5ფლაკონი უებარი მალამო დაჭრილი გულების განსაკურნავად

ცნობილი ფაქტია, ადამიანები ყველაზე მეტად მაშინ ღელავენ, როცა მათ ეუბნებიან , დამშვიდდით, არ ინერვიულოთ.. მსგავსი შემთხვევაა, როცა ნაჩხუბარ წყვილიდან ერთ-ერთს, ან ორივეს, აწყნარებენ უცვლელი, მტკიცე და ყოვლისშემძლე ფრაზებით.  განვიხილოთ რამდენიმე :

  • ეგეთს ხომ კიდევ ნახავ, რა გადარდებს?

ამაზე კომენტარის გაკეთება , ცოტა არ იყოს, მიჭირს..  საერთოდ, რას ნიშნავს, ეგეთს ხომ კიდევ ვნახავ? ფაქტია, რომ შეუცვლელი არავინაა, და ადრე თუ გვიან ვინმეს “ვნახავთ” . ეს ისედაც კარგად იცის ყველამ. ნუთუ მთავარია ვიღაც ვნახო, მორიგი, წინამორბედის შემცვლელი და აღარაფერია სადარდებელი? კაი

  • შენთვის ასე სჯობს.

ამას გეტყვის ნებისმიერი ტუტუცი, საქმეში ჩაუხედავი, არამკითხე მოამბე, მოკლედ ყველა… ისე ადვილად ისვრიან ამ სიტყვებს, ვითომ დისერტაცია აქვთ დაცული თემაზე, “ქალი და მამაკაცი”. რატომღაც ყოველთვის ყველამ პრობლემის წინაშე მყოფ ადამიანზე უკეთ იცის ყველაფერი. თან მაშინ, როცა ანალოგიურ სიტუაციაში, თავად ბრინჯივით მიმოიფანტებიან ხოლმე . მე პირადად, ვერ ვიტან არაკომპეტენტური პირებისგან მსგავსი ტიპის რჩევა-დარიგებების მოსმენას.

  • ის შენი ღირსი არ არის!

და რაშია ამ ფრაზის მთელი იდიოტიზმი: საერთოდ, როცა ვინმესთან ურთერთობას იწყებ, ან დაიწყე, ტრფობის ობიექტზე იშვიათად თუ გეტყვიან აუგს.. პრობლემები გაქვთ? მერე აღმოჩნდება , რომ თურმე მისი უარყოფითი თვისებების მთელ ბუკეტს ამჩნევდნენ და ვერ გეუბნებოდნენ, რომ გული არ გტკენოდა. სად არიან მეგობრები მაშინ , როცა ეროსის ისარი ჯერ კიდევ ჰაერშია და გულამდე არ მიუღწევია? არსად, რა თქმა უნდა… ისინი როგორ ჩაერევიან ძვირფასი მეგობრის ხელშეუხებელ პირად ცხოვრებაში?

  • ყველა კაცი/ქალი ერთნაირია, არ იცი?

ეს სიტყვები ძალას მაშინვე კარგავს, როცა რჩევის ადრესატი გვევლინება სიყვარულით ფრთაშესხმული. არადა მე ვიცოდი, რომ სიყვარული მხოლოდ აბრმავებდა. ნუთუ მეხსიერებაზეც მოქმედებს?

და ბოლოს, გამონათქვამი გამონათქვამთა შორის:

  • ჯერ შენს თავს შეხედე და მერე იმას . კარგი რა…

ეს მაშინ, როცა თქვენი სავარაუდო მოწინააღმდეგე შეუხედავია და არაკომპეტენტური პირის აზრით, ის თქვენს შარმს და სილამაზეს კონკურენციას ვერ გაუწევთ. სანერვიულო მართლაც არაფერია.

ან მაშინ, როცა სურთ დაგამშვიდონ, და გაგახარონ რომ თქვენი მეორე ნახევარი არაფრად ვარგა და ამისთვის სარკეში ერთი ჩახედვაც კმარა..

