

      რავი ., ზოგჯერ დღეში ორ პოსტს ვწერ ხოლმე, თან ძილისწინ :დ
      ნუ მთლად ღამეც არა^_^
      ჯერჯერობით არ ჩამკვდარა ბლოგი და ვნახოთ :დდ

  3. anina ამბობს:

    ჩემი მუზა არავინაც არაა, ზურიუსს დავენიძლავე, ბლოგის კეთება მშვენივრად გამომივა-მეთქი. არ სჯეროდა : ]

  4. axsiom ამბობს:

    ანინა,არც მე მყავს მუზა, მაგრამ ჩემს გაბლოგერებაში “დამნაშავე” შენ და შენი პოსტი ხართ. მეამაყება რომ არსებობ და არ მიტყდება ამის თქმა ხმამაღლა. შენი ერთ–ერთი თაყვანისმცემელი ვარ. რომ არა ანინა ვერასდროს გავიცნობდი (თუნდაც ვირტუალურად) ასეთ საინტერესო ადამიანებს როგორიც არის ანა და ყველა ჩემს ბლოგროლში ჩამოთვლილი სხვა ბლოგერები. ხოოო და მადლობას გიხდი. :*

  5. catherinemolko ამბობს:

    მე ბლოგი გავაკეთე 1 თვის წინ დაახლოებით 😀 მაგრამ არაფერს არ ვპოსტავდი “მეკიდა” გაგიკვირდებათ და ჩემი მუზა იყო სერიალ ექიმი ჰაუსის ერთ-ერთი გმირი 😀 თან საქმე არ მქონდა და.. :D:D

  6. axsiom ამბობს:

    ოჰ.. ანა! არა! ანინას პოსტი გავაპროტესტე ჩემს ყოფილ “მეღამურთან” (ის კითხულობდა გამწარებული თავისუფლად მოაზროვნე გოგონას პოსტებს და აფანატებდა). ბლოგი, როგორც ასეთი ჩემთვის სხვა საიტის სინონიმი იყო. ხო და რომ ვნახე ამ მშვენიერ გოგოს უცხოური სერვერის თავისუფალი სივრცე ქონდა ქართულად ათვისებული, მეც იგივე გავაკეთე. მუზა აიძულებს ადამიანს შემოქმედებითად დაიხარჯოს. ჩემი მუზა–ჩემი საკუთარი ემოციაა, რომელსაც წერისას სიტყვებად გარდავქმნი ხოლმე. (ფიზიკურად გარდაქმნილს ყოველთვის დამანგრეველი შედეგი მოაქვს). :****

  7. axsiom ამბობს:

    P.S. გამწარებული კითხულობდა თქო ჩემი მეღამური. ანინა–თავისუფლად მოაზროვნე გოგონად მოვიხსენიე. არ მინდა არასწორად გაიგოს ვინმემ ჩემი არაგრამატიკულად დალაგებული კომენტარი. ისე დღეს განსაკუთრებით არეულად ვწერ. მგონი ძილი ამყვა. 😦

  8. catherinemolko ამბობს:

    არა მანამდე მქონდა გაკეთებული .. უბრალოდ შემდეგ პოსების წერა დავიწყე.. იმ მომენტმა მიმიზიდა ყველაფერი რო ეწერა თავის განავლის სტრუქტურული აგებულების გარდა 😀 არადა ეს ხო ასე მნიშვნელოვანია : O :D:D

    • anna ამბობს:

      ა… მე არ მაქვს ეგ სერია ნანახი. უბრალოდ ყურმოკრული მაქვს და ვერ მივხვდი უცებ :დდდ

  9. mariammakharadze ამბობს:

    ჰა ჰა მეც ჰაუსის ის სერია გამახსენდა ბლოგერი რო ყავს პაციენტი
    ე.ი. სულ რაღაც გუშინ გავაკეთე ბლოგი. მე,როგორც კომპიუტერეულმა ჩაინიკმა ჯერ ბევრი ვერაფერი გავუგე 😦 დიდი მადლობა ანა შენ რო დამეხმარე.
    ვიყავი მოწყენილი ამდენი ხანი სახლში ჯდომით და უაზროდ დავეხეტებოდი ნეტში. თავიდან გამიჩნდა იდეა კინობლოგი გამეკეთებინა,მაგრამ ეგეთი უკვე არის. შენ წარმოიდგინე შენი გავლენაც ძალიან დიდი იყო 🙂 სტიმული მომეცი 🙂 მეც ჩემი დღიურები გამახსენდა.სუ ვწერდი და 2 წლის წინ შევწყვიტე. შეიძლება მომბეზრდეს მალე,მაგრამ ბლოგი პირველ რიგში შენთვისაა და ეს 2 დღეა უკვე კარგად ვერთობი 🙂

დისკუსია დახურულია.