ამ უკანასკნელის რა მოგახსენოთ, მაგრამ როდის აქეთაა, სილამაზე სიყვარულის ელექსირის ფუნქციას ასრულებდეს და კაცებს/ქალებს თვალებს უბრმავებდეს?  აგერ ბატონო, უახლესი და უაქტუალურესი ისტორიიდან, ცუკერბერგის და მისი სიუშნოვით ცნობილი შეყვარებულის ამბავიც კმარა…

მარკის ამბავის არ იყოს, ფრთიანი ფრაზების ჩამონათვალიც კმარა მემგონი. ყოველშემთხვევაში, მე არაფერი მახსენდება. პოსტი ექვმდებარება დააფდეითებას, ორიგინალური რაღაცების აღმოჩენის შემთხევაში:)

22 thoughts on “5ფლაკონი უებარი მალამო დაჭრილი გულების განსაკურნავად

  1. Mari says:

    “შენთვის ასე სჯობს” – ეს ამოვარჩიე. ყველაზე დიდი შტერობა. ნეტავ რა იციან ვისთვის როგორ სჯობს?

    • anna says:

      ყველაფერი აქ ჩამოთვლილი მეტნაკლებად შტერობაა.. გამწარებული, როგორც წესი არავის არ უსმენ, და უფრო მეტად გეშლება ნერვები, ტუნდაც იმის წარმოდგენაზე, რომ ვიღაცა ცივი გონებით შესაძლოა იმას ხედავდეს, რასაც შენ ვერ ხედავ.. საბოლოდ კი მაინც ისე აკეთებ, როგორც შენ გინდა

  2. Seymour Glass says:

    ჰმ. ნუ ფაქტია რომ საბოლოო ჯამში, ადამიანმა ასეთ დროს თვითონ უნდა უშველოს თავს ამ დროს. თუ თავად არ დაასტოპა შიგნით, აიწეწება და აიწეწება : /

  3. marg0rita says:

    რას იზამ, როცა მრჩეველის სტატუსით საუბრობენ არავის ახსოვს რომ “მისნაირი მხოლოდ ისაა”, მაგრამ როცა თავად სჭირდებათ მრჩეველი მაშინ აცნობიერებენ რა გულისამრევია ეს დრომოჭმული და აზრსმოკლებული საოცრად ბანალური ფრაზები :-j ხო, კეთილი იყოს ჩემი კომენტარი შენს ბლოგზე🙂

  4. axsiom says:

    საერთოდ ასეთ რჩევებს, დამამაშვიდებელ ფრაზებს და გამოთქმებს იმიტომ ვეუბნებით ერთმანეთს, რომ ამის მოსმენისთვის ვუზიარებთ ერთმანეთს პრობლემებს. ასე ადამიანები ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავთ და არ არსის ეს სისულელე. ისედაც ნათელია, რომ ერთმანეთის გამხნევების იქეთ– მითუმეტეს სასიყვარულო პრობლემების დროს, ნებისმიერი გარეშე პირი უძლურია რაიმეთი დაგვეხმაროს.
    ასე რომ ანი ის იშვიათი მომენტთაგანია როცა უნდა აღიარო, რომ ცდები.
    ჯობია მსგავსი გამოთქმები მოისმინო მეგობრებისგან, ვიდრე ნიშნისმოგების გამომხატველი შორისდებულები სხვებისგან. :*

  5. anna says:

    როცა მსგავს ფრაზებს მეუბნებია, სიმწრის ცრემლები მცვივა თვალებიდან:\ როცა მიჭირს, თუ ვინმეს ჩემი დახმარება უნდა, ჩუმად უნდა იყოს და მხოლოდ მისმინოს ;დდდდ

  6. Qilipa says:

    ,,სად არიან მეგობრები მაშინ , როცა ეროსის ისარი ჯერ კიდევ ჰაერშია და გულამდე არ მიუღწევია?” – ლოოოოოოოოლ :დ

  7. vekoo says:

    ყველაზე მეტად ვერ ვიტან წყვილის ურთიერთობაში რომ ერევიან. ვერასოდეს ვერავინ გაიგებს ბოლომდე რა ხდება მათ შორის, როგორც არ უნდა ახსნან.
    ასე რომ ორს შორის მესამე ყოველთვის ზედმეტია ვინც არ უნდა იყოს

    • anna says:

      ეგ კიარა, ისე არ ვარ მიჩვეული რცევების მიცემას, რომ მთხოვენ., არ ვიცი რა ვთქვა :დ
      ხომ ვიცი, ისე მაინც არ მოიქცევა არც ერთი, როგორც მე ვეტყვი :დდდ

  8. mariammakharadze says:

    ტუტუცი ვარ მე🙂 ბოლოს ასე დავამშვიდე ჩემი სასოწარკვეთილი დაქალი შენთვის ასე სჯობს. ვაღიარებ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე,იმიტომ რომ კინაღამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ჯობდა მაგისთვის უფრო რომ არ შეტოპა
    თანაც გოგოებს გვიყვარს მსხვერპლის როოლი და რო გვამშვიდებენ🙂

    • anna says:

      აუ მე არ მიყვარს :შშშ
      თავს ძალიან საცოდავად ვგრძნობ ხოლმე და ნერვები კიდევ უფრო მეშლება:\

  9. Dimitri says:

    მალამო – იმუნოსტიმულატორი !!! მალამო “ცოცხალი” – “VITA” ახდენს ქსოვილის უჯრედებში მიმდინარე იმუნობიოლოგიური პროცესების სტიმულაციას და ორგანიზმის შინაგანი ფერმენტების მეშვეობით სწრაფად და უვნებლად კურნავს კანისა და ლორწოვანი გარსის ვირუსულ, ინფექციურ, ანთებით, სოკოვან და ჩირქოვან დაავადებებს. არის ძლიერი ტკივიგამაყუჩებელი და რეგენერაციული თვისებების გამაძლიერებელი საშუალება. დამზადებულია მცენარეულ ნაყენსა და ფუტკრის პროდუქტებზე. უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები დაფიქსირებული არ არის. აფთიაქებიდან გაიცემა ურეცეპტოდ. მწარმოებელი: ფარმაცევტული ფირმა “ნეოფარმი”.

    http://neopharm.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=37&newlang=2russian

    тел: (+995 32) 595790, (+995 32) 595791, (+995 32) 596446; моб:(+995 79) 8823230
    Online-კონსულტაცია მალამოს ავტორთან: odnoklassniki.ru : ЦОЦХАЛИ ცოცხალი TSOTSKHALI VITA ; facebook.com : Tsotskhali Vita ; Skype: dimitri_808

  10. Dimitri says:

    სახის კანის გამაახალგაზრდავებელი მალამო !!! მალამო – იმუნოსტიმულატორი – “ცოცხალი” – “VITA” ახდენს ქსოვილის უჯრედებში მიმდინარე იმუნობიოლოგიური პროცესების სტიმულაციას და ორგანიზმის შინაგანი ფერმენტების მეშვეობით სწრაფად და უვნებლად კურნავს კანისა და ლორწოვანი გარსის ვირუსულ, ინფექციურ, ანთებით, სოკოვან და ჩირქოვან დაავადებებს. არის ძლიერი ტკივიგამაყუჩებელი და რეგენერაციული თვისებების გამაძლიერებელი საშუალება. არბილებს და მოკლე დროის განმავლობაში შესამჩნევად აახალგაზრდავებს სახის კანს. დამზადებულია მცენარეულ ნაყენსა და ფუტკრის პროდუქტებზე. უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები დაფიქსირებული არ არის. აფთიაქებიდან გაიცემა ურეცეპტოდ. მწარმოებელი: ფარმაცევტული ფირმა “ნეოფარმი”.

    http://neopharm.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=37&newlang=2russian

    тел: (+995 32) 595790, (+995 32) 595791, (+995 32) 596446; моб:(+995 79) 8823230
    Online-კონსულტაცია მალამოს ავტორთან: odnoklassniki.ru : ЦОЦХАЛИ ცოცხალი TSOTSKHALI VITA ; facebook.com : Tsotskhali Vita ; Skype: dimitri_808

Comments are closed.